ინტერნეტსივრცეში განთავსებული ვიდეომასალის გამო დღეს განცხადება გაავრცელა საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. მისი განმარტებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავღანეთში მომხდარ ტერაქტამდე რამდენიმე საათით ადრე გამოქვეყნებულ ანტიქართულ მასალაში გამოყენებული იყო ტელეკომპანია "პიკ"-ის ვიდეოკადრები, რომლებიც თითქოსდა ინახება საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივში. მაუწყებლის განცხადებით, მის არქივში დაცულია მხოლოდ "პიკ"-ის საეთერო მასალა, ყველა ორიგინალი კი კვლავ ინახება თავად ამ ტელეკომპანიაში.
ყველაზე პოპულარული
1