ინციდენტი დიცში
დიცში რუსეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სასაზღვრო ძალების მიერ ღობეების მონტაჟი გრძელდება. ღობეებს მიღმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ექცევა 4 სახლი, სასაფლაო, მიწის ნაკვეთები და სარწყავი წყლის სათავე ნაგებობა. ამ ფაქტს ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. 17 სექტემბერს შელაპარაკება კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დიცელი ილია ბერუაშვილი ამბობს, რომ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა რობერტ გაზაევმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. საქართველოს შ.ს.ს-ს, რუსეთის და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მოლაპარაკება დიცში უშედეგოდ დასრულდა. მესაზღვრეებმა განაცხადეს, რომ მხოლოდ სასაფლაოსთან მისასვლელ გზას არ შეღობავენ. შ.ს.ს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი კახა ქემოკლიძე კი აცხადებს, რომ ვითარების ესკალაცია ქართული მხარის ინტერესში არ შედის და ბრძოლის ხაზი ახლა დიპლომატიაზე გადის.
ამავე თემაზე
ეპიზოდები
-
იანვარი 16, 2025
ანრი კვარაცხელიას დაკავების ოპერაცია
-
იანვარი 15, 2025
„დე, ჩემთვის იყავი ძლიერი“ - ინტერვიუ ზვიად ცეცხლაძის დედასთან