ქუთაისში სასმელი წყლის ქსელის რეკონსტრუქცია მეოთხე წელია მიმდინარეობს, რისთვისაც ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ფარგლებში ევროპის განვითარების ბანკიდან 27 მილიონი ლარი გამოიყო. საქართველოს მეორე დედაქალაქისთვის 24 საათიან წყლმომარაგებას ჰპირდებოდა მოსახლეობას ქუთაისის ქუჩებში გაკრული სარეკლამო ბანერები, შემდეგ ბანერები ახლით შეიცვალა და ამჯერად წყლის უდეფიციტო მიწოდებას იუწყებოდნენ.
ქუთაისის წყალმომარაგების პრობლემებს იმერეთის რეგიონის ახალგაზრდული სამეცნიერო-საინფორმაციო ასოციაცია იკვლევს და ამ სისტემაში მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგს აწარმოებს. ასოციაციის ხელმძღვანელის ზაზა ხელაძის თქმით, დამოუკიდებელი კვლევის მიხედვით, ქალაქის მოსახლეობის 70%-ს წყალი ყოველდღიურად 1-2 საათით მიეწოდება. ზაზა ხელაძის ინფორმაციით, სარეკონსტრუქციო სამუშაოების ნაწილი ჯერაც არ შესრულებულა და ქალაქის რამდენიმე გარეუბანს წყალი საერთოდ არ მიეწოდება.
როგორც საკრებულოს სამეურნეო კომისიის ხელმძღვანელი მერაბ მეშველიანი რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს, მრავალბინიან და კერძო დასახლებებში, უბნების სპეციფიკიდან გამომდინარე, სამუშაოები სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს. მისივე განცხადებით, პროექტით გათვალისწინებული ყველა სარეკონსტრუქციო სამუშაო სრულდება, ხოლო რაც შეეხება ხარისხს, მერაბ მეშველიანის განმარტებით, სასმელი წყლის სისტემის რეკონსტრუქციას რეგიონალური განვითარების სამინისტრო აკონტროლებს, ქალაქის საკრებულო კი მხოლოდ ინფორმაციის მიღებისა და კონსულტაციების გაწევის უფლებამოსილებით სარგებლობს.
წყალმომარაგების კომპანიის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელმა ლაშა გურგენიძემ, რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა და, შესაბამისად, ვერ შევძელით ოფიციალური ინფორმაციის მოპოვება ქუთაისში სასმელი წყლის ქსელის სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობისა და დასრულების ვადების შესახებ.
თავის მხრივ, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შენიშვნები აქვთ უკვე შესრულებული სამუშაოს ხარისხის გამო და ხელისუფლებისა და წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ. ზაზა ხელაძის თქმით, კომპანიის გამსხვილების პარალელურად აბონენტებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობა გაუარესდა და პასუხგაუცემელი კითხვებიც გაჩნდა.