ერთი მხრივ, „ამნესტი ინტერნეიშენალი“, დევნილთა საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა ჯგუფი თუ ინდივიდი სახელმწიფო მანქანას დევნილთა საკითხში სტრატეგიის და, რაც მთავარია, მისი ხისტი აღსრულების გადახედვას ურჩევს, მეორე მხრივ კი, პროცესი ყოველგვარი გადახვევის გარეშე, გამოსახლების გაწერილი ფორმით გრძელდება. ამ კვირას ჯერი სასტუმრო „აფხაზეთში“ მცხოვრებ დევნილებზე მიდგა და უფლებათა დამცველმა ჯგუფებმა კანონის დარღვევაზე პირდაპირ დაიწყეს საუბარი. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი ამბობს:
”მათი იძულებით გამოსახლება არ შეიძლება, თუკი ეს პირები არ თანხმდებიან შემოთავაზებულ პირობებს. ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არ აქვს დევნილების გამოსახლების უფლება. ეს დავა შესაძლოა გადაჭრას მხოლოდ და მხოლოდ სასამართლომ და მხოლოდ სასამართლოს ნებართვის შემდეგ არის შესაძლებელი დევნილების იძულებითი გამოსახლება.”
დევნილები სასტუმროში 21 წელია ცხოვრობენ და დოკუმენტაცია წესრიგში აქვთ. ამიტომაც მათი გამოსახლება, კანონის მიხედვით, მხოლოდ მათი თანხმობით უნდა ხდებოდეს. დევნილები, თავის მხრივ, არათუ თანხმდებიან, არამედ აქციებს მართავენ, შენობაზე SOS-ს აწერენ, პოლიცია კი, ამის პარალელურად, მათ გაფრთხილებას უგზავნის გამოსახლების თაობაზე:
”ჩვენ ამ შემონაში ჩაწერილები ვართ და კანონიერი მფლობელები ვართ ამ ფართებისა, ჩვენი დოკუმენტაციით ჩვენ გათანაბრებულები ვართ მესაკუთრეებთან, 21 წელია უკვე ჩვენ ჩაწერა დოკუმენტაციაში გვაქვს სასტუმრო „აფხაზეთში“, ვაჟა ფშაველას 25-ში.”
სასტუმრო „აფხაზეთში“ 700-მდე დევნილს პოლიციამ ვადა 15 აგვისტომდე მისცა.
ამ კვირასვე გაისმა საუბარი იმაზე, რომ სასტუმრო „აფხაზეთით“ ინვესტორია დაინტერესებული. მეორე მხრივ კი, დევნილთა სამინისტრომ ამ კვირასვე განაცხადა, რომ დევნილები სასტუმროში მძიმე პირობებში ცხოვრობენ და რომ სამინისტრო ამის გამოსწორებას ცდილობს. მაგალითად, სამინისტრო აცხადებს, რომ ის დევნილებს თითო ოჯახზე ათი ათას დოლარს სთავაზობს, სამინისტრო ლაპარაკობს ასევე ალტერნატიულ რემონტზე, რომელიც ქალაქ რუსთავში დევნილებისთვის გამოყოფილ შენობებში, სავარაუდოდ, ნოემბრის თვეში დასრულდება. რატომ იწყება გამოსახლება დღეს, როცა, მაგალითად, რემონტი რუსთავში ნოემბერში სრულდება? ამ და სხვა საკითხებზე დევნილთა მინისტრს სახალხო დამცველიც მიმართავს. ღია წერილში სახალხო დამცველი ხაზგასმით ამბობს, რომ დევნილთა თანხმობის გარეშე დევნილების გასახლება არ შეიძლება.
რაც შეეხება სამინისტროს შემოთავაზებებს, დევნილები ამის შესახებ ან მედიისგან გებულობენ, ან აცხადებენ, რომ პირობები მიუღებელია, რადგან მათი საცხოვრებელი მდგომარეობა ამ შემოთავაზებებით უარესდება. შეგახსენებთ, რომ, კანონის თანახმად, სახელმწიფომ მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გაასახლოს ისინი, თუ მათი პირობები გაუმჯობესდება და თან, რაც მთავარია, მარტო სამინისტრო კი არ უნდა მიიჩნევდეს ახალ პირობებს გუმჯობესებად, არამედ დევნილებიც უნდა ადასტურებდნენ ამას ხელმოწერით. დევნილები აქციებს მართავენ, პროცესი კი გრძელდება.
