ყირიმში მოსკოვის უხეში ჩარევის გამო დასავლეთი და რუსეთი ეკონომიკური ომის პირას იმყოფებიან. რა ფასად დაუჯდება ორივე მხარეს ასეთი დაპირისპირება და რატომ აღმოჩნდება, როგორც ბევრი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რუსეთი უფრო წამგებიან პოზიციაში?
უკრაინაში შეჭრის შედეგად წარმოქმნილი კრიზისის გამო, რომელიც თანდათან გადაიქცა ცივი ომის შემდგომ ყველაზე საშიშ კონფრონტაციად აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ევროპა და აშშ აპირებენ გაერთიანებული ძალებით დაუპირისპირდნენ რუსეთს. თუმცა ამჯერად ტანკების ნაცვლად გამოყენებული იქნება ბანკები, ანუ ზეწოლის ფინანსური ბერკეტები. აშშ და ევროკავშირი რუსეთისათვის მკაცრ - ირანის მიმართ გამოყენებული ეკონომიკური სანქციების მსგავს - შეზღუდვებს ამზადებენ. თანაც, როგორც ჩანს, ეს ჩანაფიქრი ამოქმედდება იმისდა მიუხედავადაც კი, რომ სანქციებით დასავლეთიც იზარალებს.
საქმე ისაა, რომ რუსეთის კომპანიების შემოსავლების დიდი ნაწილი დასავლეთის ბანკებშია დაბანდებული, ხოლო ბუნებრივი აირის ევროპის ბაზარზე რეალიზებით მიღებული თანხები შეადგენს ლომის წილს რუსეთის ბიუჯეტში, - ამბობს ანდერს ასლუნდი, ვაშინგტონში არსებული პეტერსონის საერთაშორისო ეკონომიკური ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი:
„ლონდონი რუსეთის ფინანსურ ცენტრს წარმოადგენს, ხოლო რუსეთი დიდწილად არის დამოკიდებული გლობალურ ფინანსურ ვითარებაზე. ჩვენ დავინახეთ 2008 წლის შემოდგომაზე, თუ როგორ დაეცა რუსეთის საფონდო ბირჟა თითქმის 80 პროცენტით 2008 წლის მაისიდან ოქტომბრამდე“.
ბლუმბერგის თანახმად, 2013 წელს რუსულმა კომპანიებმა დასავლეთში 58 მილიარდი დოლარი სესხი განათავსეს და მიმდინარეობს მოლაპარაკება კიდევ 8 მილიარდი დოლარის სესხის თაობაზე, რაც საფრთხის ქვეშ დადგა უკრაინის პოლიტიკური კრიზისის გამო. ამასთან, რუსეთის საფონდო ბირჟებზე წამყვანი კომპანიების აქციების გაუფასურება და რუბლის მკვეთრი დევალვაცია უკვე აიძულებს შეზღუდული კაპიტალის მქონე კომპანიებს მაღალი პროცენტის სესხი აიღონ.
გარდა ამისა, როგორც ვაშინგტონში მდებარე არასამთავრობო ორგანიზაცია „გლობალური ფინანსური ინტეგრაციის“ ანგარიშშია მითითებული, რუსეთის ეკონომიკა მჭიდროდ არის გადაჯაჭვული „გადასახადების სამოთხედ“ წოდებულ დასავლეთის ქვეყნებზე. ასე მაგალითად, კვიპროსი, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი წელიწადში 23 მილიარდ დოლარს შეადგენს, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ყველაზე დიდ რეზერვუარს, უფრო ზუსტად კი, „რუსეთის კრიმინალური სამყაროს ფულის გათეთრების“ მთავარ მისამართს წარმოადგენს.
„2011 წელს რუსეთის ფარული ეკონომიკა კვიპროსის მთლიანი შიდა პროდუქტის 35 პროცენტს შეადგენდა. ოფიციალური მთლიანი შიდა პროდუქტი 1994 წლიდან სწრაფად გაიზარდა რუსეთში, ამის მიზეზი კი ფარული ეკონომიკაა, რის გამოც ეს აბსოლუტური მონაცემები მაღალ დონეზე რჩება მაშინაც კი, როცა მთლიანი შიდა პროდუქტის ხვედრითი წილი კლებულობს“, – ამბობს დევ კერი, ანგარიშის ავტორი და „გლობალური ფინანსური ინტეგრაციის“ წამყვანი ეკონომისტი.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, რუსეთის უმსხვილესი ინვესტორი და მისი ინვესტიციების მიმღები ქვეყნების ათეულში შედიან ასევე ჰოლანდია, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები, ბერმუდი, ბაჰამა და ლუქსემბურგი.
