Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ფინანსურ დეფოლტს გადაურჩა


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც აშშ ფინანსურ დეფოლტს გადაურჩა და აგრეთვე შესაძლებელი გახდება 16 დღის წინ დახურული ფედერალური უწყებების მუშაობის განახლება. ობამამ დოკუმენტს ხელი მოაწერა ძალიან მალე მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს გვიან ღამით წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა მხარი დაუჭირეს კანონს. თეთრი სახლის საბიუჯეტო უწყების განცხადებით, ფედერალური უწყებების თანამშრომლები სამსახურებში დაბრუნებას ხუთშაბათს დილიდან უნდა ელოდნენ. ბარაკ ობამამ მადლობა გადაუხადა რესპუბლიკელ და დემოკრატ კანონმდებლებს კომპრომისის მიღწევისთვის და აღნიშნა, რომ ახლა ამერიკელთა ნდობის დაბრუნების დროა. კანონმდებლებს ხუთშაბათამდე უნდა მოესწროთ შეთანხმება კანონზე, რადგან დღეს მოქმედი ვალის ლიმიტით ობამას მთავრობა ვეღარ შეძლებდა ვალდებულებების დაფინანსებას.
XS
SM
MD
LG