გორში პრესის გავრცელებით ორი კომპანია საქპრესა და საქართველოს ფოსტისა და საქართველოს ლატარიის გაერთიანებული კომპანია არიან დაკავებულნი. გარდა ამისა გაზეთებს, სტელაჟებზე კერძო პირებიც ყიდიან. საქპრესა გორის ტერიტორიაზე 7 ჯიხურს ფლობს. გორში ამ ჯიხურებს ეგრეთწოდებული ძველი ჯიხურების სახელით მოიხსენიებენ, რადგან ცოტა ხნის წინ სხვა კომპანიის ჯიხურებიც გამოჩნდა, რომლებშიც გაზეთების გარდა ლატარიის ბილეთები და სიგარეტი იყიდება. საქპრესის წარმომადგენლები ხელმომწერებზეც მუშაობენ, გაზეთების გარდა ისინი წიგნებსაც ყიდიან. ორგანიზაციის მენეჯერი დარეჯან კიკნაძე აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში გაზეთის რეალიზაციამ მნიშვნელოვნად იკლო, თუმცა შედარებით გაიზარდა ხელმომწერების რაოდენობა. კიკნაძის თქმით გორში ჯერჯერობით არავინ ითხოვს, რომ მათი მოძველებული ჯიხურები აიღონ.
იგივე ინფორმაცია საქართველოს ფოსტის და საქართველოს ლატარიის ერთობლივი კომპანიის წარმომადგენელმა ნიკო ტეტუნაშვილმა მოგვაწოდა. ამ კომპანიის ჯიხურები გორში ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ საქპრესაც და ფოსტაც საკუთარი ჯიხურების მეშვეობით გააზეთების რეალიზაციას ფასნამატის გარეშე აწარმოებენ. პრესას 10 თეთრით ძვირად ყიდიან კერძო გამავრცელებლები, ეგრეთწოდებული კრიკუნები. მათ ქალაქის სხვადაასხვა ადგილას, ძირითადად საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებთან სტელაჟები აქვთ მოწყობილი. კონკურენციის მიუხედავად მყიდველი მათაც ჰყავთ, ერთ–ერთი სტელაჟის მფლობელი ვენერა გოგიშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ბოლო თვეებში, მას შემდეგ რაც ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, გაზეთების რეალიზაციაც გაიზარდა. მისი თქმით გაზეთით ვაჭრობას მას არავინ უშლის.
დედაქალაქისგან განსხვავებით რეგიონში პრესის გავრცელებას საფრთხე ჯერ არ ემუქრება. ადგილობრივ ხელისუფლებაში ჯიხურების აღების ან გაზეთებით გარევაჭრობის აკრძალვის შესახებ არაფერს ამბობენ. არც გაზეთ ქართლის ხმის რედაქტორი საბა წიწიკაშვილი ფლობს ინფორმაციას ქალაქში პრესის გავრცელების შეზღუდვის შესახებ. იგი ადგილობრივი გაზეთების გავრცელების გზებზე გვესაუბრება.
გორში ორი დამოუკიდებელი გაზეთი ქართლის ხმა და ხალხის გაზეთი გამოდის. ხელმომწერების გარდა ეს გამოცემები სტელაჟების მეშვეობითაც ვრცელდება.