იუსტიციის სამინისტრომ პარლამენტს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებები შესთავაზა. რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში იმგვარი საპროცესო კოდექსის არსებობა, რომელიც ადამიანის უფლებებს არ არღვევს? რა პრობლემები იყო კოდექსში გასული წლების განმავლობაში, იურისტების აზრით, და რა ცვლილებებს გვთავაზობს იუსტიციის სამინისტრო?
იუსტიციის სამინისტრომ პარლამენტს განსახილველად სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებათა პაკეტი წარუდგინა. იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ, განაცხადა, რომ ამიერიდან „საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი საქართველოში მანკიერი მხარეებისგან გათავისუფლდება და მოქნილ ინსტრუმენტად ჩამოყალიბდება, ხოლო პროცესი გამჭვირვალე გახდება“.
ცვლილებათა პაკეტის თანახმად, უქმდება შეთანხმება სასჯელის თაობაზე, როგორც საპროცესო შეთანხმების ერთ-ერთი ფორმა. ახლა საპროცესო შეთანხმების საფუძველი მხოლოდ ბრალზე შეთანხმება იქნება, ანუ როცა ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, პროკურორთან სასჯელის თაობაზე შეთანხმება ხდება.
როგორც ალექსანდრე ბარამიძე ამბობს:
„კანონპროექტის კიდევ ერთ ინოვაციას წარმოადგენს საპროცესო შეთანხმების ოქმის შედგენის ვალდებულების შემოღება. ის უნდა ასახავდეს ბრალდებულსა და პროკურორს შორის მოლაპარაკების პროცესს და ხელმისაწვდომი უნდა იყოს დაცვის მხარისთვის. აუცილებელი ხდება დოკუმენტი დაერთოს სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობას საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ. შეთანხმების გაფორმებამდე ბრალდებულს უნდა განემარტოს საპროცესო შეთანხმების ყველა სამართლებრივი შედეგი, მათ შორის, ის გარემოება, რომ შეთანხმების გაფორმება იწვევს პირის ნასამართლეობას“.
გასული წლების განმავლობაში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის გარშემო მრავალი შენიშვნა დაგროვდა, მათ შორის, საქართველოში საკონსტიტუციო და სამართლებრივი რეფორმებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური მრჩევლის, ტომას ჰამარბერგის, ანგარიშში. 2013 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული ამ ანგარიშის მიხედვით, სისხლის სამართლის საქმეთა სრული რაოდენობის, დაახლოებით, 90%-ში საპროცესო გარიგება გამოიყენებოდა. მისივე რეკომენდაციით, საქართველოს უნდა შეემუშავებინა მექანიზმები, რომ შანტაჟი და საპროცესო გარიგების სისტემის ბოროტად გამოყენების სხვა ფორმები აღმოფხვრილიყო.
კოდექსის პრობლემებზე დღეს, 2014 წლის 13 მაისს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ცვლილებათა პაკეტის განხილვისას კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამაც ისაუბრა:
„საპროცესო შეთანხმება აბსოლუტურად არ გულისხმობს იმას, რომ თანხის გადახდა უნდა ყოფილიყო პრინციპი და ამომავალი საფუძველი ასეთი შეთანხმებების დადების. და ასეთი სახე მიიღო, სამწუხაროდ, წლების განმავლობაში. გარიგების დადება გარკვეული თანხის სანაცვლოდ და ჯარიმის აღრევა არ უნდა მოხდეს იმაში, რომ ეს იყოს საპროცესო გარიგების დადების ძირითადი საფუძველი და ეს კანონში მკაცრად უნდა იყოს განსაზღვრული“.
იურისტი ლია მუხაშავრია ამბობს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანა აუცილებელია. მისი თქმით, კანონმდებლობა იმდენად გაუმართავია, რომ ის პროკურატურას დიდ ძალაუფლებას აძლევს, ხოლო სასამართლოს, პირიქით, შესაძლებლობებს უზღუდავს:
„ჩვენი კოდექსი არ განასხვავებს, რა ტიპის დანაშაულზე შეიძლება და რაზე არ შეიძლება საპროცესო შეთანხმების დადება. ეს არის სრულად პროკურატურის დისკრეცია, რა ტიპის დანაშაულზე შეიძლება საპროცესო შეთანხმების დადება. გარდა ამისა, ძალიან დიდი პრობლემაა ის, რომ პროკურატურის სრული და განუსაზღვრელი დისკრეცია არანაირად გამჭვირვალე არაა და არანაირ კონტროლს არ ექვემდებარება, მათ შორის, სასამართლოს მხრიდან“.
