„მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების რწმუნებულებს სასოფლო-სამეურნეო ბარათები უკვე გადაეცათ. ამ დროისთვის მიმდინარეობს ბარათების სოფლის მოსახლეობაზე გაცემა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში, სადაც ბარათები ჯერ არ მიუღიათ, სოფლის მოსახლეობა შიშობს, თუკი დროულად არ მოხდა მათი გაცემა, შესაძლოა, შარშანდელის მსგავსად, მიწა გვიან დამუშავდეს. ეს კი, თავის მხრივ, შემოდგომაზე დაბალი ხარისხის მოსავალს იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ გლეხები რადიო თავისუფლებასთან საუბარში „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტს“ დადებითად აფასებენ, ახსენდებათ გასულ წლს არსებული ხარვეზები. ამასთან, რესპონდენტების თქმით, სოფელი ვერ განვითარდება მხოლოდ ამ პროგრამით, თუკი არ მოხდა ახალგაზრდების დასაქმება:
„კი, დარიგდა შარშან ვაუჩერები, მაგრამ ტრაქტორები არ იყო და ვაუჩერი რად გვინდოდა?! მაისში მოვიდა გვიან და მაისის თვეში როგორ უნდა მოხნა? მე ახალსოფელში ვცხოვრობ და ჯერჯერობით ჩვენთან მოტანილი არ არის ვაუჩერი“, - ამბობს მიმოზა მურღულია.
სოფელ ჭაქვინჯში მცხოვრები ბაბუცა გვასალია იხსენებს:
„შარშან ყველას ერთნაირად არ მიუღია სასუქი. მაგალითად, მე ერთი ჰექტარი მიწის ნაკვეთი მაქვს და ორი ტომარა სასუქი მივიღე. ჩემ შვილსაც ცალკე აქვს ერთი ჰექტარი და იმან ერთი ტომარა სასუქი მიიღო. არადა, იქ მანდარინები აქვს, თხილი აქვს და ერთი ტომარა რას ეყოფა?!“.
„გასულ წელს ჩვენთან ვაუჩერები მიიღეს მხოლოდ იმათ, სახნავ-სათესი ვისაც ჰქონდა. რასაც ჰქვია მარად მწვანე ნარგავი და სადაც ის გაშენებულია, იქ არავის არაფერი არ მიუღია“, - ამბობს ნარაზენის მკვიდრი მთვარისა თოდუა.
„მე იმას კი არ ვამბობ, რომ ეს პროგრამა ცუდია, მაგრამ ამ სასუქს რომ აიღებს გლეხი, ეს ხომ იმწუთში დასრულდება. მერე ხომ გჭირდება რაიმე საარსებო ადამიანს. ახალგაზრდა ბიჭები ისე დადიან, სამუშაო არ აქვთ. რაიმე სამუშაო რომ იყოს, ხომ დასაქმდებიან, ხომ არ იქნება ამდენი გაჭირვება?“- კითხულობს ჭაქვინჯში მცხოვრები რუსიკო გულორდავა.
გლეხების საპასუხოდ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ ხვნა- თესვის ბარათები აუცილებლად ყველა სოფელში დარიგდება. გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსის ლერი დოჩიას განცხადებით, ამ ეტაპზე დარიგებულია ბარათების 70% და ეს პროცესი მალე დასრულდება. მისივე განმარტებით, მოქალაქეებს პარალელურ რეჟიმში შეუძლიათ „ლიბერთი ბანკში“ მივიდნენ და თავად აიღონ კუთვნილი „აგრო ბარათი“, რომლის საშუალებითაც საჭირო მინერალების შეძენას შეძლებენ. ყველა ბარათზე არის 50 ქულა, ანუ 190 ლარი. ლერი დოჩიას თქმით, ბენეფიციარს შეუძლია თვითონ გადაწყვიტოს, აქედან რამდენ მინერალს ან რამდენ სათესლე მასალას შეიძენს.
გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი ასევე ამბობს, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში „აგრო ბარათი“ გაიცემა გაცილებით მეტ ბენეფიციარზე, ვიდრე სახნავი ვაუჩერი. ეს იმიტომ, რომ „აგრო ბარათი“ გათვლილია როგორც სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეზე, ასევე მრავალწლიანი კულტურის მერნეობის მფლობელებზე. მისივე ცნობით, გასულ წელს „ნომინალური ბარათის“ მფლობელი შხამ-ქიმიკატებთან ერთად იღებდა საჭირო ინვენტარს, რაც წელს „აგრო ბარათით“ არ არის გათვალისწინებული:
„ეს ბარათი იქნება სასუქის, სათესლე მასალის და შხამ-ქიმიკატების შესაძენად. ჯამში, 27 ათას ორმოცდათოთხმეტი ბენეფიციარი მიიღებს „აგრო ბარათს“, ხოლო სახნავ ბარათს მიიღებს 14 ათას ოთხას ოცდახუთი. აგრეთვე ვინც პროექტში მონაწილეობას არ იღებდა, მაგრამ საჯარო რეესტრში წარადგინა დამოწმებული მიწის ფართობები, მათი მონაცემები გაგზავნილია და სამინისტროდან ველოდებით შესაბამის გადაწყვეტილებას. ასეთი, სულ, 173 ბენეფიციარია“.
იმ გლეხების საპასუხოდ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ გასულ წელს, მცირე რაოდენობის ტექნიკის მიზეზით, რიგ სოფლებში სამუშაოების ჩატარება დაგვიანდა, რაც შესაძლოა წელსაც განმეორდეს, სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი აცხადებს:
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტს მოემსახურება შპს „მექანიზატორის“ ბალანსზე არსებული 20 ერთეული ტექნიკა, ასევე ჩვენ გვყავს სამი ამხანაგობა, რომელსაც გააჩნია 11 ერთეული ტრაქტორი. წელს ასევე სიახლეა, რომ ინდმეწარმეები, ვისაც ტექნიკა გააჩნია, დარეგისტრირდნენ, მათ აიღეს თემები. ხუთ თემში საკუთარი ტექნიკით იმუშავებს ინდმეწარმე“.
მისივე მტკიცებით, მიმდინარე კვირის ბოლოს უკვე დაიწყება მიწის დამუშავება. პირველ ეტაპზე შპს „მექანიზატორის“ ტრაქტორები დაიწყებენ მუშაობას, 10 მარტიდან კი მას შეუერთდება ინდმეწარმეების ტექნიკა. ლერი დოჩიასავე სიტყვებით, დასავლეთ საქართველოში ნიადაგის მომზადება, საერთოდ, აპრილში იწყება. შესაბამისად, ეს პროცესი დროულად მიმდინარეობს და 15 მაისამდე - დადგენილ ვადებში - დასრულდება.