შვიდწლიანი ლოდინის დასასრული: "Bad As Me"
ამერიკელი მუსიკოსის, ტომ ვეიტსის, ფანები შვიდი წელი ველოდით ამ დღეს. დღეს, როცა შევიტყობდით, რომ ჩვენი კერპი სტუდიურ ალბომს უშვებს, რომელიც მთლიანად ახალი მუსიკისგან შედგება. მართალია, მუსიკოსის ბოლო ალბომი – “Orphans: Brawlers, Bawlers & Bastards” – 2006 წელს გამოვიდა, მაგრამ ის უფრო სამი დისკისგან შემდგარ კომპილაციას წარმოადგენდა, ვიდრე ახალ ალბომს – შეიცავდა ძველ, აქამდე უცნობ სიმღერებს, იშვიათ კომპოზიციებსა და ქავერებს. ახლა კი ვიცით, რომ ვეიტსი სრულიად ახალ ალბომს უშვებს – სახელწოდებით “Bad As Me”. ალბომი დღის - უფრო სწორად, მაღაზიების – სინათლეს 25 ოქტომბერს იხილავს. ეს ამბავი მსმენელს თავად მუსიკოსმა აცნობა რამდენიმე კვირის წინ ინტერნეტით გავრცელებული მოკლე და ვეიტსისეულად ექსცენტრიკული ვიდეოთი.
ვეიტსის მუსიკალური კარიერა უკვე ოთხ ათეულ წელსა და უამრავ სტილს – მათ შორის, ბლუზს, როკს, ფოლკს, გოსპელს მოიცავს. ვეიტსს მისი თაყვანისმცემლები მოკლედ და კონკრეტულად „გენიოსს“ ვუწოდებთ. მუსიკის კრიტიკოსები კი უფრო ანალიტიკურები არიან და წერენ, რომ ის თანამედროვე მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე არაორდინარული, საინტერესო და მნიშვნელოვანი ფიგურაა.
ახალ ალბომს - “Bad As Me”-ს ფანებიც და კრიტიკოსებიც დიდი მოლოდინით ველით. ძალიან ცოტას თუ ეპარება ეჭვი, რომ ეს ალბომი ვეიტსის ისედაც უკვე თითქმის მითოლოგიზებულ რეპუტაციას კიდევ უფრო გაამყარებს. ინტერნეტით უკვე გავრცელდა ალბომიდან ერთი სიმღერა – სინგლი “Bad As Me”. და ამ სინგლით თუ ვიმსჯელებთ, შვიდწლიანი ლოდინი ნამდვილად ღირდა. ვეიტსი, თავისი საოცარი, ერთდროულად უხეში და ლირიკული ხმით, ღრმა და დამუხტული პოეზიით, უჩვეულო რიტმებით, საინტერესო არანჟირებით, სევდით, იუმორით და უცნაური, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, მომნუსხველი და დაუვიწყარი ჟღერადობით ნამდვილად დაბრუნდა.
უჩვეულო თანამშრომლობის ნაყოფი: “Lulu”
კიდევ ერთი ალბომი, რომელიც დიდ ინტერესს და ცოტაოდენ სკეპტიციზმსაც იწვევს როგორც მუსიკის მოყვარულებში, ისე კრიტიკოსებში, 31 ოქტომბერს – ჰელოუინის დღესასწაულზე – გამოვა. საუბარია უჩვეულო თანამშრომლობაზე: ნიუ-იორკის ავანგარდული როკის ინტელექტუალურმა ვეტერანმა, საკულტო მნიშვნელობის ჯგუფის,“Velvet Underground”-ის ვოკალისტმა, გიტარისტმა და კომპოზიტორმა ლუ რიდმა, მეინსტრიმული ტრეშ-მეტალის წარმომადგენელ, უზარმაზარი კომერციული წარმატების მქონე ჯგუფ „Metallica“-სთან ერთად ჩაწერა ალბომი სახელწოდებით “Lulu“.
