საქართველოს ხელისუფლებამ, რომელიც ჯერ კიდევ აპრილში უარყოფდა საარბიტრაჟო დავას ისრაელის ფირმა "ელბიტ სისტემსთან“, ცოტა ხნის წინ ნინო კალანდაძის პირით დაადასტურა, რომ კომპანია და ქართული მხარე მორიგდნენ. კალანდაძეს არ დაუსახელებია, რა თანხას გადაუხდის საქართველოს მთავრობა იარაღის მწარმოებელ ისრაელის კომპანიას ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოდან სარჩელის უკან გატანის სანაცვლოდ, მაგრამ თავად „ელბიტის“ წარმომადგენლები ამ ციფრებს არ მალავენ. კომპანიის საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დავის მოგვარების შესახებ მიღწეული შეთანხმებით, საქართველოს ხელისუფლება კომპანიას, „35 მილიონ დოლარის გარდა, გარკვეულ სამხედრო აღჭურვილობასაც დაუბრუნებს“.
რა დაუჯდა საქართველოს ბიუჯეტს კიდევ ერთი საერთაშორისო სკანდალის მოგვარება და რატომ მიიყვანა საქართველომ კიდევ ერთი ჩვეულებრივი სადავო საქმე ლონდონის სასამართლომდე, მაშინ როცა 2008 წელს, როდესაც ზემოხსენებულ კომპანიასთან სამხედრო ტექნიკის მოწოდების კონტრაქტი ფორმდებოდა, საქართველოს სამხედრო ბიუჯეტი იყო 1,3 მილიარდი ლარი და ამ თანხით სავსებით შეიძლებოდა ცნობილი საერთაშორისო ფირმის მომსახურების საფასურის დაფარვა? - ამ შეკითხვით მივმართეთ საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილეს, თინა ბურჯალიანს, რომელიც საერთაშორისო დავებში საქართველოს მთავრობის წარმომადგენელია.
თინა ბურჯალიანი: შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ამ წუთში არანაირი პრეტენზია და დავა არ არის „ელბიტსა“ და საქართველოს შორის. ეს დავა მოგვარებულია და ამის დადასტურება ნამდვილად შემიძლია. რეალურად ის სადავო მდგომარეობა, რაშიც ჩვენ აღმოვჩნდით, გამოწვეულია იმით, რომ 2008 წლის რუსეთის აგრესიის შემდგომი ფინანსური კრიზისის გამო, რომელიც, ფაქტობრივად, თან მოჰყვა ამ აგრესიას, ჩვენ, როგორც სახელმწიფო, აღმოვჩნდით ფორს-მაჟორის მდგომარეობაში და მოგვიწია რესტრუქტურიზაცია „ელბიტსა“ და საქართველოს მთავრობას შორის არსებული ურთიერთობისა. სწორედ ამ რესტრუქტურიზაციის გამო მოხდა, რომ რაღაც პერიოდში ეს სამართალურთიერთობა აღარ მიმდინარეობდა ისე მარტივად და ადვილად, როგორც 2008 წლის აგვისტოს ომამდე ხდებოდა. ამიტომ, პრაქტიკულად, ჩვენ მოვაგვარეთ ეს ურთიერთობა და არანაირ საერთაშორისო სკანდალს ადგილი არ ჰქონია. „ელბიტმა“ შეიტანა სარჩელი ინგლისის სასამართლოში, თუმცა ამ სარჩელს მსვლელობა არ მოჰყოლია, რადგან ჩვენ, მხარეები, უკვე სამუშაო ურთიერთობაში ვიყავით, გავააქტიურეთ ეს ურთიერთობა და ამის შედეგი იყო სწორედ ის, რომ დავა არ გაგრძელებულა, შეწყდა და ამოიწურა ყველა ის სადავო საკითხი, რომელიც მხარეებს შორის არსებობდა.
რადიო თავისუფლება: ისრაელის კომპანიის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ არ შეასრულა 2007-2008 წლებში გაფორმებული კონტრაქტის პირობები და, შესაბამისად, საქართველომ კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო არა მხოლოდ ფული, არამედ იარაღის ნაწილიც უნდა დააბრუნოს "თავდაპირველი პრეტენზიების მოხსნის სანაცვლოდ". ლაპარაკია, ძირითადად, უპილოტო თვითმფრინავებზე, რომლებიც საქართველომ რუსეთთან ომის წინ შეიძინა. თქვენ კი ბრძანეთ, რომ დარღვევა არ ყოფილა, მაგრამ მაინც ჩაგეკითხებით, ხომ არ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე იმ მოხელეების მიმართ, რომელთა მიერ კონტრაქტის პირობების დარღვევამ საქართველოს ბიუჯეტი 35 მილიონი დოლარით აზარალა?
