ქვეყანას, დაღუპული გმირების გარდა, რუსეთ-საქართველოს ომს ბორჯომის ხეობის გადამწვარი ტყის მასივიც ახსენებს. ხეობის თავზე რუსული აალებადი ჭურვების ჩამოყრის გამო მთლიანად განადგურდა წაღვერის ტყის ძირითადი ნაწილი, დაზიანდა ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკისა და ეროვნული ნაკრძალის დაცული ტერიტორია. ბორჯომის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ტრისტან ცუცქირიძე წაღვერში გაჩენილ ხანძარსა და ბორჯომის ხეობაში შექმნილ ვითარებას იხსენებს.
ნიადაგის დაზიანების გამო ტყის აღდგენითი პროცესი მძიმედ მიმდინარეობს. წაღვერში წიწვოვან ხესთან ერთად ნეშომპალაც დაიწვა. ტყის აღდგენას დიდი დრო სჭირდება და მთავარი პრობლემაც ეს არის, – განმარტავენ ბორჯომელები.
მნიშვნელოვანი ზარალი ტყემ ბორჯომსა და აწყურში უკვე 2010 წლის აგვისტოშიც განიცადა. მიუვალი ადგილისა და მაღალი ტემპერატურის გამო ხანძარი სწრაფად გავრცელდა. ხანძრის ლოკალიზებაში მოხალისეები, სახანძრო სამსახურები, თავდაცვის სამინისტროსა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები მონაწილეობდნენ. ადგილობრივი მცხოვრებლები მაშინვე ირწმუნებოდნენ, რომ ძლიერი ქარის გამო გართულებულ მდგომარეობას მხოლოდ ძლიერი ნალექი თუ უშველიდა.
დღეს უკვე სპეციალისტები იმასაც აღნიშნავენ, რომ ხანძრის შედეგად განსაკუთრებით წიწვოვანი ჯიშის ხეები და გაჩეხილი ადგილები განადგურდა. სატყეო სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი და ახლა უკვე ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ გიქოშვილი ხანძრისგან მიყენებულ ზარალზე საუბრობს.
გადამწვარი ტყე და ნიადაგი, განადგურებული ფლორა და ფაუნა, ეროზიის საფრთხის ქვეშ მყოფი ბორჯომის მოსახლეობა – ეს გახლავთ ექსპერტების პირველადი დასკვნა ეკოციდის ჯერ კიდევ ბოლომდე შეუსწავლელ ფაქტებთან დაკავშირებით. ბორჯომში ამბობენ, რომ წაღვერსა და მიმდებარე ტერიტორიას ხანძარმა აუნაზღაურებელი ზიანი მიაყენა. მოშლილი ეკოსისტემისა და ღვარცოფების წინაშე მდგარი მოსახლეობა კი ირწმუნება, რომ ერთთვიანი ხანძრის შემდეგ კლიმატი საგრძნობლად შეიცვალა. ბორჯომის მოსახლეობის აზრს იზიარებენ ახალციხელებიც.
რამდენიმე ასეულ ჰექტარზე გაჩენილმა ცეცხლმა ხის უნიკალური ჯიშები გაანადგურა. მწვანე საფარის განადგურება კი კლიმატზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს, – აცხადებს “ეკოლოგიური კავშირი - საზოგადოებრივი განვითარების” ახალციხის ცენტრის თავმჯდომარე ნუგზარ თათეშვილი.
გადამწვარი ტყის მასივის აღსადგენად როგორც ხელისუფლების, ასევე ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი თანხები ტყის ხელოვნურ განაშენიანებას მოხმარდა.