საქართველოს შსს აქტიურად მუშაობს იმის დასადგენად, თუ კონკრეტულად საიდან აიტვირთა ინტერნეტსივრცეში თალიბების სახელით გავრცელებული და ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედროებისადმი მუქარის შემცველი ვიდეომასალა, რომელიც 6 ივნისს გავრცელდა. "მიმდინარეობს დადგენა, თუ რომელი ქვეყნიდან, რომელი IP მისამართიდან მოხდა ამ ვიდეომასალის ატვირთვა და ამაში აქტიურად გვეხმარებიან უცხოელი პარნტიორები”, - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს შს-თა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს და ქვეყანაში უსაფრთხოება უმაღლეს დონეზეა დაცული.
ყველაზე პოპულარული
1