მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში 3 აპრილს, რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს მუნიციპალიტეტების გაყოფისა და თვითმმართველობის თემების შექმნის პროექტს, რომლის თანახმადაც, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი დამატებით შვიდ ქალაქს - გორს, თელავს, ზუგდიდს, ოზურგეთს, ახალციხეს, ამბროლაურს და მცხეთას -მიენიჭება და ერთ თვითმმართველ ქალაქში ერთი თემი - მუნიციპალიტეტი -შეიქმნება, წალენჯიხის ქალაქ ჯვარში იმედი აქვთ, რომ პროექტში ცვლილებები შევა და ჯვარს მუნიციპალურ დამოუკიდებლობას მიანიჭებენ.
მოქალქეთა ნაწილმა ამ მოთხოვნით ჯვრის ცენტრში რამდენჯერმე გამართა აქცია. შეკრებას ისინი მიმდინარე კვირასაც აპირებენ. ქალაქ ჯვრის მუნიციპალურ ერთეულად ჩამოყალიბების მსურველებმა უკვე მიმართეს ოფიციალური წერილით ხელისუფლებას.
იდეის ერთ-ერთი ავტორის, წალენჯიხის საკრებულოს წევრის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, სოფლები ჯვარი, ლია, ფახულანი, ჭალე, მუჟავა, ეწერი და ჩქვალერი წალენჯიხას უნდა გამოეყოს, რადგან სრულყოფილ მუნიციპალურ მომსახურებას ვერ იღებენ:
„ელემენტარული, საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხიც კი არ არის ნორმალურად აწყობილი. ყველა საკითხზე, რომელიც გამგეობამ უნდა გადაწყვიტოს, ამ 23 ათასამდე მოქალაქეს უწევს მიმართოს ადმინისტრაციულ ცენტრს. არის უამრავი საკითხი, რომელსაც ყოველდღიურად აწყდება მოქალაქე. უფრო მეტი დრო და რესურსი უჯდება მოქალაქეს საკითხის მოგვარება ადმინისტრაციულ ცენტრამდე ჩასვლის მიზეზით“.
ჯვრის მუნიციპალურ ერთეულად ჩამოყალიბების მსურველები ამბობენ, რომ ქალაქს ყველა წინაპირობა აქვს მუნიციპალიტეტად გარდაქმნისთვის, მით უფრო, რომ 2006 წლამდე მას ეს სტატუსი ჰქონდა. საინიციატივო ჯგუფმ, ამ მოთხოვნით, მოქალაქეთა ხელმოწერებიც შეაგროვა:
„ძალიან ბევრი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს ეს ხელმოწერები რამდენიმე ადამიანის მიერ არის შეგროვებული, ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ ყველას და დავადასტუროთ, რომ ეს ასე არ არის და ამ ხალხს მართლაც უნდა მუნიციპალური დამოუკიდებლობა“, - ამბობს ჯვრის მკვიდრი დათო ხასაია.
ქალაქისთვის მუნიციპალიტეტის მინიჭების მოთხოვნას არ ეთანხმება წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე. მისი თქმით, წალენჯიხაში ყველა თემი ერთნაირი პრივილეგიებით სარგებლობს, იდეის ავტორთა მიზანი კი ახალი თანამდებობების მიღებაა:
„იქ არის მომსახურების ცენტრი - დაწყებული საჯარო რეესტრით, დამთავრებული სამოქალაქო რეესტრით, ასევე იქ მუშაობს დასუფთავბეის სამსახურიც. ასე რომ, ეს ყველაფერი არის თვითდასაქმებაზე ორიენტირებული. მოსახლეობა შეჰყავთ შეცდომაში. ჯერ ერთი, ამაზე უნდა მოხდეს რაიონში საჯარო განხილვები. ამაზე 300 ადამიანის შეკრება და მოთხოვნა არ იქნება საკმარისი“.
წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, საინიციატივო ჯგუფის მიერ შეგროვებულ ხელმოწერებში ხარვეზები აღმოჩნდა.
„თვითონ ამბობდნენ, 12 ათასი მოქალაქის ხელმოწერა გვაქვსო, ნიმუშად მივიღეთ რამდენიმე. აღმოჩნდა, რომ საიქიოშიც მიაკითხეს ადამიანებს და სამი წლის გარდაცვლილებს მოაწერინეს ხელი“, - განაცხადა დავით ბელქანიამ.
წალენჯიხის ქალაქ ჯვრის მუნიციპალურ ავტონომიად გადაკეთების მოთხოვნით შეგროვებული ხელმოწერები უკვე გაეგზავნა პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერ-მინისტრს. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, წალენჯიხას 14-დან 7 ტერიტორიული ერთეული მოაკლდება და ჯვრის ახალ მუნიციპალურ ორგანოში გაერთიანდება.
დაბა ჯვარს ქალაქის სტატუსი, რომელიც 1981 წელს საბჭოთა საქართველოში მიენიჭა, 2006 წელს მოეხსნა.

იქ არის მომსახურების ცენტრი - დაწყებული საჯარო რეესტრით, დამთავრებული სამოქალაქო რეესტრით, ასევე იქ მუშაობს დასუფთავბეის სამსახურიც. ასე რომ, ეს ყველაფერი არის თვითდასაქმებაზე ორიენტირებული. მოსახლეობა შეჰყავთ შეცდომაში...დავით ბელქანია
ჯვრის მუნიციპალურ ერთეულად ჩამოყალიბების მსურველები ამბობენ, რომ ქალაქს ყველა წინაპირობა აქვს მუნიციპალიტეტად გარდაქმნისთვის, მით უფრო, რომ 2006 წლამდე მას ეს სტატუსი ჰქონდა. საინიციატივო ჯგუფმ, ამ მოთხოვნით, მოქალაქეთა ხელმოწერებიც შეაგროვა:
„ძალიან ბევრი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს ეს ხელმოწერები რამდენიმე ადამიანის მიერ არის შეგროვებული, ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ ყველას და დავადასტუროთ, რომ ეს ასე არ არის და ამ ხალხს მართლაც უნდა მუნიციპალური დამოუკიდებლობა“, - ამბობს ჯვრის მკვიდრი დათო ხასაია.
ქალაქისთვის მუნიციპალიტეტის მინიჭების მოთხოვნას არ ეთანხმება წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე. მისი თქმით, წალენჯიხაში ყველა თემი ერთნაირი პრივილეგიებით სარგებლობს, იდეის ავტორთა მიზანი კი ახალი თანამდებობების მიღებაა:
„იქ არის მომსახურების ცენტრი - დაწყებული საჯარო რეესტრით, დამთავრებული სამოქალაქო რეესტრით, ასევე იქ მუშაობს დასუფთავბეის სამსახურიც. ასე რომ, ეს ყველაფერი არის თვითდასაქმებაზე ორიენტირებული. მოსახლეობა შეჰყავთ შეცდომაში. ჯერ ერთი, ამაზე უნდა მოხდეს რაიონში საჯარო განხილვები. ამაზე 300 ადამიანის შეკრება და მოთხოვნა არ იქნება საკმარისი“.
აღმოჩნდა, რომ საიქიოშიც მიაკითხეს ადამიანებს და სამი წლის გარდაცვლილებს მოაწერინეს ხელი...დავით ბელქანია