ორგანიზაცია „კონსტუტუციის 42-ე მუხლის“ წევრი, არჩილ ჩოფიკაშვილი, წარსულის გამოცდილებას იხსენებს და კოდექსში შესატან ცვლილებებს პესიმისტურად უყურებს:
„აქ გასათვალისწინებელია არსებული რეალობა: როდესაც პარლამენტი შეიკრიბა ამ შემადგენლობით და ინიცირება განახორციელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში და საზოგადოებას სისხლის მართლმსაჯულებისთვის საკონონმდებლო პაკეტი და ცვლილებები შესთავაზა, შემდგომში, ნაცვლად იმისა, რომ კანონპროექტი ადამიანის უფლებების დაცვისთვის ყოფილიყო მობილიზებული, იგი შსს-ს ინიციატივით დაიჩეხა და ძალიან ცოტა რამ გავიდა“.
არჩილ ჩოფიკაშვილი დასძენს, რომ არსებულ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი ფინანსური საკითხია: მსჯავრდებულის რეალური სასჯელის ვადა მცირდება ან იზრდება იმის მიხედვით, თუ რა ოდენობის თანხას გადაიხდის იგი:
„ეს მომენტი უნდა მოიხსნას სრულიად, რაც, პრინციპში, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივაში არის, მაგრამ რამდენად იქნება პროკურატურის მზაობა, რომ თავიანთ განზრახვაზე ხელი აიღონ და ფინანსური მომენტი ჩამოაცილონ საპროცესო გარიგებას და სისხლის სამართლის კანონმდებლობას, ძალიან ოპტიმისტურად არ უნდა ვიყოთ განწყობილი“.
ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტის მონაცემებით, მხოლოდ 2013 წელს, 9 თვის განმაცლობაში, ჯარიმების, სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის, გირაოსა და საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხულმა თანხამ 54 მილიონ ლარს გადააჭარბა. ამ გზით ბიუჯეტში 2009 წლიდან 2012 წლამდეც ათობით მილიონი ლარი შედიოდა ყოველწლიურად.
როგორც ლია მუხაშავრია ამბობს, საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის სანდოა და გამართულად მუშაობს:
„ჩვენს შემთხვევაში ამ მიზნების მიღწევა რამდენად არის შესაძლებელი არსებული კანონმდებლობის პირობებში, ეს ცალკე კრიტიკის საგანი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ საყოველთაო უნდობლობა, რომელიც პროკურატურის, საგამოძიებო ორგანოებისა და სასამართლოს მიმართ არსებობს, ამ ინსტიტუტის არსებობას პრაქტიკულად ძირს უთხრის“.

საპროცესო შეთანხმება აბსოლუტურად არ გულისხმობს იმას, რომ თანხის გადახდა უნდა ყოფილიყო პრინციპი და ამომავალი საფუძველი ასეთი შეთანხმებების დადების. და ასეთი სახე მიიღო, სამწუხაროდ, წლების განმავლობაში...ეკა ბესელია
გასული წლების განმავლობაში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის გარშემო მრავალი შენიშვნა დაგროვდა, მათ შორის, საქართველოში საკონსტიტუციო და სამართლებრივი რეფორმებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური მრჩევლის, ტომას ჰამარბერგის, ანგარიშში. 2013 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული ამ ანგარიშის მიხედვით, სისხლის სამართლის საქმეთა სრული რაოდენობის, დაახლოებით, 90%-ში საპროცესო გარიგება გამოიყენებოდა. მისივე რეკომენდაციით, საქართველოს უნდა შეემუშავებინა მექანიზმები, რომ შანტაჟი და საპროცესო გარიგების სისტემის ბოროტად გამოყენების სხვა ფორმები აღმოფხვრილიყო.