როგორც თავად მუსიკოსები წერენ თავიანთ ვებსაიტზე, “Lulu“-ს შთაგონების წყარო გერმანელი ექსპრესიონისტი მწერალი, ფრანკ ვედეკინდი და ადრეულ 1900-იან წლებში გამოქვეყნეული მისი პიესები – „დედამიწის სული“ და „პანდორას ყუთი“ – გახდა. ამ პიესებში მოთხრობილია ახალგაზრდა, ცხოვრებისა და ადამიანებისგან დაჩაგრული მოცეკვავის ისტორია. თავიდან პროექტზე მუშაობა ლუ რიდს დაუწყია – ის ბერლინის ერთ-ერთ თეატრში აპირებდა მუსიკალური სპექტაკლის დადგმას, მაგრამ შემდეგ ერთ კონცერტზე „მეტალიკის“ წევრებს შეხვედრია, მუსიკოსებს ერთად დაუკრავთ და ერთობლივი პროექტის იდეაც ასე დაბადებულა.
მუსიკის კრიტიკოსები, მათ შორის, ჟურნალ „როლინგ სტოუნის“ ავტორები, თანხმდებიან, რომ ძნელი წარმოსადგენია, მაინც როგორი ჟღერადობა ექნება ამ ალბომს – სასოწარკვეთასა და ადამიანურ სურვილებზე ლუ რიდის დამთრგუნველი, მონოტონური ხმით მოთხრობილი ამბების შერწყმას „მეტალიკის“ მძიმე მუხტთან. ალბომიდან, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთი სიმღერის - “The View”-ის ნაწყვეტი გავრცელდა.
თავად მუსიკოსები თანამშრომლობით ბედნიერები ჩანან. „ეს ქორწინება ცაში შედგაო“ – უთხრა ლუ რიდმა ჟურნალ „როლინგ სტოუნს“ ალბომზე მუშაობის პროცესში და დასძინა: „პირველივე დღეს, როცა ერთად დავუკარით, ვიცოდი, რომ სრულყოფილების წინაშე აღმოვჩნდი“. „მეტალიკის“ ვოკალისტი ჯეიმს ჰეტფილდი და გიტარისტი კირკ ჰამეტი კი გამოტყდნენ, რომ „ლულუზე“ მუშაობის პროცესში ლუ რიდის პოეზიამ ისინი ცრემლებამდე მიიყვანა. ჰამეტის თქმით, მას მამა ახალი გარდაცვლილი ჰყავდა და სიმღერა “Junior Dad“-მა მასზე ისე ემოციურად იმოქმედა, რომ ჩაწერა მიატოვა და აცრემლებული ოთახიდან გავარდა. „სამზარეულოში ვიდექი და ვქვითინებდი“ – უთხრა მან ერთ-ერთ მუსიკალურ გამოცემას. ემოციების გამო ჩაწერის დატოვება მოუხდა ჯეიმს ჰეტფილდსაც, „მეტალიკის“ ვოკალისტსა და რიტმ-გიტარისტს. ისიც ატირებული შესულა სტუდიის სამზარეულოში. ეს "სიგიჟე" იყოო - იხსენებს ჰამეტი.
ალბომი, როგორც ვთქვით, 31 ოქტომბერს გამოვა. მის შესახებ ბევრი რამ უკვე ცნობილია, მათ შორის, სიმღერების სათაურები და ის, რომ ალბომის ერთი ტრეკი 19 წუთზე მეტია, ორი კი ხანგრძლივობით 11 წუთს აჭარბებს.
ჯერ არგამოსულ ალბომს მცირე სკანდალი უკვე მოჰყვა. 20 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ორგანიზაციამ, რომელიც ლონდონის მეტროს განაგებს, აკრძალა ალბომ „ლულუს“ სარეკლამო პლაკატები იმ საბაბით, რომ ისინი ძალიან ჩამოგავს ქუჩის მხატვრობას, გრაფიტის. პლაკატზე გამოსახულია ხელებმოჭრილი, დალილავებული მანეკენი ქალის თოჯინა, რომელსაც თითქოს სისხლით აწერია ალბომის სახელწოდება „ლულუ“. ჟურნალ „როლინგ სტოუნის“ ვარაუდით, იმის მიუხედავად, რომ სკანდალები უცხო არც ლუ რიდის და არც „მეტალიკისთვის“ არ არის, სარეკლამო პლაკატით სკანდალის მოხდენა მათი მიზანი ნამდვილად არ ყოფილა და ლონდონის მეტროს გადაწყვეტილებამ მუსიკოსები ძალიან გააკვირვა. „რას იტყოდნენ ენდი ვორჰოლი ან ჟან მიშელ ბასკია ასეთ უაზრო ცენზურაზე? – კითხვაზე კითხვით გაუცია პასუხი ლუ რიდს „როლინგ სტოუნის“ ჟურნალისტისთვის.