საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ უარყო სომალელი მეკობრეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 15 ქართველი და 3 თურქი მეზღვაურის გათავისუფლების სანაცვლოდ 3 მილიონი დოლარი მიიღეს.
მეკობრეებმა ადენის სრუტეში 2010 წლის სექტემბერში დატყვევებული გემის ეკიპაჟის წევრები 8 იანვარს გაათავისუფლეს.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, გათავისუფლებული მეზღვაურები შეიარაღებული დაცვის თანხლებით გადაიყვანეს საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებულ გემზე, რომელიც აფრიკის ერთ-ერთი უსაფრთხო პორტისკენ გაემგზავრა.
აფრიკაში იმყოფებიან საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებსაც კოორდინაციას უწევს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, საემიგრაციო პროცედურების მოგვარება დაწყებულია და ტყვეობიდან პრეზიდენტის პირადი კონტროლით გათავისუფლებული ქართველი მეზღვაურები სამშობლოში უახლოეს ხანში დაბრუნდებიან.
რამდენიმე ტელეკომპანიას გიორგი კარბელაშვილმა დღეს აცნობა, რომ საქართველოს 15 მოქალაქე სამშობლოში 16 იანვრამდე დაბრუნდება. დღესვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი ტელეფონით ესაუბრა სომალელი მეკობრეების ტყვეობიდან გათავისუფლებული გემის კაპიტანს, მემედ ზაქარაძეს და მეზღვაურებს გათავისუფლება მიულოცა.