ამ სათაურით გავიდა სიუჟეტი 21 დეკემბერს რადიო ”თავისუფლების” ეთერში. სიუჟეტის ავტორია ლელა კუნჭულია. სიუჟეტის შინაარსის გაცნობა რადიო თავისუფლების ვებსაიტზეც შეგიძლიათ. იუსტიციის სამინისტროში გაგზავნილ შეკითხვებზე პასუხი დღეს მიიღო რადიო ”თავისუფლებამ”. გთავაზობთ ამ პასუხებს:
- სანდრო გირგვლიანის ოჯახის ადვოკატის განმარტებით, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს აპრილის განაჩენის აღსრულების ფორმად არასტანდარტული პროცედურა შეარჩია. არის თუ არა ეს ასე და, თუ ასეა, რა მოეთხოვება ამ პროცედურის ფარგლებში საქართველოს მთავრობას?
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 46-ე მუხლის თანახმად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება გადაეცემა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს, რომელიც ზედამხედველობას უწევს აღსრულების პროცესს.
2011 წლის 1 იანვრიდან, ამოქმედდა ევროპის საბჭოს მინიტრთა კომიტეტის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე ზედამხედველობის ახალი სისტემა.
ახალი სისტემის მიხედვით, მინისტრთა კომიტეტი გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე ზედამხედველობას ორი სახის პროცედურის შესაბამისად ახორციელებს. ესენია, სტანდარტული და არასტანდარტული პროცედურა.
განსხვავებით სტანდარტული პროცედურისგან, რომელიც ფორმალური ხასიათისაა, არასტანდარტული პროცედურა გულისხმობს, აღსრულების პროცესში მინისტრთა კომიტეტსა და სახელმწიფოს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც შეიძლება მდგომარეობდეს, მათ შორის, ორმხრივ კონსულტაციებსა და კომიტეტის სამდივნოს მხრიდან მთავრობისათვის სამოქმედო გეგმის შედგენისას დახმარების გაწევაში.
სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, საქმეზე ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ, აღსრულების ფორმად შეირჩა არასტანდარტული პროცედურა.
- რა სახის კომუნიკაციის პროცესი მიმდინარეობს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტთან?
- აქამდე, აღნიშნული საქმის აღსრულების პროცესში გატარებული სხვადასხვა ღონისძიება, კერძოდ, განჩინებით განსაზღვრულ 3 თვის ვადაში, განმცხადებელს გადაერიცხა სასამართლოს მიერ სამართლიანი დაკმაყოფილების სახით მინიჭებული კომპენსაცია. ასევე, მინისტრთა კომიტეტის სახელმძღვანელო წესების მე-7 პუნქტის შესაბამისად, განჩინების ტექსტი ითარგმნა ქართულ ენაზე და გამოქვეყნდა ოფიციალურ ბეჭვდით ორგანოში „საკანონმდებლო მაცნე“.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობისა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენელთა შორის გაიმართა შეხვედრები, რომლის ფარგლებშიც, სხვა საკითხებთან ერთად, განხილულ იქნა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები.
ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ გირგვლიანის საქმეზე გამოტანილი ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოო გახდა 2011 წლის 26 ივლისს, ახალი პროცედურის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ მინისტრთა კომიტეტს სამოქმედო გეგმა უნდა წარუდგინოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში, ანუ 2012 წლის 26 იანვრამდე. სამოქმედო გეგმა შემუშავების პროცესშია.
საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტთან მომავალში გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას განჩინების სრულყოფილად აღსრულების მიზნით.