Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ოჯახში ძალადობის ყველაზე მეტი შემთხვევა კახეთშია


სექსუალური ძალადობა, ოჯახში ძალადობა და ტრეფიკინგი - ამ სახით ირღვევა ყველაზე ხშირად კახეთში ქალთა უფლებები. პროცენტულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი მაინც ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე მოდის - ასეთი ინფორმაცია აქვთ ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსლის კახეთის რეგიონალურ კომიტეტში. კომიტეტის თავმჯდომარის ჯილდა ნიბლაძის თქმით, კახეთში მცხოვრები გამოკითხული ქალების 92% ამბობს, რომ ერთხელ მაინც გამხდარა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი.

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსლის კახეთის რეგიონალური კომიტეტის თავმჯდომარე ჯილდა ნიბლაძე ოჯახში ძალადობის სხვადასხვა შემთხვევებზე საუბრობს:
სამწუხაროდ, ყოფითი პირობებიდან გამომდინარე,ისინი ყველაზე ხშირად ეკონომიკურ ძალადობას განიცდიან ...
მარეხ მგალობლიშვილი

’’იყო შემთხვევა, როცა ოჯახში მომხდარი უსიამოვნების გამო, ბავშვი წაართვა მამამ დედას. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ქალთა უფლებები ირღვევა. მოხდა ისეც , რომ ეჭვიანობის ნიადაგზე ქმარმა ცოლს დასაქმების უფლება არ მისცა, რადგან ეს ქალი ლამაზი იყო. იყო შემთხვევა, როცა ოჯახში კონფლიქტის ნიადაგზე, ქმარმა ცოლი ეზოში ხეზე მიაბა და ქამრით სცემა. ’’

ოჯახში ძალადობის გამომწვევ რამდენიმე მიზეზზე ამახვილებს ყურადღებას მარეხ მგალობლიშვილი, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თელავის ოფისის ხელმძღვანელი. ორგანიზაციას ქალები ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სამართლებრივი დაცვის თხოვნით მიმართავენ.

’’სამწუხაროდ, ყოფითი პირობებიდან გამომდინარე,ისინი ყველაზე ხშირად ეკონომიკურ ძალადობას განიცდიან. მათ არ აქვთ ელემენტარულად სადმე წასასვლელი, რომ დროებით მაინც აღკვეთონ ეს ძალადობა და შემდგომ იფიქრონ თავიანთ მომავალზე. ამიტომაც არის ხშირად, რომ მსხვერპლ ქალებს ეშინიათ ამ პრობლემებზე საუბრის. გარდა ამისა, მათ მოძალადეები, როგორც ჩანს, უკრძალავენ ამაზე საუბარს. ყველაზე მთავარია, რომ ქალები ეკონომიკურ დამოკიდებულებაში არიან მოძალადეებთან. ’’

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თელავის ოფისში აცხადებენ, რომ ორგანიზაცია ძირითადად განქორწინების, ქონების გაყოფისა და ბავშვის საკითხის გადაწყვეტის პროცესში ერთვება. საიას თელავის ოფისის ხელმძღვანელის, მარეხ მგალობლიშვილის თქმით, ორგანიზაციას დახმარების თხოვნით დღეში საშუალოდ 4 -5 დაზარალებული ქალბატონი მიმართავს.

სამართლებრივი კონსულტაციების გარდა, დაზარალებულები ქალთა უფლებეზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებში ფსიქო-სამედიცინო დახმარებასაც იღებენ.
XS
SM
MD
LG