ახალი შენობა, ახალი ინვენტარი, მუშაობის ახალი, ელექტრონული სისტემა და ახალი თანამშრომლები. ახალციხის მთავარი და საბავშვო ბიბლიოთეკა ახალაშენებულ შენობაში გადასვლის შემდეგ მუშაობას ამ სიახლეებით დაიწყებს.
ახალციხის მთავარი და საბავშვო ბიბლიოთეკა თოჯინების თეატრის ფოიეში, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე თვე დარჩება. როდის დასრულდება ბიბლიოთეკის ახალი შენობის მშენებლობა, ხელმძღვანელი პირებისთვის უცნობია.
100 000 წიგნი ბიბლიოთეკის შენობის დაცლის შემდეგ გამგეობის ერთ-ერთ დარბაზში შეინახეს. ექვსი თვის მანძილზე ბიბლიოთეკა მხოლოდ რამდენიმე წიგნს გასცემდა.
ახალ შენობაში გადასვლამდე ბიბლიოთეკაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. რეორგანიზაციის შემდეგ თანამდებობის დატოვება სპეციალისტს, მთავარ სპეციალისტსა და მენეჯერს მოუწიათ. მათ ადგილზე წარჩინებული კურსდამთავრებულები დანიშნეს.
ახალციხის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის ბელა მოდებაძის თქმით, რამდენიმე კანდიდატიდან სამი საუკეთესო შეირჩა.
ზაირა კელაპტრიშვილს გვიან ღამით დაურეკეს და შეატყობინეს, რომ ის მენეჯერის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. როგორც თავად ამბობს, მიზეზი არ აუხსნიათ. ზაირა კელაპტრიშვილი ბიბლიოთეკაში 32 წლის მანძილზე მუშაობდა, აქედან 11 წელი მენეჯერის თანამდებობა ეკავა. ამ პერიოდში რამდენიმე გრანტი მოიპოვა და ბიბლიოთეკაში პროექტები განახორციელა. ყოფილი მენეჯერი 2 მცირეწლოვან შვილს ზრდის. თანამდებობიდან გათავისუფლებული კელაპტრიშვილი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის თქმით, კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებასა და მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის სიტყვიერი შეთანხმება მოხდა, რის შემდეგაც ბიბლიოთეკაში მოქმედი თანამშრომლები კურსდამთავრებულებით ჩაანაცვლეს. სამი გათავისუფლებული თანამშრომლიდან საპენსიო ასაკი მხოლოდ ერთს ჰქონდა.
რეორგანიზაცია არა მარტო ახალციხის მთავარ ბიბლიოთეკას, არამედ კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებასაც შეეხო. მმართველი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის კულტურის სახლსა და ბიბლიოთეკასაც შეუცვალეს. ახალი მენეჯერი ჰყავს სოფელ სხვილისის კულტურის სახლსაც. კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის თქმით, რეორგანიზაცია აღნიშნულ სტრუქტურაში დასრულებულია.