კოდექსის პრობლემებზე დღეს, 2014 წლის 13 მაისს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ცვლილებათა პაკეტის განხილვისას კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამაც ისაუბრა:
„საპროცესო შეთანხმება აბსოლუტურად არ გულისხმობს იმას, რომ თანხის გადახდა უნდა ყოფილიყო პრინციპი და ამომავალი საფუძველი ასეთი შეთანხმებების დადების. და ასეთი სახე მიიღო, სამწუხაროდ, წლების განმავლობაში. გარიგების დადება გარკვეული თანხის სანაცვლოდ და ჯარიმის აღრევა არ უნდა მოხდეს იმაში, რომ ეს იყოს საპროცესო გარიგების დადების ძირითადი საფუძველი და ეს კანონში მკაცრად უნდა იყოს განსაზღვრული“.
იურისტი ლია მუხაშავრია ამბობს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანა აუცილებელია. მისი თქმით, კანონმდებლობა იმდენად გაუმართავია, რომ ის პროკურატურას დიდ ძალაუფლებას აძლევს, ხოლო სასამართლოს, პირიქით, შესაძლებლობებს უზღუდავს:
ნაცვლად იმისა, რომ კანონპროექტი ადამიანის უფლებების დაცვისთვის ყოფილიყო მობილიზებული, იგი შსს-ს ინიციატივით დაიჩეხა და ძალიან ცოტა რამ გავიდა...არჩილ ჩოფიკაშვილი
„ჩვენი კოდექსი არ განასხვავებს, რა ტიპის დანაშაულზე შეიძლება და რაზე არ შეიძლება საპროცესო შეთანხმების დადება. ეს არის სრულად პროკურატურის დისკრეცია, რა ტიპის დანაშაულზე შეიძლება საპროცესო შეთანხმების დადება. გარდა ამისა, ძალიან დიდი პრობლემაა ის, რომ პროკურატურის სრული და განუსაზღვრელი დისკრეცია არანაირად გამჭვირვალე არაა და არანაირ კონტროლს არ ექვემდებარება, მათ შორის, სასამართლოს მხრიდან“.
ორგანიზაცია „კონსტუტუციის 42-ე მუხლის“ წევრი, არჩილ ჩოფიკაშვილი, წარსულის გამოცდილებას იხსენებს და კოდექსში შესატან ცვლილებებს პესიმისტურად უყურებს:
„აქ გასათვალისწინებელია არსებული რეალობა: როდესაც პარლამენტი შეიკრიბა ამ შემადგენლობით და ინიცირება განახორციელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში და საზოგადოებას სისხლის მართლმსაჯულებისთვის საკონონმდებლო პაკეტი და ცვლილებები შესთავაზა, შემდგომში, ნაცვლად იმისა, რომ კანონპროექტი ადამიანის უფლებების დაცვისთვის ყოფილიყო მობილიზებული, იგი შსს-ს ინიციატივით დაიჩეხა და ძალიან ცოტა რამ გავიდა“.
არჩილ ჩოფიკაშვილი დასძენს, რომ არსებულ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი ფინანსური საკითხია: მსჯავრდებულის რეალური სასჯელის ვადა მცირდება ან იზრდება იმის მიხედვით, თუ რა ოდენობის თანხას გადაიხდის იგი:
„ეს მომენტი უნდა მოიხსნას სრულიად, რაც, პრინციპში, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივაში არის, მაგრამ რამდენად იქნება პროკურატურის მზაობა, რომ თავიანთ განზრახვაზე ხელი აიღონ და ფინანსური მომენტი ჩამოაცილონ საპროცესო გარიგებას და სისხლის სამართლის კანონმდებლობას, ძალიან ოპტიმისტურად არ უნდა ვიყოთ განწყობილი“.
საყოველთაო უნდობლობა, რომელიც პროკურატურის, საგამოძიებო ორგანოებისა და სასამართლოს მიმართ არსებობს, ამ ინსტიტუტის არსებობას პრაქტიკულად ძირს უთხრის...ლია მუხაშავრია