145 მომხრე, 21 წინააღმდეგი - კენჭისყრის ასეთი შედეგით დაამტკიცა 10 აპრილს ევროსაჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში შეჭრისა და ყირიმის ოკუპაციის გამო, რუსეთის ფედერაციას ხმის უფლება 2014 წლის ბოლომდე შეუჩერდა. რეზოლუცია ასევე ითვალისწინებს რუსეთისთვის უფლებამოსილებათა გარკვეულ შეზღუდვებს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელ სტრუქტურებსა თუ არჩევნების სამეთვალყურეო მისიებში. რეზოლუციის დამტკიცებას წინ უძღოდა მწვავე დებატები, სადაც უკრაინის საკითხთან მიმართებით ხშირად იყო ნახსენები საქართველოც. განსაკუთრებით აქტიურობდნენ საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები, პარტიული კუთვნილების მიუხედავად. საქართველო რეზოლუციის ტექსტშიც მოხვდა.
10 აპრილს სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის სხდომას, რომელზეც რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე მსჯელობდნენ, ბოიკოტი გამოუცხადა რუსეთის დელეგაციამ. მანამდე ხუთშაბათის დებატებს ”ინტერფაქსისთვის” მიცემულ ინტერვიუში ”პოლიტიკური ფარსი” და ”ინკვიზიციის” მცდელობა უწოდა რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ალექსეი პუშკოვმა. შედეგად, არც მას და არც მის თანაგუნდელებს არ მოუსმენიათ მწვავე კრიტიკა, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომათა დარბაზში მოსკოვის ქმედებების მისამართით ისმოდა. ბევრი დეპუტატი, ვინც თავის სიტყვაში გმობდა რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის სრულ უგულებელყოფას, - შეჭრას დამოუკიდებელი უკრაინის ტერიტორიაზე და მისთვის ყირიმის წართმევას, - ამბობდა იმასაც, რომ რუსეთი ამით მთელი რეგიონისა და მთელი ევროპის უშიშროებას უქმნის საფრთხეს. ეს აქცენტი ასახულია რეზოლუციის ტექსტშიც.
10 აპრილს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე რუსეთის უკანონო ქმედებებთან მიმართებით საკმაოდ ბევრჯერ ახსენეს საქართველოც. ამ მხრივ გამოირჩეოდნენ ტრადიციული მეგობრები - დეპუტატები თავად უკრაინიდან, ლიტვიდან, ლატვიიდან თუ პოლონეთიდან. აქტიურობდნენ შვედი დეპუტატებიც და, მაგალითად, ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელი დეპუტატი, მარიეტა დე პორბექს-ლუნდინი. მას რუსეთისთვის ხმის უფლების შეჩერება ეცოტავებოდა და უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას ითხოვდა:
”ევროპის საჭოს საფუძველს წარმოადგენს მტკიცე ფასეულობები: ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა... რუსეთი იცავს ამ ფასეულობებს? არა! მისდევს რუსეთი საერთაშორისო სამართალსა და ხელშეკრულებებს? არა! ასრულებს რუსეთი ჩვენი რეზოლუციების მოთხოვნებს? მაგალითად, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დამტკიცებული რეზოლუციები შეასრულა რუსეთმა, როგორც ჩვენ ვითხოვდით? არა!”
შვედი დეპუტატის მსგავსად, საქართველოს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემაც შეახსენა კოლეგებს, რომ რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, როდესაც რუსეთმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა რამდენიმე ძალიან კარგი რეზოლუცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად, მაგრამ რუსეთი ამ დოკუმენტების სრულ იგნორირებას ახდენდა და ოდნავადაც კი არ დაუხევია უკან ოკუპირებულ საქართველოსთან მიმართებით. ხოლო იმის გამო, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რეზოლუციების დამტკიცებასთან ერთად არ მიმართავდა სადამსჯელო სანქციებს, რუსეთი ფიქრობდა, რომ ყველაფერი დასაშვები იყო მისთვის და რომ საქართველოს ოკუპაციაც დაავიწყდებოდათ. დავით ბაქრაძე ამბობს, რომ რუსეთი საქართველოს მაგალითით ხელმძღვანელობს და კვლავ დაუსჯელობის იმედი აქვს:
”რუსეთი მოელის, რომ ახლა მწვავე მომენტია და რომ რამდენიმე თვეში ყველა დაივიწყებს ყირიმში შეჭრასა და ოკუპაციას. ამიტომ, ვფიქრობ, ახლა მოქმედებისა და იმის ჩვენების დროა, რომ, მართალია, დიალოგი მართლაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ის ვერასოდეს გამოდგება დაუსჯელობის საფუძვლად. დღეს კი ჩვენ ვხედავთ, რომ, სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაცია დიალოგს მუდმივად იყენებს საკუთარი დაუსჯელობის საფუძვლად”.
მკაცრი შეფასებების მიუხედავად, რუსეთისთვის მკაცრი სანქციების დაწესება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხოლოდ რამდენიმე დეპუტატმა მოითხოვა. გამომსვლელთა უმრავლესობა ხაზს უსვამდა რუსეთთან დიალოგის შენარჩუნების აუცილებლობას და აცხადებდა, რომ იზოლირებულმა რუსეთმა, შესაძლოა, უფრო უარესი საფრთხე შექმნას.
კარგია, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთთან დიალოგის მომხრეა, მაგრამ თავად რუსეთს არ სურს ჩვენთან დიალოგი, - აღნიშნა თავის რუსულენოვან გამოსვლაში საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა. მისი თქმით, მთავარი საკითხი შეეხება არა რუსეთის დასჯას, არამედ თავად საპარლამენტო ასამბლეის ღირსების დაცვას. დეპუტატი შიშობს, რომ რუსეთი არ გაჩერდება:
”ამ დღეებში იქნება ახალი რეფერენდუმი - კანონიერად წოდებული სამხრეთ ოსეთში. სამხრეთ ოსეთი შეუერთდება რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შემავალ ჩრდილოეთ ოსეთს. ჩვენ კი მერე ვიტყვით: არა უშავს, დიდი ამბავი - საქართველომ ამჯერად უკვე სამუდამოდ დაკარგა თავისი რეგიონი, რადგანაც რუსეთისთვის ჯერ არავის არასოდეს არაფერი წაურთმევია... მაგრამ, სამაგიეროდ, ჩვენ გვექნება პატივი ველაპარაკოთ ადამიანებს, რომლებიც ჩვენთან ზურგით დგანან და ჩვენი მოსმენაც კი არ უნდათ”.
საქართველოს საკითხი უკრაინასთან დაკავშირებულ რეზოლუციაშიც მოხვდა. 10 აპრილს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატებმა დაამტკიცეს ქართული დელეგაციის მიერ ინიცირებული ცვლილების პროექტი (ნომრით 8). მასში ნათქვამია, რომ საპარლამენტო ასამბლეა ღრმად შეშფოთებული იყო რუსეთის მიერ რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციების (1633 (2008), 1647 (2009) and 1683 (2009)) შეუსრულებლობით, რუსეთის არმიის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის - ოკუპაციით, რუსეთის მხრიდან ევროკავშირის მეთვალყურეთა საქმიანობისა და ეთნიკური წმენდის შედეგების აღმოფხვრისათვის ხელის შეშლით.
რეზოლუციის დამტკიცების შემდეგ რუსეთის დელეგაციამ მწვავე გაღიზიანება გამოავლინა და ვიდრე შენობას პროტესტის ნიშნად დატოვებდა, საგანგებო პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთი თავად გადაწყვეტს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ყოფნა-არყოფნის საკითხს.

ვფიქრობ, ახლა მოქმედებისა და იმის ჩვენების დროა, რომ, მართალია, დიალოგი მართლაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ის ვერასოდეს გამოდგება დაუსჯელობის საფუძვლად. დღეს კი ჩვენ ვხედავთ, რომ, სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაცია დიალოგს მუდმივად იყენებს საკუთარი დაუსჯელობის საფუძვლად...დავით ბაქრაძე