ისრაელისა და საქართველოს ურთიერთობას ბოლო პერიოდში არაერთი ეჭვი და კითხვის ნიშანი დაუკავშირდა და ეს ფონი კიდევ უფრო გაამძაფრა ისრაელის ორი კომპანიის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა. თუკი „ელბიტ სისტემსი“ (Elbit Systems) საქართველოს სასამართლოში უჩივის, „გლობალ სი-ეს-ტი“ (Global CST), გავრცელებული ინფორმაციით, თანამშრომლობას აპირებს აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის ხელისუფლებასთან. უკავშირდება თუ არა ეს ორი ფაქტი ერთმანეთს და რა რეაქცია აქვს თბილისს?
ისრაელის კომპანიის - „გლობალ სი-ეს-ტის“ - დელეგაცია სოხუმში 14 აპრილს ჩავიდა. საუბარია კომპანიაზე, რომელსაც ისრაელის არმიისა და უშიშროების ძალების ყოფილი მაღალჩინოსნები მართავენ და რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, თბილისთან თანამშრომლობდა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომამდე.
ისრაელის ინტერნეტპორტალ ”იზრუსის” მიერ 13 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, „გლობალ სი-ეს-ტის“ წარმომადგენლები თურქეთიდან ახლადდაბრუნებულ სერგეი ბაგაფშს ოთხშაბათს მოსკოვში შეხვდნენ და კომპანიის ხელმძღვანელმა, ისრაელის შეიარაღებული ძალების გადამდგარმა გენერალ-მაიორმა ისრაელ ზივმა აფხაზეთისთვის თავდაცვითი ხასიათის სამხედრო ტექნოლოგიების მიწოდების შესაძლებლობაზეც ისაუბრა.
უკვე 14 აპრილს კი სამხედრო თანამშრომლობის შესაძლებლობა, აფსნიპრესის ცნობით, დაადასტურა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ; თუმცა, როგორც თავად სოხუმის ხელისუფლების საპატიო სტუმარმა, ისრაელ ზივმა უთხრა ადგილობრივ ჟურნალისტებს, ვიზიტი წმინდა ეკონომიკურ ინტერესებზეა ორიენტირებული და მას არავითარი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან.
თბილისი ჯერჯერობით თავს არიდებს კომენტარების გაკეთებას. 14 აპრილს, იმ დროს, როცა „გლობალ სი-ეს-ტის“ წარმომადგენლები სოხუმში პრესკონფერენციას მართავდნენ, ინფორმაციას დაუზუსტებელი უწოდა და დასკვნების გამოტანა ნაადრევად მიიჩნია ვიცე-პრემიერმა და სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში ეკატერინე ტყეშელაშვილმა. თუმცა ზოგადად მაინც განმარტა, რომ, საქართველოს კანონით ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, სათანადოდ დაისჯება ყველა ის კომპანია, რომელიც თბილისის გვერდის ავლით მოინდომებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან თანამშრომლობას.
დიდი მცდელობის მიუხედავად, რადიო თავისუფლებამ ვერც ეკატერინე ტყეშელაშვილთან და ვერც საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან მოახერხა იმის დაზუსტება, თუ რა საქმიანობით იყო დაკავებული საქართველოში „გლობალ სი-ეს-ტი“ რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომამდე.
ამ საკითხზე არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ ქართველი ექსპერტები და ასეთ ვითარებას ხელისუფლების ჩაკეტილობით ხსნიან. თუმცა სხვადასხვა წყაროს ცნობით, ზივის კომპანიამ საქართველოში მოღვაწეობა 2008 წლის ივლისის ბოლოს დაასრულა, ხოლო მანამდე ის ქართველი სამხედროების გარკვეული სახის წვრთნით იყო დაკავებული. საქართველო, თბილისის ხედები და ქართველი სამხედროების პორტრეტები მართლაც დიდ ადგილს იკავებს კომპანიის სარეკლამო რგოლში, რომელიც ინტერნეტით ვრცელდება. რაც შეეხება კომპანიის საქმიანობის ზოგად პროფილს, სარეკლამო რგოლის მიხედვით, „გლობალ სი-ეს-ტის“ მოღვაწეობა ძირითადად უსაფრთხოების დაცვის კუთხით განიხილება და ის, როგორც ჩანს, საკმაოდ მრავალმხრივია:
”...დაწყებული სამხრეთ ამერიკის გამოწვევებით და დასრულებული აღმოსავლეთ ევროპის საჭიროებებით... დაწყებული ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოების სისტემებით და დასრულებული კონტრტერორიზმითა და წესრიგის დამყარებით.... ”გლობალ სი-ეს-ტის” დროდადრო იხმობენ პარტნიორად უსაფრთხოების მგრძნობიარე საკითხების გადასაწყვეტად მსოფლიოს ყველაზე რთულ წერტილებში...”