დევნილების თემას რამდენჯერმე ახსენებენ პოლიტიკოსები და საექსპერტო ჯგუფები. საუბარი დევნილთა დაბრუნების კუთხით მიმდინარეობს ძირითადად როგორც საკმაოდ რთულ და მცირე ვადაში მოუგვარებელ თემაზე. ამიტომაც გაისმის მოსაზრებები, რომ უნდა გაუმჯობესდეს სავაჭრო მიმოსვლისა და საზღვრის გადალახვის პროცედურები, როგორც დევნილთა დაბრუნების წინაპირობა. ამ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას საერთაშორისო საექსპერტო „კრიზისების ჯგუფი“, ექსპერტები საქართველოში კი,ტრადიციულად, დიდ პოლიტიკურ ინტერესებზე განაგრძობენ საუბარს და ამ ჭრილში ზემოხსენებულ თემებს ტექნიკური დეტალების პარამეტრებად აღიქვამენ. მაგალითად, გია ნოდია ამ კვირას აჩრდილებზე საუბრობს.
„არა მგონია, რომ ამ მიმართულებებით მაინცდამაინც სერიოზული გარღვევა მოხდეს პოლიტიკურ ჭრილში, იმიტომ რომ მთავარი პრობლემა, რატომაც, ვთქვათ, „კრიზისის ჯგუფი“ წერს მოხსენებას, არის ის, რომ კრიზისია უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობაში, ანუ, ფაქტობრივად, არის ახალი ომის საფრთხე. ახლა ეს შეიძლება ყოველდღიური საფრთხე არ იყოს, მაგრამ ეს აჩრდილი რაღაცნაირად არსებობს და რაღაც ასეთ ვიწრო ეკონომიკურ თემებზე საუბრით ეს აჩრდილი ვერ მოიხსნება.“
ნახსენები ომის აჩრდილების კვალდაკვალ, საერთაშორისო „კრიზისების ჯგუფი“ ლაპარაკობს რამდენჯერმე გაზრდილ რუსულ ბიზნესინვესტიციებზე საქართველოში, რაზეც რატომღაც პოლიტიკური განცხადებები მმართველ გუნდში არ კეთდება. სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების რუსულ მართვაში გადაცემაზე აქცენტებს მედიაც სვამს იმ კონტექსტში, რომ დაბალ დონეზე რუსეთთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ უმაღლეს დონეზე რიტორიკა განსხვავებულია. კონფლიქტოლოგი გიორგი ხუციშვილი ამბობს:
„სხვათა შორის, ამის პრეცედენტები გვაქვს. მაგალითად, სხვანაირად ზემო ლარსი არ გაიხსნებოდა, რუსული კომპანიები აქ არ შემოვიდოდა - კომპანიები, რომლებიც ბევრ სტრატეგიულ ობიექტს აკონტროლებენ.“
საკმაოდ ორაზროვანი და გაუგებარია რას ითხოვს ქართული მხარე რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების მოლაპარაკებათა პროცესში მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმა ღიად თქვა, რომ ის თანახმაა საბაჟო გამშვებ პუნქტებზე პროცედურები გამჭვირვალე გახადოს:
„ჩვენი პოზიცია მარტივია. თუკი თქვენ გინდათ გქონდეთ ინფორმაცია ტვირთების მოძრაობის შესახებ, - მათ შორის, ტრანზიტული ტვირთებისა, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიების გავლით, - მზად ვართ ასეთი ინფორმაცია გავცეთ ელექტრონული ფორმით, ყველაზე თანამედროვე გზით.“
მოგეხსენებათ, რომ სწორედ ეს იყო ქართული მხარის მთავარი მოთხოვნა იმ შემთხვევაში, თუკი საქართველო დათანხმდებოდა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე. ანუ გამოდის, რომ რუსეთმა ღიად განაცხადა, რომ დიახ, ის თანხმდება ქართული მხარის მთავარ არგუმენტზე, ქართული მხარე კი, როგორც აღვნიშნე, საკმაოდ ორაზროვან სიცრუეზე იწყებს საუბარს და აღნიშნავს,რუსულმა მხარემ არა მარტო ინფორმაცია უნდა გასცეს, არამედ კამერები უნდა დააყენოს და სხვა თანამედროვე სტანდარტები დაიცვასო.
