2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია საგარეო ვალების მდგომარეობამ. კერძოდ, 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ითვალისწინებს ყველაზე მაღალი მოცულობის საკრედიტო რესურსის მოზიდვას, 1,6 მლრდ ლარის ოდენობით, საიდანაც 600 მლნ სახაზინო ვალდებულებების გამოშვებით მიღებული სახსრებია, ხოლო 1,2 მლრდ ლარი საერთაშორისო საკრედიტო ინსტიტუტების მიერ გამოსაყოფი საკრედიტო რესურსი.
თუ გადავხედავთ დინამიკას, ნათელი გახდება, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მთლიანი სახელმწიფო ვალის მაჩვენებელს მშპ-სთან მიმართებაში ჰქონდა კლებადი ტენდენცია, თუ არ ჩავთვლით 2009-2010 წლებს, როდესაც ეს მაჩვენებელი ერთბაშად 31 პროცენტიდან 42 პროცენტამდე გაიზარდა, რაც უკავშირდებოდა რუსული აგრესიისა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისით ქვეყნის ეკონომიკაში შექმნილი სტაგნაციის დაძლევისა და ეკონომიკური აქტივობის ხელშეწყობის მიზნით მოზიდულ საკრედიტო რესურსებს.
2011 წლიდან მოყოლებული, მთლიან შიდა პროდუქტთან სახელმწიფო ვალის წილობრივ მაჩვენებელს კლებადი ტენდენცია ჰქონდა, თუმცა ეს ტენდენცია 2014 წლიდან შეიცვლება და 2013 წელს დაგეგმილი 33,2%-დან 2014 წლისათვის 35,2%-ს მიაღწევს. სკეპტიკოსების აზრით, შესაძლოა, ამ პარამეტრის გაუარესება ერთმნიშვნელოვნად ცუდი იყოს, მაგრამ სწორი ეკონომიკური ხედვით, სახელმწიფოს მიერ ვალის აღება სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად, რაც ხელს შეუწყობს განვითარებას, რა თქმა უნდა, ცუდი არ არის - პირიქით, კარგია, მით უმეტეს, თუ ეკონომიკის აქტივობა საკმაოდ შენელებულია და სახელმწიფომ ფისკალური პოლიტიკის მეშვეობით უნდა უზრუნველყოს გარკვეული მიმართულებების გააქტიურება. თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის, თუ რა მიზეზების გამო ხდება ამ მოცულობის სესხების მოზიდვა, რა ვითარებაში და რა მიზნით.
საბიუჯეტო კრედიტებმა აქტუალობა შეიძინა 2009-2010 წლებში, როდესაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა კრიზისის დასაძლევად საქართველოს გამოუყვეს მნიშვნელოვანი საკრედიტო რესურსი როგორც საგადასახადო შემოსავლებში წარმოქმნილი დეფიციტით გამოწვეული მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად, ასევე, უმეტესწილად, სახელმწიფოს მიერ პრიოროტეტად ჩათვლილი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. ამავე პერიოდში აქტიურად იქნა გამოყენებული სახაზინო ვალდებულებების გამოშვების გზით მიღებული სახსრების საბიუჯეტო საჭიროებებზე მიმართვაც. თუმცა ეს ორივე მიმართულება შემდგომ წლებში კლების ტენდენციით ხასიათდებოდა. 2010 წელს საბიუჯეტო კრედიტების მოზიდვითა და სახაზინო ვალდებულებების გამოშვებით იფარებოდა სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების 14%, ხოლო 2012 წელს - უკვე 2%.
საგარეო წყაროებიდან მოზიდული სახსრები, თავისი შინაარსის მიხედვით, ორ ჯგუფად იყოფოდა: საინვესტიციო კრედიტები და ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები. საინვესტიციო კრედიტების მოზიდვის ფაქტი უაღრესად დადებითად უნდა შეფასდეს, ვინაიდან ის იძლევა მოკლევადიან პერიოდში ქვეყნისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობას, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ეკონომიკურ აქტივობას და შემდგომ ეკონომიკურ ზრდას.
2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით, საბიუჯეტო კრედიტებისა და სახაზინო ვალდებულებების გამოშვებით, ბიუჯეტის 11% დაიფარება ასეთი ტიპის რესურსით. უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წლის ბიუჯეტი სოციალური ვალდებულებებით საკმაოდ დატვირთულია და არაპირდაპირ გამოდის, რომ აღებული კრედიტებითა და გამოშვებული ფასიანი ქაღალდებით ფინანსდება ბიუჯეტის სოციალური ვალდებულებები, რაც წარმოადგენს ბიუჯეტის მუდმივ და, ამავდორულად, მზარდ ხარჯებს. აუცილებელია, რომ სოციალური ვალდებულებების დაფინანსება უზრუნველყოფილ იქნეს ბიუჯეტში მობილიზებული გადასახადებით და არა კრედიტებით.