აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას საკუთარი განცხადებების დაცვა მოუწია მას შემდეგ, რაც მკაცრი კრიტიკა მოჰყვა მის შეხვედრას რუს კოლეგა დმიტრი მედვედევთან. საქმე ეხება ფრაზებს, რომლებიც ობამამ სეულში ვიზიტისას წარმოთქვა, როცა მიკროფონი გამორთული ეგონა.
სეულში, ბირთვული უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ სამიტზე, რომელშიც 50-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერები მონაწილეობდნენ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა რამდენიმე კოლეგასთან. მათ შორის იყო რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევიც. სწორედ ამ, ორშაბათს გამართულ შეხვედრაზე ობამამ მედვედევს გადაულაპარაკა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უფრო მოქნილი პოლიტიკის გატარებას შეძლებს შეიარაღების კონტროლის საკითხებზე მოსალაპარაკებლად, განსაკუთრებით რაც შეეხება ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის განთავსების გეგმას.
ეს ჩემი ბოლო არჩევნებია - ჩემი არჩევის შემდეგ უფრო მოქნილი ვიქნებიო, - უთხრა ობამამ მედვედევს, რომელმაც საპასუხოდ მიუგო: „მესმის. ამ ინფორმაციას ვლადიმირს გადავცემ“. ცხადია, იგულისხმება პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი, რომელმაც ცოტა ხნის წინ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა და მაისში დაუბრუნდება რუსეთის პრეზიდენტის პოსტს.
როგორც ვიდეოკადრები მიანიშნებს, ობამამ და მედვედევმა ამ მოკლე საუბრისას არ იცოდნენ, რომ მათ უსმენდნენ, რომ მიკროფონები ჩართული იყო....
ობამას განცხადებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიიდან. პრეზიდენტს ადანაშაულებენ, ნოემბერში მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში, რუსეთთან მეტისმეტად დიდ დათმობაზე წასვლის სურვილში. პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატად ნომინაციისათვის მებრძოლმა მიტ რომნიმ „საგანგაშო და შემაშფოთებელი“ უწოდა პრეზიდენტის სიტყვებს. „მსოფლიო ასპარეზზე რუსეთი არ გამოირჩევა მეგობრული დამოკიდებულებით და ამ პრეზიდენტის განცხადება, რომ სურს მოქმედების მეტი თავისუფლება, როცა, რუსეთთან ურთიერთობისას, პასუხს არ აგებს ამერიკელი ხალხის წინაშე, არის ძალიან შემაშფოთებელი, ძალიან საგანგაშო“, - განაცხადა მიტ რომნიმ კალიფორნიის შტატის ქალაქ სან დიეგოში.
თუ ისევ პრეზიდენტ ობამას განცხადებას დავუბრუნდებით - დაპირებას, რომ უფრო მოქნილი იქნება ევროპაში დაგეგმილი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემასთან მიმართებით - აღსანიშნავია, რომ აშშ-ის და ნატოს ამ, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გეგმას კატეგორიულად ეწინააღმდეგება მოსკოვი. მიუხედავად ვაშინგტონის განცხადებისა, რომ სისტემით გამიზნულია, მაგალითად, ირანისაგან შესაძლო თავდასხმის მოგერიება, მოსკოვი შიშობს, რომ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა რუსეთის სამხედრო პოტენციალსაც დაასუსტებს. ვაშინგტონი აცხადებს, რომ მაინც, მოსკოვის უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, ემხრობა ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განთავსებას, თუმცა, მიზანშეწონილად მიაჩნია მოსკოვთან გარკვეული კომპრომისის მიღწევა.