კვირის განმავლობაში ისევ გრძელდება ნაგვის ელექტროკილოვატებში დათვლის თემა. მიუხედავად ამ საკითხზე გამოთქმული მწვავე მოსაზრებებისა, რომ ამ გზით საზოგადოების ნაწილს საკმაოდ მაღალი გადასახადის გადახდა მოუწევს, პროცესი არ ჩერდება. ტრადიციულად, არ ახსნილა, რატომ გადაწყდა ნაგვის კილოვატებში დათვლა, თუმცა ითქვა, რომ სისტემა სამართლიანია იმ გაგებით, რომ მოკრძალებულად მცხოვრები მოქალაქენი, ანუ ისინი, ვინც, მაგალითად, ზაფხულში კონდიციონერს არ იყენებს და ბევრ ელექტროენერგიას არ მოიხმარს, ნაგვის გადასახადს ნაკლებს გადაიხდიან, თუნდაც რომ ბევრი ადამიანი ცხოვრობდეს მისამართზე, და, პირიქით, ისინი, ვინც, თუნდაც რომ ცოტანი იყვნენ მისამართზე, ბევრ ელექტროენერგიას ხმარობს, გადაიხდიან მეტ ნაგვის გადასახადს.
დაახლოებით მსგავსი სამართლიანობის პრინციპით ხსნიან ამ კვირასვე გაჟღერებულ საბავშვო ბაღების ფასიან მომსახურებაზე გადასვლის თემასაც. ანუ ინიციატორები ამბობენ, რომ სოციალურად დაუცველი ფენები მერიის დოტაციაზე განაგრძობენ ბავშვებისთვის საბავშვო ბაღის სერვისის შეძენას, ხოლო ისინი, ვისაც გადახდის თავი აქვს, გადასახადს გადაიხდიან.
21 წელია უკვე ჩვენ ჩაწერა დოკუმენტაციაში გვაქვს სასტუმრო „აფხაზეთში“, ვაჟა ფშაველას 25-ში...

კრიზისია უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობაში, ანუ, ფაქტობრივად, არის ახალი ომის საფრთხე...
დევნილების თემას რამდენჯერმე ახსენებენ პოლიტიკოსები და საექსპერტო ჯგუფები. საუბარი დევნილთა დაბრუნების კუთხით მიმდინარეობს ძირითადად როგორც საკმაოდ რთულ და მცირე ვადაში მოუგვარებელ თემაზე. ამიტომაც გაისმის მოსაზრებები, რომ უნდა გაუმჯობესდეს სავაჭრო მიმოსვლისა და საზღვრის გადალახვის პროცედურები, როგორც დევნილთა დაბრუნების წინაპირობა. ამ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას საერთაშორისო საექსპერტო „კრიზისების ჯგუფი“, ექსპერტები საქართველოში კი,ტრადიციულად, დიდ პოლიტიკურ ინტერესებზე განაგრძობენ საუბარს და ამ ჭრილში ზემოხსენებულ თემებს ტექნიკური დეტალების პარამეტრებად აღიქვამენ. მაგალითად, გია ნოდია ამ კვირას აჩრდილებზე საუბრობს.
„არა მგონია, რომ ამ მიმართულებებით მაინცდამაინც სერიოზული გარღვევა მოხდეს პოლიტიკურ ჭრილში, იმიტომ რომ მთავარი პრობლემა, რატომაც, ვთქვათ, „კრიზისის ჯგუფი“ წერს მოხსენებას, არის ის, რომ კრიზისია უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობაში, ანუ, ფაქტობრივად, არის ახალი ომის საფრთხე. ახლა ეს შეიძლება ყოველდღიური საფრთხე არ იყოს, მაგრამ ეს აჩრდილი რაღაცნაირად არსებობს და რაღაც ასეთ ვიწრო ეკონომიკურ თემებზე საუბრით ეს აჩრდილი ვერ მოიხსნება.“
ნახსენები ომის აჩრდილების კვალდაკვალ, საერთაშორისო „კრიზისების ჯგუფი“ ლაპარაკობს რამდენჯერმე გაზრდილ რუსულ ბიზნესინვესტიციებზე საქართველოში, რაზეც რატომღაც პოლიტიკური განცხადებები მმართველ გუნდში არ კეთდება. სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების რუსულ მართვაში გადაცემაზე აქცენტებს მედიაც სვამს იმ კონტექსტში, რომ დაბალ დონეზე რუსეთთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ უმაღლეს დონეზე რიტორიკა განსხვავებულია. კონფლიქტოლოგი გიორგი ხუციშვილი ამბობს:
თუკი თქვენ გინდათ გქონდეთ ინფორმაცია ტვირთების მოძრაობის შესახებ, - მათ შორის, ტრანზიტული ტვირთებისა, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიების გავლით, - მზად ვართ ასეთი ინფორმაცია გავცეთ...