Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერნეტის მტრები


კიბერცენზურისა და მიყურადების შესახებ გამოკვლევის ამსახველი სქემა
კიბერცენზურისა და მიყურადების შესახებ გამოკვლევის ამსახველი სქემა
12 მარტი ინტერნეტცენზურასთან ბრძოლის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ორგანიზაციამ - "რეპორტიორები უსაზღვრებოდ" (Reporters Without Boarders) - გამოაქვეყნა გამოკვლევა კიბერცენზურისა და მიყურადების შესახებ. კვლევაში საუბარია ინტერნეტის კონტროლის მექანიზმებზე, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყანაში იყენებენ და მეთოდებზე, რომელთა დახმარებითაც სახელმწიფო ინტერნეტის მომხმარებლების უფლებებს ზღუდავს. ორგანიზაციამ გამოაქვეყნა სიაც „ინტერნეტის მტრები“, სადაც შესულია ის ქვეყნები და სახელმწიფო დეპარტამენტები, რომლებიც ინტერნეტს აკონტროლებენ. ამ სიაში ირანთან, ჩინეთთან, საუდის არაბეთსა და თურქმენეთთან ერთად, სადაც ინტერნეტის მომხმარებელს შეზღუდული აქვს გარკვეული სოციალური ქსელებისა და საიტების მოხმარებაც კი, ამერიკის შეერთებული შტატები და გაერთიანებული სამეფოც მოხვდნენ.

წელს ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ გამოკვლევაში მთავარი აქცენტი ფარული მიყურადების პრობლემაზეა გაკეთებული. კვლევის მიზანია არა მხოლოდ დაადგინოს სახელმწიფოს პირდაპირი ჩარევა ინტერნეტკომუნიკაციებში და სააშკარაოზე გამოიტანოს, თუ რას უკრძალავს სახელმწიფო თავის ინტერნეტმოსახლეობას, არამედ კვლევა შეეხება სახელმწიფოს მიერ ინტერნეტის ფარულ კონტროლსაც და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რამდენადაა დაცული მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია.

„მსგავს კვლევებში ძირითადი აქცენტი უკვე გადავიდა არა ცენზურაზე, კონტენტის დაბლოკვასა და მსგავს მეთოდებზე, არამედ ფარულად მიყურადებასა და მონაცემების კონტროლზე, ე.წ. surveillance-ზე, რასაც სწორედ ეს რეპორტი შეეხება. ბუნებრივია, ინტერესი, რომ წვდომა ჰქონდეთ ამ მონაცემებზე, პრინციპში, ახსნადი და გასაგებია. ერთი მხრივ, რატომ სურთ ხელისუფლებებს ჰქონდეთ პირდაპირი წვდომა და, მეორე მხრივ, დიდკორპორაციებს. ამიტომაც არის ამ ანგარიშში ყურადღება გამახვილებული არა მხოლოდ ინტერნეტის თავისუფლებაზე, ცენზურაზე, რაზეც გასულ წლებში
დიანა ჩაჩუა
დიანა ჩაჩუა
უფრო აქტიურად საუბრობდნენ, არამედ უშუალოდ უკანონო მიყურადებაზე“, - განმარტავს მედიაანალიტიკოსი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი დიანა ჩაჩუა.

საქართველოს შესახებ კვლევაში არაფერია ნათქვამი. საქართველო ვერც „ინტერნეტის მტრების“ ინტერაქტიულ რუკაზე მოხვდა, რომელიც “RWB”-მ ვებგვერდზე გამოაქვეყნა, თუმცა პრობლემები ამ კუთხით საქართველოშიც არსებობს. დიანა ჩაჩუა აცხადებს, რომ, მართალია, პირდაპირი ცენზურა ქვეყანაში არ არის, არ არსებობს ფაქტები ინტერნეტაქტივობის გამო ადამიანების დასჯის და საქართველოს ხელისუფლება არც სხვადასხვა საიტის ან სოციალური ქსელების მოხმარებას უზღუდავს მოქალაქეებს, მაგრამ პრობლემა ზუსტად ფარული მიყურადების კუთხითაა. როგორც მედიაანალიტიკოსი აცხადებს, საქართველოს ხელისუფლებას აქვს მექანიზმები, რომელთა დახმარებითაც მას ინტერნეტში ადამიანების ფარული თვალთვალი შეუძლია:

