საქართველოში და ინდოეთში ისრაელის საელჩოების თანამშრომლები აფეთქებების სამიზნე გახდნენ - რაშიც ისრაელი ირანს ადანაშაულებს. თეირანი უარყოფს ინციდენტებთან რაიმე კავშირს.
თბილისში ნაღმის აფეთქება აღიკვეთა, დელიში კი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა. თავდასხმების ფონია ისედაც დაძაბული ურთიერთობა ისრაელსა და ირანს შორის.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდასხმების დაგეგმვაში ირანს პირდაპირ დასდო ბრალი:
"ირანი - რომელიც ამ თავდასხმების უკან დგას - მსოფლიოში ტერორის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია. ისრაელის მთავრობა და მისი უსაფრთხოების სამსახურები კვლავ გააგრძელებენ ამ ტერორისტული აქტების წინააღმდეგ მუშაობას, უსაფრთხოების ადგილობრივ სტუქტურებთან ერთად“ - თქვა ნეთანიაჰუმ.
ირანის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტომ, „ირნამ“, გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივნის, რამინ მეჰმანპარასტის პასუხი - რომ ისრაელის ბრალდება „სიონისტური რეჟიმის მიერ ირანის წინააღმდეგ წარმოებული ფსიქოლოგიური ომის“ ნაწილია.
ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა დაგმო საქართველოსა და ინდოეთში ისრაელის საელჩოს თანამშრობლებზე თავდასხმები - მათ „ლაჩრული“ უწოდა და განაცხადა, რომ აშშ მზად არის დახმარება აღმოუჩინოს გამოძიების პროცესს.
დელიში პოლიცია აცხადებს, რომ ისრაელის საელჩოს მანქანაზე ბომბის დამონტაჟებაში ეჭვმიტანილია მამაკაცი, რომელიც მოტოციკლეტით გადაადგილდებოდა. მანქანა, რომელშიც საელჩოში მომუშავე დიპლომატის ცოლი იჯდა, ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, მაჰმოჰან სინგჰის რეზიდენციისგან სულ რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით იდგა. აფეთქების შედეგად დაშავდნენ დიპლომატის მეუღლე, მისი ინდოელი მძღოლი და კიდევ ორი პირი, რომელიც იქვე მდგარ მანქანაში იმყოფებოდა. პოლიციის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა დისტანციური მართვის პულტით მოიყვანეს მოქმედებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, მსგავსი ხელწერით აფეთქება ასევე მზადდებოდა საქართველოში. თბილისში ისრაელის საელჩოს თანამშრომელმა რომან ხაჩატურიანმა საკუთარი მანქანის ქვეშ აღმოაჩინა ნაღმი და ეს პოლიციას შეატყობინა. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, გამნაღმველებმა ოპერატიულად გააუვნებელყვეს ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლის აფეთქებას შესაძლოა სერიოზული ზარალი მოჰყოლოდა:
„აღმოჩენილ იქნა ბომბი, რომელიც მიმაგრებული იყო ისრაელის საელჩოს ქართველი თანამშრომლის მანქანაზე. ამის შესახებ თავად ამ მანქანის მფლობელმა შეგვატყობინა და პოლიციამ დროულად მოახერხა ბომბის გაუვნებელყოფა. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება, რათა დადგინდეს, თუ ვინ დგას ამ აფეთქების მცდელობის უკან.“
თუმცა ისრაელს ეჭვი არ ეპარება, რომ ამ აფეთქების მცდელობის უკან ირანი ანდა რომელიმე ისლამისტური დაჯგუფება დგას. ნეთანიაჰუს თქმით, აღნიშნულ ინციდენტებს აქვთ მსგავსება გასულ თვეში ტაილანდსა და აზერბაიჯანში აღკვეთილ იერიშებთან, რომლებშიც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ირანი და ლიბანის ექსტრემისტული დაჯგუფება ჰისბოლაჰი დაადანაშაულა.
გასული თვის დასაწყისში აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა განაცხადეს, რომ მათ დააკავეს ორი პირი, რომლებიც აზერბაიჯანში მცხოვრები ცნობილი ისრაელელი მოქალაქეების მოკვლას ისახავდნენ მიზნად. მანამდე კი ბაქომ ირანი დაადანაშაულა მის ტერიტორიაზე განხორციელებულ ფართომასშტაბიან კიბერშეტევაში, რასაც 16 იანვარს ათეულობით საინტერნეტო გვერდის დაზარალება მოჰყვა.
ირანსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა დიდი ხანია, რაც დაძაბულია და ეს ბრალდება არავის გაჰკვირვებია. საქართველოსა და ირანს კი კეთილმეზობლური ურთიერთობა აქვთ, ხოლო 2011 წელს ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმიც ამოქმედდა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებაზე თბილისს კომენტარი არ გაუკეთებია. უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ კი ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რომ „პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის აქტივობები საქართველოში აქამდე არასოდეს შეინიშნებოდა, მით უმეტეს ისლამური ტერორიზმისა, თუ არ ჩავთვლით ჩრდილოკავკასიურ დაჯგუფებებს."

აღმოჩენილ იქნა ბომბი, რომელიც მიმაგრებული იყო ისრაელის საელჩოს ქართველი თანამშრომლის მანქანაზე ...

პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის აქტივობები საქართველოში აქამდე არასოდეს შეინიშნებოდა, მით უმეტეს ისლამური ტერორიზმის ...ნიკა ჩიტაძე