ამერიკის შტატ ნიუ-ჰემპშირში რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის გამოსავლენად ჩატარებულ მეორე პრაიმერიში მასაჩუსეტსის ყოფილმა გუბერნატორმა მიტ რომნიმ გაიმარჯვა. ნიუ-ჰემპშირის შედეგი კიდევ უფრო აძლიერებს რომნის შანსებს, გახდეს რესპუბლიკელთა ერთიანი კანდიდატი ნოემბრისათვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში.
ნიუ-ჰემპშირის შტატში ჩატარებულ პირველად არჩევნებზე გამოყენებული ბიულეტენების დათვლის შემდეგ გაირკვა, რომ მიტ რომნიმ საკმაოდ იოლად მიაღწია გამარჯვებას. მასაჩუსეტსის შტატის ყოფილ გუბერნატორს ხმა მისცა 39 პროცენტმა, მეორე ადგილზე, 23%-ით, ტეხასელი კონგრესმენი რონ პოლი გავიდა. გასულ კვირაში მიტ რომნიმ შედარებით მცირე უპირატესობით გაიმარჯვა აიოვის შტატში ჩატარებულ შიდაპარტიულ არჩევნებში, რაც ზრდის მის შესაძლებლობებს, წარმატებით გაიაროს პირველადი არჩევნების მომდევნო ეტაპი, რომელიც 21 იანვარს სამხრეთ კაროლინაში გაიმართება. 11 იანვარს ნიუ-ჰემპშირში თავის მხარდამჭერთა წინაშე სიტყვით გამოსვლისას მიტ რომნიმ სწორედ მომავალი პრაიმერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება:
„პრეზიდენტი იდეებისაგან დაიცალა, ახლა კი მას მიზეზებიც ელევა. და ამ ღამეს ჩვენ მოვუწოდებთ სამხრეთ კაროლინის ღირსეულ ადამიანებს შეუერთდნენ ნიუ-ჰემპშირის მოქალაქეებს და 2012 წელი აქციონ წლად, როდესაც ობამას დროც დასრულდება.“
ნიუ-ჰემპშირის პრაიმერში მიღწეული შედეგებით მიტ რომნიმ არა მხოლოდ მოლოდინი გაამართლა, არამედ ისე წარმოჩნდა, რომ მას არ ჰყავს რეალური მეტოქე ამ რბოლაში. როგორც ზემოთ ითქვა, კონგრესმენმა რონ პოლმა, რომელმაც აიოვას შიდაპარტიულ არჩევნებში მესამე შედეგი აჩვენა, ნიუ-ჰემპშირში ხმების 23 % მოიპოვა, მაგრამ პოლიტიკის ანალიტიკოსთა პროგნოზებით, მიტ რომნის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატების არჩევნებში გამარჯვების შანსები დაბალი რჩება. მიუხედავად იმისა, რომ რომნის ჰყავს თავგადაკლული მომხრეები ლიბერტარიანული იდეების გამო, იმის გამო, რომ აპირებს შეამციროს ფედერალური ხარჯები სახელისუფლებო ბიუროკრატიისათვის, მას, როგორც ჩანს, უთანხმოება აქვს რესპუბლიკური პარტიის უფრო კონსერვატიულ უმრავლესობასთან, ვისთვისაც მიუღებელია მისი მოწოდებები, შემცირდეს სამხედრო ხარჯები, ჯარებმა დატოვონ ავღანეთი და მოხდეს ნარკოტიკების ლეგალიზება.
ანალიტიკოსების დაკვირვებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რესპუბლიკელთა ერთიანი კანდიდატის ტიტული მოიპოვოს ჯონ ჰანსტმენმა, იუტის ყოფილმა გუბერნატორმა, რომელიც ნაციონალურ გამოკითხვებში რეიტინგით ბოლო ადგილზეა. რესპუბლიკელები მას მკაცრ შეფასებას აძლევენ, როგორც ბარაკ ობამას მიერ დანიშნულ ელჩს ჩინეთში.
იმავდროულად, სამმა კანდიდატმა - ნიუტ გინგრიჩმა, რიკ სანტორუმმა და რიკ პერიმ, რომლებიც, ყველაზე უფრო სავარაუდოა, რესპუბლიკური პარტიის კონსერვატორი ამომრჩევლების ხმებისთვის იბრძოლებენ, ნიუ-ჰემპშირის პრაიმერი განვლეს და ახლა ისინიც მთელი ძალებით შეეცდებიან მოიპოვონ მხარდაჭერა სამხრეთ კაროლინაში.
პირველადი არჩევნების ფავორიტ რესპუბლიკელ კანდიდატს მიტ რომნის სამხრეთ კაროლინაში საკმაოდ მძიმე ბრძოლა ელოდება. ამ შტატში ევანგელისტი ქრისტიანების საკმაოდ დიდი გაერთიანებაა, მაშინ როცა მიტ რომნი მარმონია და თანაც საკმაოდ არამყარი შეხედულება აქვს აბორტისა და სხვა სოციალური პრობლემების თაობაზე.
მაგრამ იმის გამო, რომ რესპუბლიკური პარტიის კონსერვატიული ფრთა ვერ შეთანხმდა ერთიან კანდიდატზე, პოლიტიკის ანალიტიკოსთა პროგნოზით, სამხრეთ კაროლინაში მათი ხმები გინგრიჩს, სანტორუმსა და რომნის შორის ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გაიყოფა.

ჩვენ მოვუწოდებთ სამხრეთ კაროლინის ღირსეულ ადამიანებს შეუერთდნენ ნიუ-ჰემპშირის მოქალაქეებს და 2012 წელი აქციონ წლად, როდესაც ობამას დროც დასრულდება...