ასეთი ტრანზაქციების გზით დასავლეთის ფინანსური სტრუქტურების მოგება უზარმაზარია და იმ ფინანსისტებს, რომლებიც ამ მოგებით სარგებლობენ, ხშირად მნიშვნელოვანი პოლიტიკური გავლენა აქვთ. ამის გამო ზოგიერთი დამკვირვებელი და, მათ შორის, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაასკვნიან, რომ ზოგიერთი დასავლეთის ქვეყანა, მათ შორის, ბრიტანეთი და გერმანია თავს შეიკავებენ სერიოზული ეკონომიკური სანქციებისგან.
„თუ რუსეთის 15, 20, 30 წლის წინანდელი ელიტა შიშით უყურებდა ევროპის ისტებლიშმენტს, როგორც საბჭოთა კავშირის დაშლაში მონაწილე ნაცისტური „ეს-ეს“-ის თუ ბრიტანული „მი-6“-ისა და სხვა საშიში ორგანიზაციების წევრებს, ახლა მათ კარგად უწყიან, რომ სწორედ ეს ევროპული ელიტა დაეხმარა მათ რუსეთის გაძარცვაში. ესენი არიან ის ბრიტანელი ბანკირები, ფრანგი ადვოკატები და გერმანელი ბუღალტრები, რომლებმაც მათი ფულის დასავლეთში გადატანა უზრუნველყვეს“, – ამბობს ბრიტანელი ჟურნალისტი ბენ ჯუდა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თაობაზე დაწერილი წიგნის -„სუსტი იმპერიის“ - ავტორია.
თუმცა ვაშინგტონისა და ევროპული დედაქალაქების ამასწინანდელმა უპრეცედენტოდ მკაცრმა გადაწყვეტილებამ აჩვენა, რომ დასავლეთი, მოსალოდნელი ფინანსური ზარალის შიშით, არ აპირებს უკან დაიხიოს.
11 მარტს ევროპის კავშირის პარლამენტმა უდიდესი უმრავლესობით დაუჭირა მხარი ზომებს, რომლებიც ანონიმური ჰოლდინგური კომპანიების წარმომავლობისა და კორპორაციული მესაკუთრეების ვინაობის გასაჯაროებას ითვალისწინებს. ამ გადაწყვეტილების მამოძრავებელი კი სწორედ ბრიტანეთია, რომელიც, ეკონომისტ ანდერს ასლუნდის თქმით, აპირებს თავად შექმნას საჯარო მონაცემები და კიდევ უფრო გაამკაცროს ფულის გათეთრების არსებული რეგულაციები:
„2012 წელს, როდესაც კვიპროსი ეკონომიკური კრიზისის წინაშე დადგა, ყველასათვის მოულოდნელად, ხალხი, რომელმაც არ გაიტანა ქვეყნიდან კაპიტალი, რუსები და უკრაინელები აღმოჩნდნენ, რადგან ამ ხალხის დიდი ნაწილი სახელმწიფო მოხელეები იყვნენ და არ შეეძლოთ ფულის გადატანა სხვა ქვეყანაში მხოლოდ იმიტომ, რომ, ჩვეულებრივ, ოფიციალურ პირებს საბანკო ანგარიშების გახსნის უფლება არა აქვთ “.
ასლუნდი ორგანიზებულ კრიმინალურ სინდიკატებს უწოდებს ბევრ იმ სახელმწიფო კომპანიას, რომლებიც შესაძლებლობას აძლევენ ოფიციალურ პირებს გაძარცვონ რუსეთის ეკონომიკა. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ნებისმიერ სანქციას რუსეთის წინააღმდეგ საპასუხო ზომები მოჰყვება. მაგრამ, ეკონომისტების აზრით, რუსეთს ძალიან შეზღუდული აქვს შესაძლებლობა მძიმე ეკონომიკური ზიანი მიაყენოს დასავლეთს - მათ შორის, ვერც ენერგეტიკული ბერკეტის გამოყენებით. მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზარზე მომხდარი ცვლილებები, კერძოდ, აშშ-ის მიერ ბუნებრივი აირის წარმოების მასშტაბური ზრდა შესაძლებლობას აძლევს ევროპას გაუძლოს რუსეთისაგან ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტას.

