საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია სახელმწიფოსთვის თემზე დაფუძნებული ფსიქიკური ჯანმრთელობის სამსახურის შექმნაა. ამ რეკომენდაციას სთავაზობს საშუალო რესურსების მქონე ქვეყნებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც.
ცოტა ხნის წინ კოალიციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში სტაციონარიდან გაწერის შემდეგ პაციენტს ხშირად არ ხვდება მხარდამჭერი გარემო, რაც გაუმართავ ამბულატორიულ მომსახურებაში, მობილური გუნდების არარსებობაში, ფსიქოსოციალური რეაბილტაციის ცენტრების სიმცირეში გამოიხატება. ვინაიდან საავადმყოფოს გარე მომსახურება, ფაქტობრივად, განვითარებული არ არის, ხშირად პაციენტის მდგომარეობა მწვავდება და ის კვლავ სტაციონარს უბრუნდება. ეს სახელმწიფოსაც უფრო ძვირი უჯდება და ვერც ფსიქიკურად დაავადებული ადამიანების რეაბილიტაცია ხერხდება.
მიუხედვად იმისა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 2010 წლიდან საქართველოში ფსიქიატრიული სამსახურის გასაუმჯობესებლად გარკვეული ნაბიჯები გადადგა, მაგალითად, გაიხსნა ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე, 3 ფსიქიატრიული განყოფილება საერთო პროფილის საავადმყოფოებში და შეიქმნა 3 დაწესებულება გრძელვადიანი საწოლებისათვის რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში, ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტები აცხადებენ, რომ ჯერჯერობით ფსიქიატრიული სისტემის სტრუქტურული რეფორმა ქვეყანაში არ განხორციელებულა. ისიც ფაქტია, რომ 1980-იანი წლებიდან საქართველოში 100 000 მოსახლეზე საწოლების რაოდენობა 150-დან 33-მდე შემცირდა, თუმცა ამ დინამიკას არ ახლდა საავადმყოფოების გარე ფსიქიატრიული სამსახურების განვითარება. საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციის აღმასრულებელი დირექტორი ფსიქიატრი გიორგი გელეიშვილი ამ სფეროში ვითარების უკეთესობისაკენ შესაცვლელად და ფსიქიატრიული სავადმყოფოების ალტერნატივად სწორედ გარე სერვისების განვითარებას მიიჩნევს:
”ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ ღირსეული და სრულფასოვანი მკურნალობა საავადმყოფოს გარეთ ჩაიტაროს და მისი რეაბილიტაცია საავადმყოფოს გარეთ მოხდეს. ჰოსპიტალიზაცია ძალიან სტრესულია როგორც პაციენტის, ისე მისი ოჯახისათვის. გარდა ამისა, ხშირი სტაციონირება მთელი რიგი უნარების დაქვეითებას იწვევს. ამიტომ თემში, ადამიანის ბუნებრივ საცხოვრებელ გარემოში მკვეთრი ცვლილელების გარეშე მკურნალობა და რეაბილიტაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ამცირებს ინვალიდობას, ადამიანს თავის ჩვეულ სოციალურ კავშირებს უნარჩუნებს, უნარჩუნებს სამსახურს, თუ აქვს, და ცხოვრების ხარისხიც უფრო შენარჩუნებულია.”
გიორგი გელეიშვილი ამბობს, რომ დღეს ასეთი სერვისები - კერძოდ, ამბულატორიები, მობილური სერვისი და ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია - არასრულყოფილი სახით არსებობს. სახელმწიფო საავადმყოფოს გარეთ 100 000 პაციენტზე ხარჯავს სამჯერ ნაკლებ თანხას, ვიდრე ძვირ სტაციონარებზე, სადაც დღეს 1400 პაციენტი მკურნალობს. რეფორმა ასე არ იწყება, შენიშნავს გიორგი გელეიშვილი:
”თუ ბოლო ერთი წლის მანძილზე ფსიქიატრიის ძველი ინსტიტუტის მაგივრად გაკეთდა რამდენიმე ახალი სტაციონარული განყოფილება, სამაგიეროდ ამბულატორიის თვალსაზრისით არაფერი გაკეთებულა. თუ გაიზარდა დაფინანსება ხანმოკლე დაყოვნების სტაციონარში (ეს სერვისი 840-ლარიანი ვაუჩერით ფინანსდება), ამის პარალელურად არაფერი მსგავსი ამბულატორიაში არ გაკეთებულა.”
ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები საავადმყოფოს გარე სერვისების უმნიშვნელოვანეს რგოლად ე.წ. მობილური ჯგუფების შექმნას ასახელებენ. ეს არის სპეციალისტებით დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელიც,საჭიროების შემთხვევაში, პაციენტთან სახლში მიდის და ეხმარება. დასავლეთის ქვეყნებმა, როგორც ფსიქიატრი მანანა შარაშიძე გვეუბნება, ასეთი მობილური ჯგუფების ჩამოყალიბება 50 წლის წინ დაიწყეს, როდესაც გადაწყვიტეს, რომ საავადმყოფოებში ფსიქიკურად დაავადებული ადამიანების ხანგრძლივად გამომწყვდევა, უბრალოდ, არ ესადაგება დემოკრატიის პრინციპებს, და ამ ადამიანების საზოგადოებისგან იზოლაციის პოლიტიკა საზოგადოებაში ინტეგრაციის პოლიტიკით შეიცვალა:
”შეიძლება თუ არა იგივე გაკეთდეს საქართველოშიც და რა სჭირდება ამას? აუცილებელია მობილური ჯგუფი, რომელიც სახლში მივა პაციენტთან, დაეხმარება მას, დაიყოლიებს მკურნალობაზე, რადგან ძალიან ხშირად ასეთ პაციენტებს არ უნდათ ფსიქიატრთან მისვლა. ფიქრობენ, მე ხომ გიჟი არ ვარ... ეს იმის გამო, რომ ჩვენს საზოგადოებაში ფსიქიკურად ავადმყოფის საკმაოდ უარყოფითი ხატი არსებობს. ეს არის ფატიმა, როგორც ერთ-ერთ ქართულ ფილმშია, და ის არ შეცვლილა.. ეს ხატი დასავლეთში მასმედიამ შეცვალა. მას შემდეგ გადაიღეს ფილმები ”მე მქვია სემი”, ”ფორესტ გამფი”, ”წვიმის კაცი” და რასაც ჩვენ ფატიმას ხატს ვეძახით, იქ სულ სხვა ადამიანით შეიცვალა.”
გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან დასავლეთის ბევრ ქვეყანაში, თემზე დაფუძნებული ფსიქიკური ჯანმრთელობის სამსახურების შექმნის პარალელურად, მცირდებოდა ფსიქიატრიული საწოლების რაოდენობაც. ბოლო 30 წლის მანძილზე 100 000 მოსახლეზე საშუალოდ 200-250 საწოლიდან 50-150 საწოლამდე შემცირდა.
საქართველოში, მანანა შარაშიძის შეფასებით, ამ დაავადების სიმძიმე მთლიანად ოჯახს აწვება. ამას ადასტურებს ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა მშობლების ასოციაცია ”აფრა-საქართველოს” თავმჯდომარეც, ნათელა ბახტაძე, რომლის შვილი, თორნიკე, 15 წლის წინ დაავადდა. დღეს ის 32 წლისაა. ავადმყოფობა ჩაკეტილობასა და აუტიზმში გამოიხატებოდა, სუიციდისაკენ მიდრეკილებით. ასათიანის კლინიკაში დროდადრო 6-7 თვეს ატარებდნენ. დღეს, ნათელა ბახტაძის თქმით, მწვავე პაციენტებისათვის ძირითადად მკურნალობის სამკვირიანი კურსები არსებობს. ამ სამი კვირის შემდეგ ნათელა ბახტაძე ყველა სირთულის წინაშე მარტო რჩება ხოლმე:
”ასეთი მობილური ჯგუფის დახმარება ჩვენთვის მისწრება იქნებოდა, დროებით მაინც მოაქცევდნენ გავლენის ქვეშ, წამლის დალევა პრობლემაა, მე ხშირად ვერ ვარწმუნებ ხოლმე, რომ ეს საჭიროა. უცხო ადამიანისგან უფრო იღებს რჩევას, ვიდრე ჩემგან.”
ასეთი მობილური ჯგუფი კი დღეს საქართველოში მხოლოდ ერთია. ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი სოფო მორგოშია ამბობს, რომ ინფრასტრუქტურის განვითარებამ გაუსწრო ექიმების გადამზადების პროცესს.
დღეს საავადმყოფოს გარე სერვისების საერთო ბიუჯეტი 3,5 მილიონი ლარია. სპეციალისტების აზრით კი, ეს ამ სერვისის სრულყოფილად ასამუშავებლად საჭირო ფინანსების მხოლოდ 20 %-ია.

თუ ბოლო ერთი წლის მანძილზე ფსიქიატრიის ძველი ინსტიტუტის მაგივრად გაკეთდა რამდენიმე ახალი სტაციონარული განყოფილება, სამაგიეროდ ამბულატორიის თვალსაზრისით არაფერი გაკეთებულა...გიორგი გელეიშვილი

მობილური ჯგუფის დახმარება ჩვენთვის მისწრება იქნებოდა, დროებით მაინც მოაქცევდნენ გავლენის ქვეშ, წამლის დალევა პრობლემაა, მე ხშირად ვერ ვარწმუნებ ხოლმე, რომ ეს საჭიროა. უცხო ადამიანისგან უფრო იღებს რჩევას, ვიდრე ჩემგან...ნათელა ბახტაძე