საქართველოს მედიასივრცე გაჯერებულია სიძულვილის ენით, რომლის ნაკადი მიმართულია როგორც საზოგადოების ყველაზე დაუცველი ჯგუფებისკენ, ანუ უმცირესობებისკენ, ასევე პოლიტიკური ოპონენტების მისამართითაც, თუმცა უნდა ითქვას, რომ საქართველოში სიძულვილს დღეს და გუშინ არ გახსნია ენა. სიძულვილის ვერბალურ ფორმას მტკიცე საფუძველი ჩაეყარა გასული საუკუნის 20-30-იანი წლების საბჭოთა საქართველოში, სადაც სიძულვილი, როგორც წესი, კლასობრივი ბრძოლით იყო შთაგონებული. რა კვებავს სიძულვილის ენას დღევანდელ საქართველოში და როგორია მისი საბჭოთა საფუძვლები?
საქართველოში სიძულვილის ენას ხშირად და ლამის ყველგან იყენებენ - იქნება ეს პრივატული თუ საჯარო სივრცე. სიძულვილის ენითაა გაჯერებული სატელევიზიო ეთერიც, რომლის საშუალებითაც ორიოდე დღის წინ მთელმა საქართველომ იხილა დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის შემდეგი გამოსვლა:
„გიორგი ბარამიძეს გულწრფელად მინდა ვუთხრა: მე ჩემ კუთხეს ძალიან კარგად ვიცნობ, ნუ ბლადაობ, შე ჩმორო! შენი დედა...“
კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა ბეჭდურ მედიაში, რომლის ყველაზე მაღალტირაჟიანი გამოცემები, როგორც წესი, ქსენოფობიით არიან დაკავებული. ავიღოთ თუნდაც „ასავალ-დასავალის“ ბოლო, 9-15 დეკემბრის, ნომერი, რომელშიც პოეტი რეზო ამაშუკელი წერს:
„...დიდი თურქობა დამღუპველი, როგორც თრიაქი, ისე მოედო საქართველოს, როგორც კალია! მოდის შაურმით, ფახლავით და რაჰათ-ლუხუმით, მოდის ღიმილით, შემპარავი ფიქრით, მზაკვრულით, აქ კი ისევე ტლინკაობა არის კუნტრუშით... - ერთ მშვენიერ დღეს, გაიღვიძებს როცა ქართველი, ძებნას დაუწყებს თავის შვილებს ჰარამხანებში! ვაჭარბებ რამეს, ვაჭარბებ და ვამუქებ სურათს?! თუ წაგიმღერო ყურანიდან ორიოდ სურა?!“
სიძულვილის ენის განსაკუთრებით აგრესიულ ფორმას იყენებს მედია სექსუალური უმცირესობების მიმართ. ჰომოფობიური განცხადებები, როგორც წესი, უკავშირდება ქვეყნის გარყვნას, ქართველების გადაგვარებას და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლას, თუმცა, როგორც ინტერნეტ-პორტალ MEDIA.GE-ის რედაქტორი დავით მჭედლიძე ამბობს, სიძულვილის ენა ასევე გამოიყენება ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მიმართაც.
„ზოგჯერ სულაც მედიაა მაპროვოცირებელი ფაქტორი სიძულვილის ენის წახალისებისა. შეიძლება ითქვას, რომ მთელი რიგია მედია საშუალებებისა, რომლებიც იყენებენ არა მხოლოდ სიძულვილის ენას, არამედ თავად ქადაგებენ სიძულვილს. პერიოდულად პროპაგანდისტული შემოტევები არის ხოლმე. მაგალითად გავიხსენოთ 17 მაისი, როცა სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ აქცია ჩატარდა. ამას წინ უსწრებდა საინფორმაციო მომზადება როგორც ინტერნეტში, ასევე ბეჭდურ მედიაში“, – უთხრა დავით მჭედლიძემ რადიო თავისუფლებას.
სიძულვილის ენა რომ ხშირ შემთხვევაში ძალადობის შესამზადებლად გამოიყენება, არ უკვირს გიორგი კეკელიძეს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, რომელმაც 11 დეკემბერს ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში წაიკითხა საჯარო ლექცია "სიძულვილის ენა საბჭოთა საქართველოს პრესაში გასული საუკუნის ოც-ოცდაათიან წლებში".
