საქართველოს თანაინვესტირების ფონდი (GCF), რომლის დაფუძნების ინიციატივა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, ინვესტორებს სთავაზობს კომერციულად მიმზიდველ პროექტებში კაპიტალის დაბანდებას. 30 სექტემბერს გამართულ პრეზენტაციაზე ითქვა, რომ ფონდის სავარაუდო ზომა 6 მილიარდი დოლარია, ხოლო ინვესტორთა შორის (არაბ, ყაზახ, აზერბაიჯანელ, ჩინელ და რუს ბიზნესმენებთან ერთად) არის თავად ბიძინა ივანიშვილიც, რომლის წილი 15 პროცენტით, ანუ 1 მილიარდი დოლარით, განისაზღვრება. როგორ და რომელ სფეროებში აპირებს თანაინვესტირების ფონდი კაპიტალის მოზიდვას?
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის შეზღუდული პარტნიორები, ანუ ინვესტორები, იქნებიან როგორც ფინანსური ინსტიტუტები, ფონდები და კომპანიები, ასევე დიდი კაპიტალის მქონე კერძო პირები, რომელთა ნაწილის ვინაობა, ბიძინა ივანიშვილის, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის, ალექსანდრ მაშკევიჩისა და შალვა ბრეუსის სახით, უკვე ცნობილია. ფონდის შექმნის იდეის ავტორის, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის თქმით, ფონდი დაინტერესებულია მოიზიდოს კაპიტალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განსავითარებლად. ლაპარაკია როგორც ახალი, 110 მლნ. ტონა/წელიწადში გამტარობის პორტის მშენებლობაზე ანაკლიაში, ასევე რკინიგზის გამტარიანობის გაზრდაზე:
„ასეთი ფონდის დაფუძნებით პორტის მშენებლობა იქნება გაცილებით გაიოლებული. პორტებზე სულ საუბრობდა წინა ხელისუფლება, მაგრამ მათი აშენების არც პროექტი არსებობდა და არც დაფინანსების ვარიანტი, ჩვენ კი ეს ყველაფერი რეალობაში შეიძლება მოვიყვანოთ. რკინიგზის გამტარიანობა უნდა გავზარდოთ 100 მლნ. ტონამდე. ამის შესაძლებლობა ჩვენ გვაქვს და ამაზეც ვმუშაობ“.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, გარდა პორტებისა და რკინიგზისა, ფონდი პოტენციური პროექტების სახით განიხილავს ჰიდროელექტროსადგურების, ლოგისტიკური ცენტრების, მსხვილი სასოფლო-სამეურნეო პროექტების, ბუნებრივი წიაღისეულის მომპოვებელი საწარმოების, სამრეწველო ობიექტების, სასტუმროებისა და განახლებადი ენერგიის საწარმოების მშენებლობას. ფონდის გენერალური დირექტორის გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, ამჟამად განხილვის პროცესშია ათამდე პროექტი. ამასთან, ფონდი ახორციელებს ინვესტირებას მხოლოდ იმ პროექტებში, რომელთა მინიმალური საინვესტიციო ღირებულება შეადგენს არანაკლებ 5 მილიონ დოლარს. რაც შეეხება წილობრივ მონაწილეობას, ამასთან დაკავშირებით გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს:
„ფონდის თანამონაწილეობა პროექტებში იქნება 25%-დან 75%-მდე. ფონდი მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ კაპიტალში. მობილიზებული თანხების ინვესტირება მოხდება ეტაპობრივად 5 წლის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ ინვესტიციების მინიმუმ 80%-ის განთავსება მოხდება საქართველოში, ხოლო დანარჩენი ნაწილი შესაძლოა განთავსდეს საქართველოსთან დაკავშირებულ პროექტებში. ეს შეიძლება იყოს ქართული კომპანიების წარმომადგენლობა საზღვარგარეთ ან ქართული კომპანიებისათვის ნედლეულის მომწოდებლები“.