მართალია, კომპანია „გლობალ სი-ეს-ტის“ აფხაზეთით დაინტერესებას ისრაელთან გაღრმავებული მეგობრობის ჯაჭვის ერთ-ერთ რგოლად განიხილავს, მაგრამ კომენტარში ისრაელი ბიზნესმენების დაკავების ფაქტორსაც ახსენებს სოხუმში გამომავალი გაზეთის მთავარი რედაქტორი ინალ ხაშიგი. საუბარია ხელისუფლების წარმომადგენლის მოქრთამვაში ბრალდებული რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის საქმეზე, რომელმაც, ბევრის აზრით, გარკვეულწილად დაძაბა ურთიერთობა ისრაელსა და საქართველოს შორის:
”... ისრაელის ხელისუფლებას უკვე აღარაფერი აქვს დასამალი და, ალბათ, სასიამოვნოც კია მისთვის თბილისის მსუბუქად გაბრაზებაისრაელი ბიზნესმენების დაპატიმრების გამო... შესაძლოა, ამ ფაქტით გამოწვეულ რეაქციასთან გვქონდეს საქმე. მაგრამ, საერთო ჯამში, ჩვენი თანამშრომლობა ისრაელთან დიდი ხნის წინ დაიწყო. უბრალოდ, ახლა ამ თანამშრომლობაზე უკვე ღიად დაიწყეს ლაპარაკი.”
ისრაელის თანამშრომლობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიასთან უარყოფილია 14 აპრილს საღამოს გავრცელებულ კომენტარში. ისრაელის ელჩი საქართველოში, იცხაკ გერბერგი კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი სახელმწიფოს სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებით და აღნიშნავს, რომ ისრაელი აფხაზეთისთვის იარაღის მიყიდვას არ აპირებს; ხოლო ცალკეული კერძო კომპანიების მიერ გადადგმული ნაბიჯები ისრაელის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს არ წარმოადგენს.
ისრაელის კომპანია „გლობალ სი-ეს-ტის“ მიერ გადადგმულ ერთი შეხედვით თამამ ნაბიჯებს ქართველი ექსპერტები არასერიოზულს უწოდებენ და ამ ფაქტს უფრო გამაფრთხილებელ მესიჯად განიხილავენ - ისევ და ისევ დაკავებული ისრაელი ბიზნესმენების საქმის კონტექსტში. ასე ფიქრობს, მაგალითად, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ირაკლი სესიაშვილი:
”ეს არის საინფორმაციო კამპანია - როგორ მოვახდინოთ ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს საქმე ისრაელში კონკრეტულ ჯგუფს აქვს დავალებული. დაევალა შესაბამის სამსახურებს, რომ ამოიყაროს ყველა საქმე, რომელიც საქართველოს უკავშირდება... ”
ირაკლი სესიაშვილი თვლის, რომ ისრაელის ხელისუფლება, სულ მცირე, საქმის კურსშია და ამავე კონტექსტში განიხილება ისრაელის კიდევ ერთი კომპანიის მიერ 4 წლის დაგვიანებით გადადგმული ნაბიჯი. გავიხსენოთ, რომ თავდაცვითი სისტემების მწარმოებელმა ერთ-ერთმა უმსხვილესმა კომპანიამ, „ელბიტ-სისტემსმა“, 8 აპრილს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას დაახლოებით 100 მილიონ დოლარს ედავება, რის გამოც მან დიდი ბრიტანეთის სასამართლოში შეიტანა სარჩელი. სარჩელის შედგენის საფუძვლად დასახელებულია 2007 წელს გაფორმებული რამდენიმე კონტრაქტით გათვალისწინებული პროდუქციის საფასურის გადაუხდელობა. საუბარია საქართველოსთვის უპილოტო მზვერავი საფრენი აპარატების მიწოდებაზე. კონკრეტული კომენტარები თბილისს არც ამ საქმესთან დაკავშირებით გაუკეთებია.
ისრაელის კომპანიის - „გლობალ სი-ეს-ტის“ - დელეგაცია სოხუმში 14 აპრილს ჩავიდა. საუბარია კომპანიაზე, რომელსაც ისრაელის არმიისა და უშიშროების ძალების ყოფილი მაღალჩინოსნები მართავენ და რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, თბილისთან თანამშრომლობდა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომამდე.