„თავადებს, მენშევიკებს და სხვა ჩვენ მტერთ, არამზადებს, პასუხად წითელი ტერორი. მენშევიკების ბანდიტებს სიკვდილი, ზიზღი და დაუზოგავი გასამართლება! ვინც ჩვენთან არ არის, ის მტერია ჩვენი!..“ - გიორგი კეკელიძემ ეს ფრაგმენტი 1924 წლის სექტემბერს გამოსული გაზეთიდან აიღო.ზიზღითა და ძალადობის მუქარით იყო სავსე გაზეთ „მუშაში“ დაბეჭდილი კარიკატურებიც: მაგალითად, ერთ-ერთზე გამოსახულია მუშა, რომელიც კედელზე დახატულ 6 პროცენტს ამსხვრევს:
„პროცენტებით იცვლებოდა საზოგადოების სხვადასხვა ფენის რიცხვი და სწორედ ის ხალხი, ვინც შეიძლება ყოფილიყო უმცირესობაში, იმთავითვე იყო განწირული იმისთვის, რომ ის უნდა ყოფილიყო ლანძღვის, გინების, გაციმბირებისა და, უარეს შემთხვევაში, დახვრეტის ღირსი. აი, მაგალითად, ერთ-ერთი მუშა ერთ-ერთ პლაკატზე ამბობს: ‘ვა, 6% თავად-აზნაურობა განა გაგონილა?! ხომ შეჭამეს მთელი სააქრთველო! მოდი, ერთი ჩემებურად შევამცირო ამ მუქთახორების რიცხვიო’“.
გიორგი კეკელიძის თქმით, სიძულვილის ენით გაჟღენთილი საბჭოთა პრესა იყო ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რამაც 30-იანი წლების რეპრესიები შეამზადა. გაზეთში გალანძღვა, დიდწილად, პატიმრობას ან სასიკვდილო განაჩენს ნიშნავდა.
„რას გვასწავლის ეს ყველაფერი? გვასწავლის ძალიან ცუდ გამოცდილებას, თუ როგორ შეიძლება ძალიან ადვილად მოხერხდეს და მთელი წლების განმავლობაში ნაგროვები სიძულვილის ენა შემდეგ გადამისამართდეს იმ რეპრესიებში, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1936-37 და შემდეგ წლებში საბჭოთა კავშირში. ასე რომ, ეს არის ძალიან მაღალი საფრთხის მატარებელი ამბავი. თანაც, მთელმა რიგმა გაზეთებმა მხოლოდ სახელები შეიცვალეს, თორემ იდეები და მოწოდებები, სამწუხაროდ, არ შეცვლილა“, – უთხრა გიორგი კეკელიძემ რადიო თავისუფლებას.
ამასთან, სიძულვილის ენას პრესაში ამკვიდრებდა თავად სახელმწიფო, რადგანაც გამარჯვებული ძალა მიიჩნევდა, რომ ყველა განსხვავებული უნდა განადგურებულიყო. საქართველოს ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის ლაშა ბაქრაძის თქმით, სიძულვილის ენა, რომელსაც თანამედროვე ქართული მედია იყენებს, ცარიელ ადგილზე არ გაჩენილა:
„რასაკვირველია, ჩვენ ამ საბჭოთა მემკვიდრეობის ნაწილი ვართ დღესაც და ძალიან შორს არ წავსულვართ. არანაირი ზღვარი, არანაირი ჯებირი საქართველოში იმისათვის, რომ ადამიანმა თავი შეიკავოს ენისგან, რომელსაც სიძულვილის ენას ვეძახით, ფაქტობრივად, არ არსებობს. იმავე ტიპის ადამიანები ხდებიან სიძულვილის სამიზნეები, როგორებიც ადრე, 30-იან წლებში, ანუ ის, ვინც აღიქმება რაღაც ჯგუფის მიერ მტრად, უცხოდ, მათთვის მიუღებლად“.