ლონდონი რუსეთის ფინანსურ ცენტრს წარმოადგენს, ხოლო რუსეთი დიდწილად არის დამოკიდებული გლობალურ ფინანსურ ვითარებაზე. ჩვენ დავინახეთ 2008 წლის შემოდგომაზე, თუ როგორ დაეცა რუსეთის საფონდო ბირჟა თითქმის 80 პროცენტით 2008 წლის მაისიდან ოქტომბრამდე...ანდერს ასლუნდი
საქმე ისაა, რომ რუსეთის კომპანიების შემოსავლების დიდი ნაწილი დასავლეთის ბანკებშია დაბანდებული, ხოლო ბუნებრივი აირის ევროპის ბაზარზე რეალიზებით მიღებული თანხები შეადგენს ლომის წილს რუსეთის ბიუჯეტში, - ამბობს ანდერს ასლუნდი, ვაშინგტონში არსებული პეტერსონის საერთაშორისო ეკონომიკური ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი:
„ლონდონი რუსეთის ფინანსურ ცენტრს წარმოადგენს, ხოლო რუსეთი დიდწილად არის დამოკიდებული გლობალურ ფინანსურ ვითარებაზე. ჩვენ დავინახეთ 2008 წლის შემოდგომაზე, თუ როგორ დაეცა რუსეთის საფონდო ბირჟა თითქმის 80 პროცენტით 2008 წლის მაისიდან ოქტომბრამდე“.
ბლუმბერგის თანახმად, 2013 წელს რუსულმა კომპანიებმა დასავლეთში 58 მილიარდი დოლარი სესხი განათავსეს და მიმდინარეობს მოლაპარაკება კიდევ 8 მილიარდი დოლარის სესხის თაობაზე, რაც საფრთხის ქვეშ დადგა უკრაინის პოლიტიკური კრიზისის გამო. ამასთან, რუსეთის საფონდო ბირჟებზე წამყვანი კომპანიების აქციების გაუფასურება და რუბლის მკვეთრი დევალვაცია უკვე აიძულებს შეზღუდული კაპიტალის მქონე კომპანიებს მაღალი პროცენტის სესხი აიღონ.
გარდა ამისა, როგორც ვაშინგტონში მდებარე არასამთავრობო ორგანიზაცია „გლობალური ფინანსური ინტეგრაციის“ ანგარიშშია მითითებული, რუსეთის ეკონომიკა მჭიდროდ არის გადაჯაჭვული „გადასახადების სამოთხედ“ წოდებულ დასავლეთის ქვეყნებზე. ასე მაგალითად, კვიპროსი, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი წელიწადში 23 მილიარდ დოლარს შეადგენს, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ყველაზე დიდ რეზერვუარს, უფრო ზუსტად კი, „რუსეთის კრიმინალური სამყაროს ფულის გათეთრების“ მთავარ მისამართს წარმოადგენს.
„2011 წელს რუსეთის ფარული ეკონომიკა კვიპროსის მთლიანი შიდა პროდუქტის 35 პროცენტს შეადგენდა. ოფიციალური მთლიანი შიდა პროდუქტი 1994 წლიდან სწრაფად გაიზარდა რუსეთში, ამის მიზეზი კი ფარული ეკონომიკაა, რის გამოც ეს აბსოლუტური მონაცემები მაღალ დონეზე რჩება მაშინაც კი, როცა მთლიანი შიდა პროდუქტის ხვედრითი წილი კლებულობს“, – ამბობს დევ კერი, ანგარიშის ავტორი და „გლობალური ფინანსური ინტეგრაციის“ წამყვანი ეკონომისტი.
მათ კარგად უწყიან, რომ სწორედ ეს ევროპული ელიტა დაეხმარა მათ რუსეთის გაძარცვაში. ესენი არიან ის ბრიტანელი ბანკირები, ფრანგი ადვოკატები და გერმანელი ბუღალტრები, რომლებმაც მათი ფულის დასავლეთში გადატანა უზრუნველყვეს...ბენ ჯუდა