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის შექმნას კაპიტალის მოზიდვის მნიშვნელოვან მექანიზმად მიიჩნევს საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაიაც, რომლის თქმითაც, პოტენციურ ინვესტორებთან ურთიერთობაში ქვეყნის მიმზიდველი ბიზნესკლიმატის პარალელურად გაჩნდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი ფონდის სახით:
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში არის ფონდი, რომელიც ინვესტორს სთავაზობს ორ მნიშვნელოვან რამეს: პირველი - ძალიან ძლიერი ადგილობრივი პარტნიორი და მეორე - ფინანსური მონაწილეობა. ეს ორი ფაქტორი არის ძალიან გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელების პროცესში. ამ ორ პუნქტს ითხოვს ნებისმიერი ინვესტორი და წინა წლებში მე კარგად მახსოვს პირადად, რომ დიდი პრობლემა იყო ისეთი ადგილობრივი პარტნიორის მოძებნა, რომელიც არა მარტო კონტაქტებს შესთავაზებდა საქართველოში, არამედ დაუდგებოდა გვერდში რამდენიმე წლის განმავლობაში და არ იქნებოდა დამოკიდებული პოლიტიკურ რყევებზე ან სხვა პროცესებზე“.
ფონდთან თანამშრომლობას აპირებენ ქართველი ბიზნესმენებიც. საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის გიორგი ჭირაქაძის თქმით, ფონდი, როგორც ინვესტიციების მოზიდვის მძლავრი წყარო, ბუნებრივად აჩენს პერსპექტივას ადგილობრივი მეწარმეებისთვისაც:
„გრძელვადიანი საინვესტიციო კაპიტალის და თანამედროვე მენეჯმენტის სინთეზი მისცემს საშუალებას ადგილობრივ მეწარმეებს ახალი ტიპის ბიზნესპროექტები წამოიწყონ. ეს ფინანსური რესურსები მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც წლების განმავლობაში ვერ ახერხებდა ან თავს არიდებდა რთული, კომპლექსური და ფინანსურად ტევადი საინვესტიციო ბიზნესპროექტების განხორციელებას“.
თუმცა ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილი ეჭვით უყურებს საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ეფექტიანობას. გია ჯანდიერის თქმით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივა უფრო პოლიტიკური დატვირთვის მატარებელია, ვიდრე ეკონომიკურისა:
„მგონია, რომ ამ ფონდის შექმნა კავშირშია უფრო პოლიტიკურ PR-თან, ვიდრე ფინანსური რესურსების მოზიდვასთან. ასე რომ არ იყოს, მაშინ წავიდოდნენ და ფინანსურ ბაზრებზე იმოქმედებდნენ, მით უმეტს, ამტკიცებენ, რომ აქვთ ამის გამოცდილება. ასეთი ტიპის განცხადების გაკეთება კი, ჩემი აზრით, ემსახურება იმას, რომ მოსახლეობამ დაიჯეროს, რომ ყველაფერი კარგად არის და უახლოეს ხანებში ასეთი ფონდები გადაარჩენს საქართველოს ეკონომიკას, რისიც, რომ გითხრათ სიმართლე, საერთოდ არ მჯერა“.
გია ჯანდიერის თქმით, ინვესტიციების მოსაზიდად საკმარისია ლიბერალური გარემოს შექმნა, კერძო საკუთრების დაცვა და პოლიტიკური სტაბილურობა. ფონდის პრეზენტაციაზე ეკონომიკის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ამ ფაქტორების შესახებ ისაუბრა ბიძინა ივანიშვილმაც, რომელმაც კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აპირებს ხელისუფლებიდან წასვლას:
„წასვლის შემდეგ ძალიან ბევრს ვიმუშავებ ბიზნესთან და ინვესტორებთან. საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღებთ დაბალანსებულ, დაწყნარებულ და პოლიტიკურად სტაბილურ საზოგადოებას, ეკონომიკურად გასაგებ და სტაბილურ ქვეყანას. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ეკონომიკის ჭეშმარიტ აღორძინებას“.
