კამპანიაში ”ეს შენ გეხება” მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტში საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი შეიტანეს. ცვლილებები საარჩევნო პერიოდში მედიაგარემოს გაუმჯობესებასაც ითვალისწინებს. ეს უკვე კამპანია ”ეს შენ გეხებას” მეორე ეტაპია. პირველად საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ”ეს შენ გეხებას” გარშემო შეკრებილმა არასამთავრობოებმა 17 თებერვალს შეიტანეს. კამპანიის მეორე ეტაპზე ცვლილებების პაკეტს ხელი 35-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოაწერა.
წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისა და საარჩევნო კანონმდებლობის დასახვეწად წამოწყებული კამპანია ”ეს შენ გეხებას” ფარგლებში არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებებით უნდა მოგვარდეს რამდენიმე მთავარი საკითხი: მოწესრიგდეს არჩევნების დღის პროცედურები, შემოვიდეს რეგულაციები, რომელიც ამკაცრებს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების წესებს, დარეგულირდეს პოლიტიკური რეკლამის, მედიამონიტორინგის, დებატებისა და არჩევნების საინფორმაციო უზრუნველყოფის საკითხები; განისაზღვროს მაუწყებლობის ტრანზიტის, საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილებები.
ამასთან, საკანონმდებლი ცვლილებების ავტორები მიიჩნევენ, რომ წინასაარჩევნო რეგულაციები პარტიებს არჩევნებამდე 2 თვით ადრე კი არა, 5 თვით ადრე უნდა უწესდებოდეთ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ლაპარაკობს იმაზე, თუ რა უმთავრეს ცვლილებებს ითვალისწინებს მათი პროექტი:
”...რომ ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნო პერიოდში არ იქნეს დაფინანსებული სხვადასხვა პროექტი, რომლებიც საბოლოოდ გავლენას მოახდენს ამომრჩეველზე. გარდა ამისა, ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ წინასაარჩევნო პერიოდში მედიაგარემოზე - ჩვენ ვფიქრობთ, რომ საზოგადოებას უფრო მეტი საშუალება უნდა ჰქონდეს, რომ მიიღოს სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია.”
ეკა გიგაურის განმარტებით, საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებათა პაკეტში ახალი ტერმინიც გაჩნდა - „ფარული პოლიტიკური რეკლამა“:
” ამ ტერმინის გაჩენით ჩვენ ხელს ვუშლით იმას, რომ საინფორმაციოებში და იმავე გასართობ შოუებში არ გვყავდეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი პარტიის წარმომადგენელი. სიახლე რეკლამის დარეგულირების ნაწილში არის ის, რომ შემოდის „ფარული პოლიტიკური რეკლამის“ ცნება.”
რაც შეეხება მედიარეგულაციებს, როგორც ჟურნალ ”ცხელი შოკოლადის” მთავარი რედაქტორი, კამპანია ”ეს შენ გეხებას” მონაწილე შორენა შავერდაშვილი ამბობს, მნიშვნელოვანია ასევე მედიასთან დაკავშირებული კიდევ ერთი პუნქტი:
„საკაბელო მაუწყებლებს ეკისრებათ ვალდებულება გაატარონ სხვადასხვა არხი, რომ არ შეიქმნას ისეთივე პრობლემა, როგორიც, მაგალითად, შეექმნა „მე-9 არხს“.
„ეს შენ გეხებას“ კიდევ ერთი წევრის, ირაკლი მელაშვილის აზრით, ცვლილებების მთავარი სიახლე უფრო მეტი საზოგადოებრივი კონტროლის უზრუნველყოფაა. ის საკანონმდებლო ცვლილებებით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან პუნქტებად ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალობას და არჩევნების დღეს ხმის დათვლის პროცედურის დახვეწას მიიჩნევს:
”ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომების ინტერნეტტრანსლირება უნდა მოხდეს საარჩევნო პერიოდში, მოსულ ამომრჩეველთა რაოდენობის დადგენა უნდა მოხდეს სანამ შეჯამდება არჩევნების შედეგები და ეს დოკუმენტურად უნდა დაფიქსირდეს, რადგან, როდესაც წინასწარ არის მოსულ ამომრჩეველთა რაოდენობა დადგენილი, მანამ, სანამ შედეგები გაირკვევა, აღარ ექნება არავის საშუალება ბარიერი ან ასწიოს, ან დასწიოს და ამის მიხედვით ან შეიყვანოს, ან გარეთ დატვოს რომელიმე პარტია. ეს არის ძირითადი ცვლილებები.”
მას შემდეგ, რაც კამპანიის წევრებმა ცვლილებების პაკეტი პარლამენტში დატოვეს, რეგლამენტის მიხედვით, ის ბიუროს განხილვის საგნად იქცა. დღესვე გახდა ცნობილი, რომ ბიურომ ცვლილებების განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დაავალა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარე, პარლამენტის უმრავლესობის წევრი პავლე კუბლაშვილი ამბობს, მხოლოდ ცვლილებების პუნქტობრივი გარჩევის შემდეგ იქნება შესაძლებელი მასზე სრულყოფილი აზრი შეიქმნას:
”არ ვიცი რამდენად შესაძლებელი იქნება ცალკეულ მიმართულებაზე გადაწყვეტილების მიღება და მათი წინადადებების გაზიარება, თუმცა მზად ვართ კომიტეტის ფორმატში ვიმსჯელოთ ამ საკითხზე და შესაბამისად მივიღოთ გადაწყვეტილება.”
პავლე კუბლაშვილის განცხადებით, მას პირადად ”ეს შენ გეხებაში” შემავალ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კარგი გამოცდილება უკვე აქვს. სწორედ ამ კოალიციაში შემავალი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ინიციატივით მიიღო საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" პირველი მოსმენით 31 მარტს, ხოლო მეორე მოსმენით 25 აპრილს. კანონპროექტს მესამე მოსმენით საკანონმდებლო ორგანო მომავალ კვირაში განიხილავს.
ჯერჯერობით ცნობილი არ არის „ეს შენ გეხებაში“ შემავალი არასამთავრობოების მიერ ამჯერად შეთავაზებული ცვლილებების განხილვას როდიდან შეუდგება პარლამენტი, ან შეუდგება თუ არა საერთოდ, რადგან მისი კენჭისყრაზე წარდგენის ინიციატორი პარლამენტშივე უნდა მოიძებნოს.

სიახლე რეკლამის დარეგულირების ნაწილში არის ის, რომ შემოდის „ფარული პოლიტიკური რეკლამის“ ცნება...ეკა გიგაური