სოფელ დიცში ვითარება დღეს რამდენჯერმე დაიძაბა. პირველი ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა რუსეთისა და დე ფაქტო რესპუბლიკის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლები სოფელში გამოჩნდნენ და ე.წ. სასაზღვრო ღობეების მონტაჟი განაახლეს. ვითარების გასარკვევად მათთან ადგილობრივი მცხოვრებლები მივიდნენ, მაგრამ, როგორც დიცელი ილია ბერუაშვილი ამბობს, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა რობერტ გაზაევმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. რობერტ გაზაევი ინციდენტების პრევენციის სამუშაო ჯგუფში ოსური მხარის წარმომადგენელია და ერთი პერიოდი იგი დელეგაციის ხელმძღვანელის ფუნქციასაც ასრულებდა. მოგვიანებით სოფელში შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები ჩავიდნენ და ინციდენტში გარკვევა სცადეს. გაზაევი ბერუაშვილის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს უარყოფდა, რა დროსაც ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა.
ბერუაშვილის გარდა, გაზაევს აგრესიულ ქცევაში ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტი ია თინიკაშვილიც ადანაშაულებს, რომელსაც დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელი დაპატიმრებით დაემუქრა, თუ მიმდებარე ტერიტორიას არ დატოვებდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რუსეთისა და დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლების მოლაპარაკება დიცში საათზე მეტხანს გაგრძელდა. კომენტარისთვის რობერტ გაზაევთან მისულ ქართველ ჟურნალისტებს ის ისევ დაკავებით ემუქრებოდა. მისი თქმით, ოსური მხარე ღობეების მონტაჟს გააგრძელებს და სასაფლაოსთან შემოვლით გზას გახსნილს დატოვებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლის კახა ქემოკლიძის განცხადებით, ახლა ბრძოლის ხაზი დიპლომატიაზე გადის. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ კონფლიქტის ზონაში ვითარების ესკალაცია თავიდან უნდა აიცილოს და დიპლომატიური გზებით უნდა მოაგვაროს პრობლემები, ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად კი ქემოკლიძემ პოლიციელთა პატრულირების გაძლიერება არ გამორიცხა.
ე.წ. სასაზღვრო ღობეების მიღმა რჩება ბერუაშვილების საგვარეულო სასაფლაო, 4 სახლი, მიწის ნაკვეთები, სარწყავი წყლის სათავე ნაგებობა. რუსეთის მესაზღვრეები პირობას დებენ, რომ სასაფლაოს შემოვლით გზას არ ჩაკეტავენ, მაგრამ დიცის რწმუნებული ზაქარია ვატიტაძე აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩება ის გზა, რომელიც წყლის სათავე ნაგებობისკენ მიდის.
დიცში შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ ჩხეიძეც ჩავიდა, რომელმაც შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას დააკისრა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს კი გააქტიურებისკენ მოუწოდა.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მთელი დღის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდა. მისია მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და გაითვალისწინონ ადგილობრივთა შეშფოთება. "2013 წლის მაისიდან დიცის მკვიდრნი არაერთხელ აპროტესტებდნენ ღობეების აღმართვას და მის შედეგებს, რომელიც ზღუდავს მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებას და საყოფაცხოვრებო პირობებს, როგორიც ნაკვეთებსა და წყალზე წვდომაა", - ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
მისია რეგიონში შექმნილ ვითარებაზე მონიტორინგს გააგრძელებს.