Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
მეტეხის ხიდიდან 16 მარტის ღამეს კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

მეტეხის ხიდიდან 16 მარტის ღამეს კიდევ ერთი მანქანა გადავარდა


მაშველები და მოქალაქეები მდინარეში გადავარდნილი მანქანის მძღოლის ამოყვანას ცდილობენ, 16 მარტის ღამე, 2025 წელი
მაშველები და მოქალაქეები მდინარეში გადავარდნილი მანქანის მძღოლის ამოყვანას ცდილობენ, 16 მარტის ღამე, 2025 წელი

16 მარტის ღამეს მეტეხის ხიდიდან კიდევ ერთი მანქანა გადავარდა. ბოლო 12 დღის განმავლობაში, ამ ხიდიდან უკვე მესამე მანქანა გადავარდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ მანქანის მძღოლი, ახალგაზრდა კაცი, მდინარიდან მოქალაქეებმა და მაშველებმა ამოიყვანეს.

რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მეტეხის ხიდიდან მანქანა გადავარდა 11 მარტსაც. მაშველებმა და მოქალაქეებმა მძღოლის გადარჩენა შეძლეს.

მსხვერპლით დასრულდა მეტეხის ხიდიდან ავტომობილის გადავარდნა 4 მარტს. 24 წლის გიგი ზარანდიას ცხედარი მაშველებმა ორსაათიანი ძებნის შემდეგ ამოიყვანეს წყლიდან.

მას შემდეგ, რაც მეტეხის ხიდიდან მეორე მანქანა გადავარდა, რადიო თავისუფლება დაინტერესდა, ხომ არ გეგმავდა მერია ხიდზე უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით სამუშაოების დაწყებას. მერიიდან მოგვწერეს:

„მოაჯირის აღდგენა მოხდება უახლოეს დღეებში, სხვა ტიპის ღონისძიებები არაა დაგეგმილი“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG