Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიბლიოთეკა დევნილი ბავშვებისთვის


ბიბლიოთეკა დევნილი ბავშვებისთვის
please wait

No media source currently available

0:00 0:02:14 0:00
გადმოწერა
ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში ბიბლიოთეკა გაიხსნა. ადგილობრივი მცხოვრებლები ბიბლიოთეკის გახსნას დიდი ხანია ითხოვდნენ. მათ დახმარებისთვის ხელისუფლებას და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართეს. საზოგადოება „ბილიკმა“ დასახლებაში კვლევა ჩაატარა და ბავშვებთან ერთად ბიბილიოთეკის გახსნის სურვილი უფროსებმაც გამოთქვეს. ამის შემდეგ „ბილიკის“ აღსაზრდელებმა და პედაგოგებმა გორში წიგნების შეგროვების კამპანია დაიწყეს. რიგით გორელებს დევნილთა ბიბლიოთეკისთვის წიგნები ორგანიზაციაში მიჰქონდათ, საქველმოქმედო აქციას საერთაშორისო ორგანიზაციებიც გამოეხმაურნენ. ზაფხულის განმავლობაში დაახლოებით 500 წიგნი შეგროვდა და ხურვალეთის დევნილთა დასახლების სოციალურ ცენტრში ბიბლიოთეკა საზეიმოდ გაიხსნა. ციცი შოშიტაშვილი მხატვრული ლიტერატურისთვის აქამდე სოფლის სკოლის ბიბლიოთეკას აკითხავდა, სკოლა კი დევნილთა დასახლებიდან მოშორებითაა.

საზოგადოება „ბილიკი“ ახორციელებს პროექტს „დავეხმაროთ ერთმანეთს“. ამ პროექტის დამფინანსებლები არიან აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო. „ბილიკის“ ხელმძღვანელი მარიკა მღებრიშვილი გაკვირვებას ვერ მალავდა, როცა ადგილობრივმა დევნილებმა სხვა მნიშვნელოვან პრობლემებზე წინ ბიბლიოთეკის უქონლობა დააყენეს.

ხურვალეთის ბიბლიოთეკას წიგნადი ფონდის ნაწილით ფედერაცია “გადავარჩინოთ ბავშვებიც“ დაეხმარა. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნესლი ვილსონი სიამოვნებით ჩაერთო იმ საქველოქმედო აქციაში, რომელიც ბავშვების გონებრივ განვითარებას ემსახურება.

საზოგადოება “ბილიკს” არაერთი აქცია აქვს დაგეგმილი დევნილი ბავშვების მხარდასაჭერად. ეს ორგანიზაცია გორში 1997 წლიდან არსებობს და მას შემდეგ სოციალურად დაუცველ და მზუნველობას მოკლებულ მოზარდებს ეხმარება.
XS
SM
MD
LG