Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა


კენჭისყრა ცხინვალში
კენჭისყრა ცხინვალში
სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ბელა პლიევამ განაცხადა, კენჭისყრაში მონაწილეობა 65%-ზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო და არჩევნები შემდგარად გამოცხადდა:

"საარჩევნო უბნები დაიხურა. ხმის დათვლის პროცესი წარიმართება ყველა საპრეზიდენტო კანდიდატის შტაბის წარმომადგენლების მონაწილეობით..."

"საპრეზიდენტო" არჩევნები პირველად 27 ნოემბერს გაიმართა, თუმცა გაუქმდა მას შემდეგ, რაც ოპოზიციის კანდიდატმა, ალა ჯიოევამ, გამარჯვების მოპოვება შეძლო. ხელმეორე არჩევნებში კენჭს ოთხი კანდიდატი იყრის. მათ შორის არ არიან ყოფილი ძირითადი კანდიდატები - ალა ჯიოევა და ანატოლი ბიბილოვი, რომელსაც კრემლი უჭერდა მხარს.

ალა ჯიოევამ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა - მისი აზრით, მონაწილეობა წინა კენჭისყრის გაუქმების კანონიერების აღიარების ტოლფასი იქნებოდა.

ანალიტიკოსები განმეორებით არჩევნებში მონაწილე ოთხივე კანდიდატს კრემლის მიერ მხარდაჭერილად მიიჩნევენ. როგორც ვარაუდობენ, ძირითადი კონკურენცია ორ კანდიდატს შორის იქნება. ესენი არიან სეპარატისტული რეგიონის წარმომადგენელი მოსკოვში, დიმიტრი მედოევი და უშიშროების სამსახურის ყოფილი უფროსი, ლეონიდ თიბილოვი.
XS
SM
MD
LG