26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, დილიდან ხალხმრავლობა იყო.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ცერემონიისთვის მზადება 26 მაისს თბილისში გამთენიისას დაიწყო. რუსთაველის გამზირი თავისუფლების მოედნამდე გადაკეტეს, მთელ ქუჩაზე საომარი და სამაშველო ტექნიკა ჩაამწკრივეს და სახელდახელო საგამოფენო პავილიონებისთვის კარვები გაშალეს.
დღესასწაულის აღნიშვნა 12 საათზე მუსიკისა და წარმოდგენების თანხლებით დაიწყო. გამვლელები სამხედრო და სამაშველო ტექნიკას ათვალიერებდნენ და სოფლის მეურნეობის პროდუქტებს აგემოვნებდნენ.
თემურ შენგელია დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად შვილიშვილთან ერთად მოვიდა. როგორც ამბობს, 26 მაისი მისთვის დიდი დღესასწაულია და ყოველწლიურად აღნიშნავს:
„დღეს ყველა ქართველისთვის დიდი ზეიმია და შვილიშვილს მინდა გავაგებინო, რა დღეა, რომ იცოდეს. მოკლეხნიანი დამოუკიდებლობა გვქონდა საუკუნის დასაწყისში. მაშინ არ გაგვიმართლა. ისევ რუსეთმა დაგვიპყრო და გაგვანადგურა. დღეისათვის იმედია, რომ ბოლომდე მივიყვანთ ამ წამოწყებულ საქმეს“.
დამოუკიდებლობის დღის 26 მაისს აღნიშვნა 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადებას უკავშირდება. მაშინდელმა რესპუბლიკამ 1921 წლამდე იარსება. მეორედ კი, 70 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნის შემდეგ, საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელს მოიპოვა.
26 მაისი საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა მიულოცეს. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა:
„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. დღევანდელი 26 მაისი განსაკუთრებულია. ზუსტად ერთ თვეში ჩვენ ხელს მოვაწერთ და გავხდებით ევროკავშირის ასოცირებული წევრი. საქართველო უახლოვდება ევროპულ სივრცეს და ეს პროცესი უკვე გახდა შეუქცევადი“.
გიორგი მარგველაშვილმა მოსახლეობას თავისუფლების მოედნიდან მიმართა. მოედანზე ჯარისკაცები დილიდან იყვნენ შეკრებილები. შარშანდელის მსგავსად, სამხედრო აღლუმი არც წელს ჩატარებულა. გიორგი მარგველაშვილმა მხოლოდ სამხედრო ფიცი ჩაიბარა. სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობაზეც ისაუბრა:
„დამოუკიდებლობა ის ქვაკუთხედია, რომელზეც ქვეყნის სახელმწიფოებრიობა შენდება. და ის, რაც ჩვენ ერთად გავაკეთეთ 23 წლის წინ, დღეს ჯერ კიდევ მყიფეა. დღეს ჩვენი ტერიტორიები ჯერ კიდევ ოკუპირებულია. დღეს ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას, ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების დაცულობაზე, მათ უფლებათა დაცვაზე, რადგან ისინი ჯერ კიდევ არიან მავთულხლართებს მიღმა“.
დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად რუსთაველის გამზირზე მისული ადამიანები 2011 წლის 26 მაისსაც იხსენებდნენ. მაშინ სპეცრაზმმა პარლამენტის წინ შეკრებილი დემონსტრანტები ძალის გამოყენებით დაშალა. ქეთევან ბოკუჩავა, რომელიც რუსთაველზე 4 წლის შვილიშვილს ასეირნებს, ამბობს, რომ 26 მაისი მისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, თუმცა 3 წლის წინანდელი სამხედრო აღლუმი ცუდად ახსენდება:
„ჩემთვის საშინელი იყო. დარბევის ამბებს ვყვები. ძალიან მძიმე იყო, რა თქმა უნდა. დღეს მიხარია, რომ აქ ვარ და კარგი განწყობა მაქვს“.
დამოუკიდებლობის დღე საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამაც მიულოცა.
26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საღმოს 9 საათზე საქართველოს ჰიმნითა და ფოიერვერკის თანხლებით დასრულდება.

დამოუკიდებლობა ის ქვაკუთხედია, რომელზეც ქვეყნის სახელმწიფოებრიობა შენდება. და ის, რაც ჩვენ ერთად გავაკეთეთ 23 წლის წინ, დღეს ჯერ კიდევ მყიფეა...გიორგი მარგველაშვილი