წელს, ფრანკფურტის წიგნის ფესტივალის ბაზრობის ფარგლებში, ჩატარდა „ახალგაზრდულ ლიტერატურაში გერმანიის ეროვნული პრემიის“ დაჯილდოების ცერემონია, რომელშიც გამარჯვებულები გახდნენ მწერალი თამთა მელაშვილი, მცირე რომანით „გათვლა“, და მისი გერმანულ ენაზე მთარგმნელი ნათია მიქელაძე. ამ რომანისთვის წელს ეს უკვე მეორე პრემიაა: წლევანდელ „საბაზე“ მან ქართულიდან უცხოურ ენაზე საუკეთესო თარგმანის ნომინაციაში გაიმარჯვა, ორი წლის წინ კი „გათვლამ“ „საბა“ აიღო ნომინაციაში „დებიუტი“. როგორ შეხვდა რომანის ავტორი თამთა მელაშვილი ამ საერთაშორისო წარმატებას, რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდულ ლიტერატურაში გერმანიის ეროვნული პრემია და რა გზა გაიარა „გათვლამ“, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ორი მოზარდი გოგონას თავგადასავალმა, წიგნის გამოცემიდან ასეთ წარმატებამდე - ამ საკითხებზე სასაუბროდ რადიო თავისუფლებამ თამთა მელაშვილს ვენაში დაურეკა და ინტერვიუ ჩაიწერა.
ამავე თემაზე
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1