უკრაინის ტერიტორიაზე ყველაზე დაძაბული მდგომარეობა ყირიმის ავტონომიის დედაქალაქ სიმფეროპოლშია, სადაც ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს წინ ყირიმის უკრაინის შემადგენლობაში დარჩენის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა მრავალათასიანი მიტინგი გრძელდება. დღეს მათ შორის ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლას და ჯოხებისა და ქვების სროლას, თუმცა არავინ დაშავებულა.
დემონსტრანტების ერთი ნაწილი - ნახევარკუნძულის რუსი ეროვნების მოსახლეობა - ყირიმის რუსეთთან შეერთებას ითხოვს და აცხადებს, რომ „ყირიმი რუსეთია!“
მეორე ნაწილი კი ყირიმის ერთიანი უკრაინის შემადგენლობაში დარჩენას უჭერს მხარს. მათ შორის ძირითადად ყირიმელი თათრები არიან, რომლებმაც სიმფეროპოლში შეავიწროეს რუსული დროშებით მისული სეპარატისტულად განწყობილი მომიტინგეები.
დაპირისპირების მიზეზი გახდა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ყირიმის უზენაეს საბჭოს დღეს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის განხილვა ჰქონდა განზრახული. უკრაინის ერთიანობის მომხრეები ფიქრობენ, რომ პრორუსულად განწყობილი დეპუტაცია ყირიმის უკრაინისაგან გამოყოფის გადაწყვეტილების კენჭისყრაზე გატანას აპირებს. ყირიმის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ვლადიმირ კონსტანტინოვმა დღეს განაცხადა, რომ პარლამენტი არ აპირებს ავტონომიის უკრაინის შემადგენლობიდან გასვლის საკითხის კენჭისყრაზე დატოვებას.
საბჭოთა კავშირის შექმნის შემდეგ ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთის ფედერაციაში 1954 წლამდე იმყოფებოდა, იოსებ სტალინის სიკვდილის შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ყირიმი, ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსით, უკრაინის საბჭოთა რესპუბლიკის შემადგენლობაში შევიდა.
უკრაინელი პოლიტიკოსები ყირიმში ვითარების ესკალაციაში ბრალს მოსკოვს სდებენ.
ერთობლივ მიმართვაში უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა ლეონიდ კრავჩუკმა, ლეონიდ კუჩმამ და ვიქტორ იუშჩენკომ პირდაპირ განაცხადეს, რომ რუსეთი ყირიმის საქმეებში ერევა. უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა მოუწოდეს სამართალდამცველ ორგანოებს ყურადღება გაამახვილონ როგორც სეპარატისტულ მოწოდებებსა და უკრაინის სახელმწიფო სიმბოლოების ხელყოფაზე, ასევე ბრალდებებზე, თითქოს ყირიმის ავტონომიაში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებები ირღვევა.
რუსეთი არ უხსენებია, თუმცა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ყველა ქვეყანას მოუწოდა პატივი სცენ უკრაინის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. ნატოს გენერალური მდივნის თქმით, მხოლოდ კიევის გადასაწყვეტია, არჩევს თუ არა უკრაინა ალიანსში გაწევრიანებას, მაგრამ ნატოს ბუქარესტის 2008 წლის გადაწყვეტილება კვლავ ძალაშიაო, -აღნიშნა რასმუსენმა.
„უკრაინა ნატოს ახლობელი და დიდი ხნის პარტნიორია, ხოლო ნატო უკრაინის გულითადი მეგობარია. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ უკრაინას დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
უკრაინაზე ისაუბრეს დღეს აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელებმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ყველა ქვეყანას მოუწოდა პატივი სცენ უკრაინელი ხალხის არჩევანს:
„ეს არ არის უნაშთო თამაში. ეს არ არის წინააღმდეგობა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. არ უნდა იყოს ასე. ეს არ არის რუსეთის ან აშშ-ის, ან სხვა რომელიმე ქვეყნის არჩევანი. ეს არის უკრაინელი ხალხის არჩევანი და უკრაინელები ირჩევენ საკუთარ მომავალს“.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი უკრაინის ახალ ხელისუფლებას ევროკავშირთან და რუსეთთან თანამშრომლობისაკენ მოუწოდა:
„უკრაინისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საშუალება ჰქონდეს მჭიდროდ ითანამშრომლოს ევროპის სახელმწიფოებთან და დაამყაროს ნაყოფიერი ეკონომიკური ურთიერთობა ევროკავშირთან. მაგრამ უკრაინისთვის ასევე მნიშვნელოვანია რუსეთთან თანამშრომლობა არაერთ სფეროში“.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა პირადად იტვირთა ქვეყნის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქციები. აღნიშნულ გადაწყვეტილებას პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნებული დეკრეტი ადასტურებს. მანამდე კი ქვეყნის დროებითმა შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა გამოსცა განკარგულება გაუქმდეს სპეცდანიშნულების ნაწილი „ბერკუტი“. უკრაინაში მიმდინარე დაპირისპირების დროს, დემონსტრანტების მტკიცებით, სწორედ „ბერკუტი“ გამოირჩეოდა დემონსტრანტების წინააღმდეგ სასტიკი მოქმედებით.

უკრაინა ნატოს ახლობელი და დიდი ხნის პარტნიორია, ხოლო ნატო უკრაინის გულითადი მეგობარია. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ უკრაინას დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში...ანდერს ფოგ რასმუსენი