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის შეზღუდული პარტნიორები, ანუ ინვესტორები, იქნებიან როგორც ფინანსური ინსტიტუტები, ფონდები და კომპანიები, ასევე დიდი კაპიტალის მქონე კერძო პირები, რომელთა ნაწილის ვინაობა, ბიძინა ივანიშვილის, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის, ალექსანდრ მაშკევიჩისა და შალვა ბრეუსის სახით, უკვე ცნობილია. ფონდის შექმნის იდეის ავტორის, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის თქმით, ფონდი დაინტერესებულია მოიზიდოს კაპიტალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განსავითარებლად. ლაპარაკია როგორც ახალი, 110 მლნ. ტონა/წელიწადში გამტარობის პორტის მშენებლობაზე ანაკლიაში, ასევე რკინიგზის გამტარიანობის გაზრდაზე:
„ასეთი ფონდის დაფუძნებით პორტის მშენებლობა იქნება გაცილებით გაიოლებული. პორტებზე სულ საუბრობდა წინა ხელისუფლება, მაგრამ მათი აშენების არც პროექტი არსებობდა და არც დაფინანსების ვარიანტი, ჩვენ კი ეს ყველაფერი რეალობაში შეიძლება მოვიყვანოთ. რკინიგზის გამტარიანობა უნდა გავზარდოთ 100 მლნ. ტონამდე. ამის შესაძლებლობა ჩვენ გვაქვს და ამაზეც ვმუშაობ“.
ფონდის თანამონაწილეობა პროექტებში იქნება 25%-დან 75%-მდე. ფონდი მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ კაპიტალში. მობილიზებული თანხების ინვესტირება მოხდება ეტაპობრივად 5 წლის განმავლობაში...გიორგი ბაჩიაშვილი
„ფონდის თანამონაწილეობა პროექტებში იქნება 25%-დან 75%-მდე. ფონდი მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ კაპიტალში. მობილიზებული თანხების ინვესტირება მოხდება ეტაპობრივად 5 წლის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ ინვესტიციების მინიმუმ 80%-ის განთავსება მოხდება საქართველოში, ხოლო დანარჩენი ნაწილი შესაძლოა განთავსდეს საქართველოსთან დაკავშირებულ პროექტებში. ეს შეიძლება იყოს ქართული კომპანიების წარმომადგენლობა საზღვარგარეთ ან ქართული კომპანიებისათვის ნედლეულის მომწოდებლები“.
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის შექმნას კაპიტალის მოზიდვის მნიშვნელოვან მექანიზმად მიიჩნევს საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაიაც, რომლის თქმითაც, პოტენციურ ინვესტორებთან ურთიერთობაში ქვეყნის მიმზიდველი ბიზნესკლიმატის პარალელურად გაჩნდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი ფონდის სახით:
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში არის ფონდი, რომელიც ინვესტორს სთავაზობს ორ მნიშვნელოვან რამეს: პირველი - ძალიან ძლიერი ადგილობრივი პარტნიორი და მეორე - ფინანსური მონაწილეობა. ეს ორი ფაქტორი არის ძალიან გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელების პროცესში. ამ ორ პუნქტს ითხოვს ნებისმიერი ინვესტორი და წინა წლებში მე კარგად მახსოვს პირადად, რომ დიდი პრობლემა იყო ისეთი ადგილობრივი პარტნიორის მოძებნა, რომელიც არა მარტო კონტაქტებს შესთავაზებდა საქართველოში, არამედ დაუდგებოდა გვერდში რამდენიმე წლის განმავლობაში და არ იქნებოდა დამოკიდებული პოლიტიკურ რყევებზე ან სხვა პროცესებზე“.
ფონდთან თანამშრომლობას აპირებენ ქართველი ბიზნესმენებიც. საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის გიორგი ჭირაქაძის თქმით, ფონდი, როგორც ინვესტიციების მოზიდვის მძლავრი წყარო, ბუნებრივად აჩენს პერსპექტივას ადგილობრივი მეწარმეებისთვისაც:
მგონია, რომ ამ ფონდის შექმნა კავშირშია უფრო პოლიტიკურ PR-თან, ვიდრე ფინანსური რესურსების მოზიდვასთან. ასე რომ არ იყოს, მაშინ წავიდოდნენ და ფინანსურ ბაზრებზე იმოქმედებდნენ, მით უმეტს, ამტკიცებენ, რომ აქვთ ამის გამოცდილება. ასეთი ტიპის განცხადების გაკეთება კი, ჩემი აზრით, ემსახურება იმას, რომ მოსახლეობამ დაიჯეროს, რომ ყველაფერი კარგად არის...გია ჯანდიერი