23-დან 25 აპრილის ჩათვლით, თბილისი პირველად მასპინძლობს აზიის განვითარების ბანკის მეოთხე რეგიონალურ ფორუმს, რომელიც ეძღვნება სახელმწიფო ვალის მართვის საკითხებს. კონფერენციაში მონაწილეობს აზიის განვითარების ბანკის წევრი ქვეყნებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის 120-მდე წარმომადგენელი. მათი მასპინძლის, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის, განცხადებით, ფორუმზე ერთმანეთს გაუზიარებენ სახელმწიფო ვალის მართვის გამოცდილებას.
აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელთა განცხადებით, სახელმწიფო ვალის მართვის საკითხები მნიშვნელოვანი გახდა გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ, რომელიც მსოფლიოს თავს დაატყდა 5-6 წლის წინ. სწორედ მაშინ მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს საგარეო ვალი. ამის მიზეზი კი რუსეთ-საქართველოს ომით მიყენებული ზიანის გამოსწორების სურვილი იყო. ვალის მოცულობის ზრდის მიუხედავად, მისი შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან კლების ტენდენციით ხასიათდებოდა, მაგრამ პოლიტიკური ოპოზიცია საგარეო ვალების გამო მაინც გამუდმებით აკრიტიკებდა მმართველ ძალას. ახლა კი მაშინდელი ოპოზიციის წარმომადგენელი, ამჟამინდელი ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებს, რომ საქართველოს ვალის მაჩვენებლები უფრო ნაკლებია, ვიდრე სხვა ქვეყნებისა:
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ სამი დღის განმავლობაში ვისაუბრებთ სახელმწიფო ვალის მდგრადობის საკითხზე, განვიხილავთ სხვადასხვა ქვეყნის მაგალითს, ვისაუბრებთ ვალის მართვის ინსტრუმენტებზე. ვფიქრობ, დისკუსია იქნება ძალიან საინტერესო, მათ შორის, საქართველოსთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სახელმწიფო ვალის ზღვრული მაჩვენებლები, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, არ არის მაღალი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ მდგრადი სახელმწიფო ვალი და ჩვენი პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ ვალის შემცირებით მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი აღმავლობა“.
ეს განცხადება ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა თბილისში მიმდინარე ფორუმისას გააკეთა, მაგრამ, მისი განცხადების მიუხედავად, მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, მიმდინარე წელს ვალის მოცულობა ერთ-ნახევარ მილიარდ ლარზე მეტით გაზარდოს.
მმართველი პოლიტიკური ძალის ამ გადაწყვეტილებამ ჯერ კიდევ 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას აზრთა სხვადასხვაობა და კამათი გამოიწვია. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, ვალის ზრდის ტენდენციას „საბერძნეთიზაცია“ უწოდა:
„საბოლოო ჯამში, ეს არის ის გზა, რომელიც გაიარა საბერძნეთმა და რასაც ევროპაში ეძახიან „საბერძნეთიზაციას“, როცა გრძელვადიანი ვალდებულებების აღება ხდება იმის ხარჯზე, რომ ეს დაფინანსდეს აღებული ვალით, რაც არის არასწორი. არ ვამბობ, რომ საქართველო დღეს დგას დეფოლტის წინაშე, მაგრამ გზა, რომელიც აირჩია მთავრობამ, მიდის აქეთკენ“.
ბიუჯეტის განხილვისას ნათელი არ იყო, თუ რა ამოცანებმა განაპირობა როგორც საგარეო, ასევე საშინაო ვალის აღების გადაწყვეტილება. მაშინ ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ხან წინა ხელისუფლების მიერ აღებული ვალის მომსახურებას იმიზეზებდა, ხანაც ეკონომიკის წახალისების სურვილს:
„200 მილიონ ლარს ჩვენ განვათავსებთ ბანკებში გრძელვადიან დეპოზიტებზე იმ მიზნით, რომ ბანკებმა გასცენ გრძელვადიანი საინვესტიციო კრედიტები. ბანკებისათვის იქნება მხოლოდ 1 პროცენტიანი, ანუ სახელმწიფო ამით არაფერს არ კარგავს. დამატებით კი 200 მილიონი ლარის საინვესტიციო რესურსი გაუჩნდებათ ბანკებს, რომლებსაც დავეხმარებით ე.წ. მოკლე ფული გრძელ ფულად გადააქციონ“.
