საოკუპაციო ხაზთან რუსეთის ქმედებებს ვილნიუსის სამიტს უკავშირებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი. მისი შეფასებით, საქართველოსთვის, მოლდავეთისა და უკრაინისთვის ვილნიუსის სამიტის შემდეგ რეალურად შეუქცევადი უნდა გახდეს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი და ამიტომ, რუსეთი მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტით ცდილობს ზეწოლის გაძლიერებას. ”მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან პრინციპულია ამ საკითხებში, რასაც ადასტურებს რუსეთისადმი ევროკავშირის გზავნილებიც”, - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ალექსი პეტრიაშვილმა. სახელმწიფო მინისტრის ინფორმაციით, საქართველოში რუსეთის ქმედებებზე მსჯელობას გეგმავს აშშ-ის სენატიც.
ყველაზე პოპულარული
1