სამშაბათს ობამა გამოეხმაურა მისი მისამართით მედვედევთან საუბრის შემდეგ გამოთქმულ კრიტიკას და უარყო ბრალდება, თითქოს ამერიკელ ამომრჩეველს რამეს უმალავდეს ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე. „არა მგონია, ვინმემ მოულოდნელობად ჩათვალოს ის, რომ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვაზე მოლაპარაკებას ვერ დაიწყებ შეერთებულ შტატებში პრეზიდენტისა და კონგრესის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე და იმ პერიოდში, როცა ეს-ესაა დასრულდა არჩევნები რუსეთში და იქ იმყოფებიან პრეზიდენტის შეცვლის პროცესში“, - განაცხადა ობამამ სამშაბათს, ანუ მედვედევთან მოკლე, მაგრამ ლამის სკანდალური საუბრის მომდევნო დღეს სეულში, ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხისას.
ობამას განმარტებით, შეიარაღების კონტროლის კომპლექსურ საკითხში წინსვლა მოითხოვს განხილვას პენტაგონში, ისევე როგორც კონგრესში ორივე პარტიის მხარდაჭერის მოსაპოვებლად. 2012 წელი კი, წინასაარჩევნო კამპანიის დაძაბული პერიოდი, პრეზიდენტის აზრით, საამისოდ არ ივარგებს.
ასეა თუ ისე, ბარაკ ობამას განცხადება მიჩნეულია საერთაშორისო სარბიელზე იმის აღიარებად, რომ შეერთებულ შტატებში მიმდინარე წინასაარჩევნო ბრძოლა პრეზიდენტს უზღუდავს გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლებას.

მსოფლიო ასპარეზზე რუსეთი არ გამოირჩევა მეგობრული დამოკიდებულებით და ამ პრეზიდენტის განცხადება, რომ სურს მოქმედების მეტი თავისუფლება, როცა, რუსეთთან ურთიერთობისას, პასუხს არ აგებს ამერიკელი ხალხის წინაშე, არის ძალიან შემაშფოთებელი, ძალიან საგანგაშო...მიტ რომნი
როგორც ვიდეოკადრები მიანიშნებს, ობამამ და მედვედევმა ამ მოკლე საუბრისას არ იცოდნენ, რომ მათ უსმენდნენ, რომ მიკროფონები ჩართული იყო....
ობამას განცხადებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიიდან. პრეზიდენტს ადანაშაულებენ, ნოემბერში მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში, რუსეთთან მეტისმეტად დიდ დათმობაზე წასვლის სურვილში. პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატად ნომინაციისათვის მებრძოლმა მიტ რომნიმ „საგანგაშო და შემაშფოთებელი“ უწოდა პრეზიდენტის სიტყვებს. „მსოფლიო ასპარეზზე რუსეთი არ გამოირჩევა მეგობრული დამოკიდებულებით და ამ პრეზიდენტის განცხადება, რომ სურს მოქმედების მეტი თავისუფლება, როცა, რუსეთთან ურთიერთობისას, პასუხს არ აგებს ამერიკელი ხალხის წინაშე, არის ძალიან შემაშფოთებელი, ძალიან საგანგაშო“, - განაცხადა მიტ რომნიმ კალიფორნიის შტატის ქალაქ სან დიეგოში.
თუ ისევ პრეზიდენტ ობამას განცხადებას დავუბრუნდებით - დაპირებას, რომ უფრო მოქნილი იქნება ევროპაში დაგეგმილი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემასთან მიმართებით - აღსანიშნავია, რომ აშშ-ის და ნატოს ამ, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გეგმას კატეგორიულად ეწინააღმდეგება მოსკოვი. მიუხედავად ვაშინგტონის განცხადებისა, რომ სისტემით გამიზნულია, მაგალითად, ირანისაგან შესაძლო თავდასხმის მოგერიება, მოსკოვი შიშობს, რომ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა რუსეთის სამხედრო პოტენციალსაც დაასუსტებს. ვაშინგტონი აცხადებს, რომ მაინც, მოსკოვის უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, ემხრობა ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განთავსებას, თუმცა, მიზანშეწონილად მიაჩნია მოსკოვთან გარკვეული კომპრომისის მიღწევა.
არა მგონია, ვინმემ მოულოდნელობად ჩათვალოს ის, რომ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვაზე მოლაპარაკებას ვერ დაიწყებ შეერთებულ შტატებში პრეზიდენტისა და კონგრესის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე...ბარაკ ობამა