ლაშა ბაქრაძის თქმით, საბჭოთა მემკვიდრეობის ნაწილია ისიც, რომ საქართველოში განსხვავებულ პოზიციებზე მდგომ ადამიანებს არ შეუძლიათ ცივილიზებულად, სიძულვილისა და ზიზღის გარეშე კამათი, რაც, მართალია, საქართველოს კანონმდებლობით არ არის სისხლის სამართლის დანაშაული, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ძალადობას უწყობს ხელს. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელის ვახუშტი მენაბდის თქმით, სიძულვილის ენასთან მიმართებით არსებობს ორი მიდგომა: როცა სიძულვილის ენა განიხილება გამოხატვის თავისუფლების ნაწილად და, როცა სიძულვილის ენა მიიჩნევა ვერბალურ ძალადობად. კითხვას, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არც გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს და არც ძალადობა წახალისდეს, ვახუშტი მენაბდე უპასუხებს:
„მიუხედავად იმისა, რაც უნდა აღმაშფოთებელი იყოს (და რაც დრო გადის, სულ უფრო ასეთია) ის მოსაზრებები, რასაც ვისმენთ, მაინც მგონია, რომ გამოხატვის თავისუფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულება, რომელიც უნდა დავიცვათ ჩვენ. სიძულვის ენა, რა თქმა უნდა, წარმოშობს საფრთხეს, მაგრამ ეს საფრთხე არის ძალიან ამორფული, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს ძალადობაში, მაგრამ სახელმწიფო უნდა იდგეს იქ და იმ მომენტში უფლებების და სუსტი ჯგუფების დაცვის სადარაჯოზე“.
ვახუშტი მენაბდის თქმით, სიძულვილის ენას იშვიათად იყენებენ ე.წ. ჰორიზონტალურ საზოგადოებებში, სადაც სოლიდარობა, ანუ თანაგანცდა უცხო ადამიანისადმი არის მაღალი, სადაც საზოგადოება ყოველთვის იცავს არა მარტო უმცირესობას, არამედ ნებისმიერ ჯგუფს, რომელიც დევნას განიცდის. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძეც მიიჩნევს, რომ სიძულვილის ენის აკრძალვა ან კანონით შეზღუდვა არსებითად ვერაფერს შეცვლის.
„კარგი და უკეთესი იქნება, თუ ერთგვარ პრევენციას მოვახდენთ განათლებით, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც მგონია, რომ ყოველთვის იარსებებენ ადამიანები, რომლებისთვისაც ეს ერთგვარი გატაცება და ჰობი იქნება. მთავარია, სიძულვილის ენა არ იქცეს თვითონ სახელმწიფოს ინსტრუმენტად და იარაღად, რომელიც ყველამ ვიხილეთ 1936-37 წლების რეპრესიებისას“, - უთხრა გიორგი კეკელიძემ რადიო თავისუფლებას.
საქართველოში სიძულვილის ენას ხშირად და ლამის ყველგან იყენებენ - იქნება ეს პრივატული თუ საჯარო სივრცე. სიძულვილის ენითაა გაჯერებული სატელევიზიო ეთერიც, რომლის საშუალებითაც ორიოდე დღის წინ მთელმა საქართველომ იხილა დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის შემდეგი გამოსვლა:
„გიორგი ბარამიძეს გულწრფელად მინდა ვუთხრა: მე ჩემ კუთხეს ძალიან კარგად ვიცნობ, ნუ ბლადაობ, შე ჩმორო! შენი დედა...“
კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა ბეჭდურ მედიაში, რომლის ყველაზე მაღალტირაჟიანი გამოცემები, როგორც წესი, ქსენოფობიით არიან დაკავებული. ავიღოთ თუნდაც „ასავალ-დასავალის“ ბოლო, 9-15 დეკემბრის, ნომერი, რომელშიც პოეტი რეზო ამაშუკელი წერს:
ზოგჯერ სულაც მედიაა მაპროვოცირებელი ფაქტორი სიძულვილის ენის წახალისებისა. შეიძლება ითქვას, რომ მთელი რიგია მედია საშუალებებისა, რომლებიც იყენებენ არა მხოლოდ სიძულვილის ენას, არამედ თავად ქადაგებენ სიძულვილს. პერიოდულად პროპაგანდისტული შემოტევები არის ხოლმე...დავით მჭედლიძე