ეკონომისტები და ფინანსისტები აღნიშნავენ, რომ საქართველოს საბანკო სექტორს საკმარისზე მეტი რესურსი აქვს და ის არ საჭიროებს სახელმწიფოს მიერ შიდა ვალის სახით მობილიზებულ რესურსს. ექსპერტები ნასესხები ფულით არც სოციალური ხარჯების დაფინანსებას მიიჩნევენ მიზანშეწონილად და არც სახელმწიფო ბანკის მიერ ინვესტიციების განხორციელებას. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, ამჟამად „საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელის რომან გოცირიძის კომენტარი:
„ჩვენ რომ დავაფინანსოთ პენსიები, სოციალური პროგრამები, ჯანდაცვის პროგრამები, ხვნა-თესვის პროგრამები და კიდევ თუნდაც ეს განვითარების ბანკი, ამისთვის ჩვენ ვღებულობთ სესხს. ანუ სესხით შექმნილი საინვესტიციო ბანკი არის საკმაოდ კომიკური. ქუვეითი ვართ ჩვენ თუ იაპონია? მე მგონია, რომ, მთლიანობაში, არის სერიოზული პრობლემა ეკონომიკური ხედვისა“.
ამ და სხვა კრიტიკის მიუხედავად, საქართველოს მთავრობას წელს გადაწყვეტილი აქვს სახელმწიფო ვალი 10 მილიარდ 500 მილიონამდე გაზარდოს, რომლის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან 35 პროცენტზე ოდნავ მეტს შეადგენს.

საბოლოო ჯამში, ეს არის ის გზა, რომელიც გაიარა საბერძნეთმა და რასაც ევროპაში ეძახიან „საბერძნეთიზაციას“, როცა გრძელვადიანი ვალდებულებების აღება ხდება იმის ხარჯზე, რომ ეს დაფინანსდეს აღებული ვალით, რაც არის არასწორი...ზურაბ ჯაფარიძე
ეს განცხადება ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა თბილისში მიმდინარე ფორუმისას გააკეთა, მაგრამ, მისი განცხადების მიუხედავად, მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, მიმდინარე წელს ვალის მოცულობა ერთ-ნახევარ მილიარდ ლარზე მეტით გაზარდოს.
მმართველი პოლიტიკური ძალის ამ გადაწყვეტილებამ ჯერ კიდევ 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას აზრთა სხვადასხვაობა და კამათი გამოიწვია. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, ვალის ზრდის ტენდენციას „საბერძნეთიზაცია“ უწოდა:
„საბოლოო ჯამში, ეს არის ის გზა, რომელიც გაიარა საბერძნეთმა და რასაც ევროპაში ეძახიან „საბერძნეთიზაციას“, როცა გრძელვადიანი ვალდებულებების აღება ხდება იმის ხარჯზე, რომ ეს დაფინანსდეს აღებული ვალით, რაც არის არასწორი. არ ვამბობ, რომ საქართველო დღეს დგას დეფოლტის წინაშე, მაგრამ გზა, რომელიც აირჩია მთავრობამ, მიდის აქეთკენ“.
ბიუჯეტის განხილვისას ნათელი არ იყო, თუ რა ამოცანებმა განაპირობა როგორც საგარეო, ასევე საშინაო ვალის აღების გადაწყვეტილება. მაშინ ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ხან წინა ხელისუფლების მიერ აღებული ვალის მომსახურებას იმიზეზებდა, ხანაც ეკონომიკის წახალისების სურვილს:
სესხით შექმნილი საინვესტიციო ბანკი არის საკმაოდ კომიკური. ქუვეითი ვართ ჩვენ თუ იაპონია? მე მგონია, რომ, მთლიანობაში, არის სერიოზული პრობლემა ეკონომიკური ხედვისა...რომან გოცირიძე