Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მოქალაქეთა დაკავება გახშირდა


ენგურის ხიდი
ენგურის ხიდი
ოკუპირებული აფხაზეთისა და დანარჩენი საქართველოს საზღვართან მოქალაქეთა დაკავების ფაქტები გახშირდა. ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებული პირები გალის რაიონში გადაჰყავთ და მათგან ჯარიმის გადახდას მოითხოვენ. ამასთან, ზოგიერთ შემთხვევაში დაკავებულთა ოჯახები თანხის გადახდას ვერ ახერხებენ, რის გამოც გალის იზოლატორში მყოფთ პატიმრობა ემუქრება.
XS
SM
MD
LG