ოკუპირებული აფხაზეთის მოსაზღვრე ზუგდიდის სოფელ ხურჩაში 10 აპრილს, დილით, რუსეთის მცირე ზომის თვითმფრინავი შემოფრინდა და, დაახლოებით, 10 წუთი დაყო. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე „AN 2" ტიპის თვითმფრინავი იყო შემოფრენილი - თუ რა მიზეზით, ამას იკვლევენ. საფრენი აპარატების არაერთგზის გამოჩენაზე საუბრობენ და ამაზე საკუთარი აზრი აქვთ ადგილობრივებს.
ხურჩაში მცხოვრები მურთაზ შონია ამბობს, რომ თვითმფრინავი ე.წ. სასაზღვრო ზოლის გაკონტროლების მიზნით დაფრინავს:
„ზოლზე დაფრინავს და თუ ვინმეს შენიშნავენ, დაიჭერენ სუყველას. დღეს ჭუბურხინჯიდან შემოფრინდა და ზღვისკენ გაფრინდა. ამ ბოლო დროს გახშირდა, ადრე არ იყო ასე“.
ხურჩის რწმუნებულ რევაზ ხუბუას განცხადებით, დღეს რუსული თვითმფრინავის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის პირველი შემთხვევა არ ყოფილა:
„საჰაერო სივრცის დარღვევა ხშირია, მაგრამ მოსახლეობას ეს პრობლემებს არ უქმნის. ეს ხდება წუთიერად - გაივლიან და მერე სად მიდიან, არავინ იცის“.
ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან დანარჩენი საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილის ხურჩაში ვიზიტს დაემთხვა. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსახლეობისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მსგავსი შემთხვევები ხშირია, რაც ადასტურებს, რომ ხურჩაში უსაფრთხოების ზომები უნდა გაძლიერდეს:
„ეს არის მიუღებელი, ეს არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა, ეს უკვე არაერთხელ მოხდა. ზოგადად, უსაფრთხოების მხრივ არსებობს სერიოზული პრობლემები უშუალოდ სოფელ ხურჩაში და მიმდებარე ტერიტორიაზე. ამის არაერთი ფაქტი იყო ცნობილი“.
ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან დანარჩენი საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის მორიგ ფაქტს აშკარა პროვოკაცია უწოდა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა:
„საჭიროა პროვოკაციას ჩვენ შესაბამისად ვუპასუხოთ - არა აგრესიულად, არა ისე, როგორც რუსები თვლიან ამას, არამედ ისე, როგორც სახელმწიფო ინტერესებს შეესაბამება“.
თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე თვითმფრინავის შემოსვლის დეტალებს შესაბამისი სტრუქტურები შეისწავლიან, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა:
„აუცილებლად შევისწავლით, თუ როგორ მოხდა, რა პირობებში. შესაბამისად, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია იქნება ინფორმირებული - მათ შორის, ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილე ყველა დელეგაცია".
თბილისის დელეგაციამ, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ხელმძღვანელობს, რუსეთის ავიაციის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტები მარტის ბოლოსაც გააპროტესტა ჟენევის დისკუსიის 27-ე რაუნდზე. რუსულმა თვითმფრინავმა და ვერტმფრენმა 6 მარტს, ექვსსაათიანი შუალედით, საქართველოს საჰაერო სივრცე ჯერ გორის, შემდეგ კი ზუგდიდის რაიონთან დაარღვიეს. დღევანდელის მსგავსად, ექვს მარტსაც რუსეთის საფრენი აპარატი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის თავზე გამოჩნდა.

აუცილებლად შევისწავლით, თუ როგორ მოხდა, რა პირობებში. შესაბამისად, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია იქნება ინფორმირებული - მათ შორის, ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილე ყველა დელეგაცია...დავით ზალკალიანი