„არიან კომპანები, რომლებმაც უკვე საჯაროდ დააფიქსირეს ის, რომ ხელისუფლებას გააჩნია გარკვეული მოწყობილობები, რომლებსაც „შავ ყუთებს“ უწოდებენ. მოწყობილობები სატელეკომუნიკაციო კომპანიების ინფრასტრუქტურასთანაა დაკავშირებული და ისინი საშუალებას იძლევიან ამ კომპანიების ჩარევის გარეშე სახელმწიფოს წვდომა ჰქონდეს სატელეკომუნიკაციო მონაცემებზე. ეს არის ის მოდელი, რომელიც ჩვენთვის ცნობილია და რის საფუძველზეც ვასკვნით, რომ ასე ხდება ელექტრონულ კომუნიკაციებზე წვდომა ხელისუფლების მხრიდან“.

პირდაპირი კონტროლისა და ინტერნეტცენზურის კუთხით თავისუფლებაზე საუბრობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტიტუტის წარმომადგენელი, ანალიტიკოსი თეონა ტურაშვილიც. ანალიტიკოსის განცხადებით, ინტერნეტის თავისუფლების კუთხით მთავარი პრობლემა ტექნოლოგიის ნაკლებად ხელმისაწვდომობაა. ტურაშვილი აცხადებს, რომ ინტერნეტი საქართველოში, ინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისით, არც
თუ კანონმდებლობის დახვეწა არ მოხდა და არ მოხდა თანამედროვე ტენდენციებთან მისი შესაბამისობა, მაშინ ძალიან სერიოზული პრობლემა აღმოჩნდება რამდენიმე წელში, როდესაც ჩვენ გვექნება ინტერნეტის მეტი მოხმარება, მაგრამ ინტერნეტის ბაზარზე მოქმედი აქტორების ქმედებები კანონმდებლობით დარეგულირებული არ იქნება...
თეონა ტურაშვილი
ისე სერიოზულ როლს თამაშობს, რის გამოც სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლა ნაკლებად ჩანს, თუმცა როცა გაიზრდება ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი და ინტერნეტის როლი ინფორმაციიის მიღებასა და გავრცელებაში (რისი ტენდენციაც უკვე არსებობს), ქვეყანაში შეიძლება სერიოზული საკანონმდებლო პრობლემა შეიქმნას.

„როგორც კი თანდათან ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა გაიზრდება, რეალურად ძალიან სერიოზული საფრთხე აღმოჩნდება ინტერნეტის შეზღუდვასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ინტერნეტთან დაკავშირებით კანონმდებლობა თანამედროვე არ არის და მოდიფიკაციას საჭიროებს. მაგრამ თუ კანონმდებლობის დახვეწა არ მოხდა და არ მოხდა თანამედროვე ტენდენციებთან მისი შესაბამისობა, მაშინ ძალიან სერიოზული პრობლემა აღმოჩნდება რამდენიმე წელში, როდესაც ჩვენ გვექნება ინტერნეტის მეტი მოხმარება, მაგრამ ინტერნეტის ბაზარზე მოქმედი აქტორების ქმედებები კანონმდებლობით დარეგულირებული არ იქნება“, - აცხადებს თეონა ტურაშვილი.

საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობაზე ლაპარაკობს დიანა ჩაჩუაც. ეს ცვლილება სამთავრობო სტრუქტურებს სატელეკომუნიკაციო კომპანიების მონაცემებზე პირდაპირ წვდომას შეუზღუდავს. დიანა ჩაჩუა აცხადებს, რომ ახალი კანონპროექტის შემუშავებაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოც“ მონაწილეობდა. მართალია, დოკუმენტი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეების პირადი ინფორმაცია უნდა დაიცვას, უკვე პარლამენტშია, მაგრამ საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტის მიღება ჯერჯერობით ჭიანურდება.
XS
SM
MD
LG