ადგილობრივი მოსახლეობა მარტვილში უკვე მეათე დღეა მოითხოვს საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ გოროზიასა და გამგებლის მამუკა დანელიას გადადგომას. ვითარება დამძიმდა ბოლო 5 დღის განმავლობაში. აქციის მონაწილეთა ერთმა ნაწილმა შიმშილობაც გამოაცხადა. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყება, აქციის მონაწილეები უკან დახევას არ აპირებენ და, მათი თქმით, საპროტესტო აქცია არ შეწყდება წამოყენებული მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე. თავის მხრივ, კომპრომისზე წასვლას არც ადგილობრივი ხელისუფლება აპირებს.
ყველაზე პოპულარული
1