ისრაელის ინტერნეტპორტალ ”იზრუსის” მიერ 13 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, „გლობალ სი-ეს-ტის“ წარმომადგენლები თურქეთიდან ახლადდაბრუნებულ სერგეი ბაგაფშს ოთხშაბათს მოსკოვში შეხვდნენ და კომპანიის ხელმძღვანელმა, ისრაელის შეიარაღებული ძალების გადამდგარმა გენერალ-მაიორმა ისრაელ ზივმა აფხაზეთისთვის თავდაცვითი ხასიათის სამხედრო ტექნოლოგიების მიწოდების შესაძლებლობაზეც ისაუბრა.
უკვე 14 აპრილს კი სამხედრო თანამშრომლობის შესაძლებლობა, აფსნიპრესის ცნობით, დაადასტურა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ; თუმცა, როგორც თავად სოხუმის ხელისუფლების საპატიო სტუმარმა, ისრაელ ზივმა უთხრა ადგილობრივ ჟურნალისტებს, ვიზიტი წმინდა ეკონომიკურ ინტერესებზეა ორიენტირებული და მას არავითარი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან.
ისრაელ ზივმა აფხაზეთისთვის თავდაცვითი ხასიათის სამხედრო ტექნოლოგიების მიწოდების შესაძლებლობაზეც ისაუბრა.
დიდი მცდელობის მიუხედავად, რადიო თავისუფლებამ ვერც ეკატერინე ტყეშელაშვილთან და ვერც საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან მოახერხა იმის დაზუსტება, თუ რა საქმიანობით იყო დაკავებული საქართველოში „გლობალ სი-ეს-ტი“ რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომამდე.
ამ საკითხზე არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ ქართველი ექსპერტები და ასეთ ვითარებას ხელისუფლების ჩაკეტილობით ხსნიან. თუმცა სხვადასხვა წყაროს ცნობით, ზივის კომპანიამ საქართველოში მოღვაწეობა 2008 წლის ივლისის ბოლოს დაასრულა, ხოლო მანამდე ის ქართველი სამხედროების გარკვეული სახის წვრთნით იყო დაკავებული. საქართველო, თბილისის ხედები და ქართველი სამხედროების პორტრეტები მართლაც დიდ ადგილს იკავებს კომპანიის სარეკლამო რგოლში, რომელიც ინტერნეტით ვრცელდება. რაც შეეხება კომპანიის საქმიანობის ზოგად პროფილს, სარეკლამო რგოლის მიხედვით, „გლობალ სი-ეს-ტის“ მოღვაწეობა ძირითადად უსაფრთხოების დაცვის კუთხით განიხილება და ის, როგორც ჩანს, საკმაოდ მრავალმხრივია:
”...დაწყებული სამხრეთ ამერიკის გამოწვევებით და დასრულებული აღმოსავლეთ ევროპის საჭიროებებით... დაწყებული ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოების სისტემებით და დასრულებული კონტრტერორიზმითა და წესრიგის დამყარებით.... ”გლობალ სი-ეს-ტის” დროდადრო იხმობენ პარტნიორად უსაფრთხოების მგრძნობიარე საკითხების გადასაწყვეტად მსოფლიოს ყველაზე რთულ წერტილებში...”
მართალია, კომპანია „გლობალ სი-ეს-ტის“ აფხაზეთით დაინტერესებას ისრაელთან გაღრმავებული მეგობრობის ჯაჭვის ერთ-ერთ რგოლად განიხილავს, მაგრამ კომენტარში ისრაელი ბიზნესმენების დაკავების ფაქტორსაც ახსენებს სოხუმში გამომავალი გაზეთის მთავარი რედაქტორი ინალ ხაშიგი. საუბარია ხელისუფლების წარმომადგენლის მოქრთამვაში ბრალდებული რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის საქმეზე, რომელმაც, ბევრის აზრით, გარკვეულწილად დაძაბა ურთიერთობა ისრაელსა და საქართველოს შორის:
”... ისრაელის ხელისუფლებას უკვე აღარაფერი აქვს დასამალი და, ალბათ, სასიამოვნოც კია მისთვის თბილისის მსუბუქად გაბრაზება
ჩვენი თანამშრომლობა ისრაელთან დიდი ხნის წინ დაიწყო. უბრალოდ, ახლა ამ თანამშრომლობაზე უკვე ღიად დაიწყეს ლაპარაკი.