Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთი თავდაცვის სტრატეგიით ითვალისწინებს რუსეთის „კონფრონტაციულ პოლიტიკას“


პოლონეთის პრეზიდენტმა ბრონისლავ კომოროვსკიმ ხელი მოაწერა კანონს თავდაცვის ახალ სტრატეგიაზე, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის „კონფრონტაციული პოლიტიკის გააქტიურებას“ და საფრთხეებს, რომლებსაც რეგიონს უქმნის უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი. 57-გვერდიანი დოკუმენტი ჩაენაცვლა 2007 წელს შემუშავებულ სტრატეგიას. ახალი გეგმა ეხება პოლონეთის თავდაცვის, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტრუქტურებს. თავდაცვის ახალი სტრატეგიის ტექსტში რუსეთი მოხსენიებულია "ნეგატიურ ფაქტორად" რეგიონის უსაფრთხოებისათვის, რადგან რუსეთი თავისი "სტატუსის გაძლიერებაზე ზრუნავს გარემოცვის ხარჯზე" და ააქტიურებს კონფრონტაციულ პოლიტიკას, როგორც ამას ცხადჰყოფს უკრაინისაგან ყირიმის ნახევარკუნძულის მიერთება. როგორც პრეზიდენტმა კომოროვსკიმ აღნიშნა 5 ნოემბერს ვარშავაში ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ პოლონეთის თავდაცვის გაძლიერება ხელს შეუწყობს ნატოს თავდაცვისუნარიანობასაც.

XS
SM
MD
LG