23 მარტს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ეკა გიგაური, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი. მან ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე დასმულ აქცენტებზე ილაპარაკა. 21 მარტს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაიმართა რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის - საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატების მოსმენა. საქართველოში ელჩობის კანდიდატ რიჩარდ ნორლანდის გამოსვლაშიც და სენატორების შეკითხვებშიც მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო საქართველოში დემოკრატიის განვითარების მნიშვნელობას, წინასაარჩევნოდ არსებულ პოლიტიკურ გარემოს. რამდენჯერმე გაესვა ხაზი იმას, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია პირდაპირ არის დაკავშირებული ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1