მმართველ პარტიასა და ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის საარჩევნო გარემოს თაობაზე შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ამ საკითხზე მიმდინარე პოლიტიკური პროცესის ერთგვარი დეკონცენტრაცია მოხდა. ხელმომწერი ძალები ე.წ. ”სარედაქციო ჯგუფის” ფარგლებში მუშაობენ შეთანხმების პუნქტების დეტალებზე; არახელმომწერი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები კვლავაც აყენებენ საკითხებს, რომლებიც, მათი აზრით, გააუმჯობესებდა საარჩევნო გარემოს; არასამთავრობო ორგანიზაციები კი თავიანთი პოზიციიდან აყენებენ პრიორიტეტულ საკითხებს. ამ პროცესებში გარკვევა სცადა ნინო გელაშვილმა დღევანდელი სადისკუსიო რუბრიკის მონაწილეებთან ერთად. ესენი არიან: პარლამენტის წევრი - გურამ ჩახვაძე და ნინა ხატისკაცი, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის დირექტორი.
ამავე თემაზე
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1