თინა ბურჯალიანი: პირველ რიგში, ვადასტურებთ იმას, რაც „ელბიტმა“ თქვა - რომ 35 მილიონი დოლარი და გარკვეული მოწოდებული პროდუქციის ნაწილი ბრუნდება უკან. მეორე, რაც შეეხება კონტრაქტის დარღვევას, აქ კონტრაქტის დარღვევაზე ლაპარაკი არ არის. საქართველომ გადაიხადა თანხა, უბრალოდ, რესტრუქტურიზებული პირობებით, რომელიც იყო, ასე ვთქვათ, გათვალისწინებული კონტრაქტებით. ანუ დარღვევაზე არ არის ლაპარაკი. მე თავიდანვე სწორედ ეს გითხარით, რომ 2008 წლის ომის შედეგად და ფინანსური კრიზისის შედეგად, ჩვენ აღმოვჩნდით სიტუაციაში, როდესაც დაგვჭირდა რესტრუქტურიზაცია იმ ვალდებულებებისა, რომელიც „ელბიტთან“ გაგვაჩნდა. ანუ რაღაც ჯარიმაზე, ზედმეტ გადასახდელზე და ასე შემდეგ - ამაზე არ ყოფილა ლაპარაკი. და ამას ვგულისხმობ სწორედ და ეს არის კარგი, რომ ავიცილეთ [ასეთი განვითარება] თავიდან და ძალიან მალე შევედით განახლებული ურთიერთობების ფაზაში „ელბიტთან“, რაც ძალიან მისასალმებელია. რაც შეეხება შესაძლო კორუფციას ან შესაძლო სისხლის სამართლის საქმეს, იმ ფორმატში, რა ფორმატშიც ჩვენ მოგვიწია მუშაობა ამ საქმეზე, არ გამოვლენილა აბსოლუტურად არანაირი საფუძველი არც ერთი მხრიდან, რათა გვევარაუდა, რომ შეიძლებოდა ადგილი ჰქონოდა კორუფციულ გარიგებას. და, შესაბამისად, არც დაწყებულა არანაირი გამოძიება და არც იგეგმება ამწუთში არანაირი სისხლის სამართლის საქმის წარმოება. ეს იყო ძალიან სამუშაო მდგომარეობა საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ელბიტს“ შორის, რომელთანაც რამდენიმეწლიანი ურთიერთობა არსებობდა და ამ საქმიანი ურთიერთობების პროცესში წარმოიქმნა პრობლემები და ეს პრობლემები მოგვარებულია. მხოლოდ ასეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე.
რადიო თავისუფლება: საქართველოში ბევრი ექსპერტი და უფლებადამცველი ჩივის იმაზე, რომ სამხედრო უწყება იქცა „სახელმწიფოდ სახელმწიფოში“ და რომ „ძალოვანები“ საბიუჯეტო თანხებს უკონტროლოდ ხარჯავენ. თავად თქვენი მეუღლე თავდაცვის მინისტრის მოადგილედ მუშაობს და უფრო ამიტომაც გისვამთ ამ შეკითხვას: ექვემდებარება თუ არა სამხედრო შესყიდვები იუსტიციის სამინისტროს, კონტროლის პალატის ანდა სხვა მაკონტროლებელი უწყებების წინასწარ შესწავლას, რათა შემდგომში თავიდან იქნეს აცილებული ქვეყნის საზიანო კონტრაქტების გაფორმება?
თინა ბურჯალიანი: იუსტიციის სამინისტრო არ არის მაკონტროლებელი, თუმცა, როგორც მთავრობის იურიდიული მრჩეველი სამინისტრო, ბუნებრივია, უფლებამოსილია და ჩართულია სხვადასხვა სამინისტროების მიერ კონტრაქტების გაფორმების პროცესში, მოლაპარაკებების პროცესში და ასე შემდეგ. ამ კონკრეტულ კონტრაქტებზე, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ „ელბიტთან“ დადო, ჩვენ მონაწილეობა არ მიგვიღია. თუმცა ასევე შემიძლია გითხრათ, რომ დღევანდელი გადასახედიდან, როცა ეს კონტრაქტები ვნახეთ, ეს არის კლასიკური, ტიპიური საერთაშორისო ყიდვა-გაყიდვაში მიღებული კონტრაქტები. რაც შეეხება ზოგადად ისეთ სიტუაციებს, როდესაც რომელიმე კონკრეტული სამინისტრო - მათ შორის, თავდაცვის სამინისტროც - საჭიროებს იურიდიულ რჩევას, იურიდიული მხარის გაფორმებას, ეს იქნება კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკების, მისი იმპლემენტაციის თუ პრობლემების მოგვარების პროცესში, ბუნებრივია, იუსტიციის სამინისტრო ჩართულია ამ სამუშაოში, როგორც შეიძლება, საჭიროების შემთხვევაში, ჩართული იყოს ეკონომიკის, ფინანსთა, ენერგეტიკის თუ ნებისმიერი სხვა სამინისტრო. თუმცა, ბუნებრივია, ეს არ არის კონტროლის ფუნქცია.