გუშინდელი ფოტოგრაფების განაჩენს ახლდა დოკუმენტების ნაწილი, რომელიც პროკურატურამ საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.
უცხოური პრესა
დავიწყოთ საერთაშორისო პრესით. ათეულობით მედიაგამოცემა თუ ვებგვერდი კოპირებს „ასოშიეიტედ პრესის“ სტატიას, რომლის სათაურიც მკითხველს აუწყებს, რომ ფოტოგრაფები ბრალდებულნი და, ამავე დროს, გათავისუფლებულნი არიან. „ასოშიეიტედ პრესი“ წერს:
” სასჯელები საკმაოდ მცირეა ჯაშუშობის ბრალდებასთან შეფარდებით, ისინი ასევე არ შეესაბამებიან გამოძიების წინარე ბრალდებებს, რომ ქურციკიძე იყო ჯაშუშების სათავეში.”
მოგეხსენებათ, ქურციკიძეს სხვა ორი ბრალდებული ფოტოგრაფისგან განსხვავებით, სამი წელი პირობითი სასჯელი შეეფარდა, დანარჩენებს - ოთხ- ოთხი წელიწადი. სტატიას ფოტოგრაფების გათავისუფლებაზე „ნიუ იორკ ტაიმსში“ საქართველოს ჟურნალსიტი აქვეყნებს, „ნიუ იორკ ტაიმსში“ აქცენტი კეთდება იმაზე, რომ საქმეში პატრიარქი ილია მეორე იყო ჩარეული, რამაც, სავარაუდოდ, გავლენა იქონია ფოტოგრაფების გათავისუფლებაზე.
პროკურატურის მტკიცებულებები
პროკურატურამ გუშინვე საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა, სავარაუდოდ, ფოტოგრაფების სახლებიდან ამოღებული დოკუმენტები, ასევე ქურციკიძის ბრალდება. არც ერთ მასალაში არ ჩანს, რომ ფოტოგრაფებმა დოკუმენტები ვინმეს გადასცეს. იურიდიულად კი სასამართლოში საქმე ასე გაფორმდა: ”გონივრულ ეჭვს მიღმა”… ადამიანები ბრალდებულნი არიან. თავად ბრალდებაში კი ნახსენებია იურიდიული ტერმინი ”დასაბუთებული ვარაუდი”.
ციტატა ქურციკიძის ბრალდებიდან: ”ბრალდებულ ზურაბ ქურციკიძის, გიორგი აბდალაძის, ირაკლი გედენიძის და ნათელა გედენიძის დეტალური აღიარებითი ჩვენებები და საქმეში არსებული სხვა მასალები საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ ზურაბ ქურციკიძემ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით.”
დიახ, პროკურატურა სამ ძირითად მტკიცებულებას აქვეყნებს, რომელთა ძირითადი ნაწილი, საკმარისი დასაბუთებული ვარაუდისა და გონივრული ეჭვისთვის, არის აღიარებითი ჩვენებანი, ასევე სატელეფონო საუბრები, - სავარაუდოდ, ქურციკიძის ტელეფონიდან, - რომელთა შინაარსზე პროკურატურა არ საუბრობს და ის მასალები, რომლებიც განთავსებულია პროკურატურის ვებგვერდზე სამ ფოლდერში: ქურციკიძე, აბდალაძე და გედენიძე. მოდით, ამ ფოლდერებზე ორიოდ სიტყვა ვთქვათ.
ფოლდერი ქურციკიძე
გამოძიების მიხედვით, იმ საკვანძო ფიგურის - ზურაბ ქურციკიძის -კომპიუტერიდან, რომელსაც, სხვებისგან განსხვავებით, ერთი წლით ნაკლები შეეფარდა, ამოღებული დოკუმენტების ძირითადი ნაწილი 2006 წლისაა. საინტერესოა, რომ პროკურატურის განცხადებებსა და გავრცელებულ ინფორმაციაში არსად არაა მითითებული მტკიცებულება, რომ ამ დოკუმენტების გადაცემის ფაქტი დაფიქსირებულია. 2006 წლის შემდეგ ხუთი წელია გასული. მანამდე ძალოვანი უწყებები აცხადებდნენ, რომ დაკვირვება რამდენიმე წელია მიმდინარეობს. მასალების სიძველიდან და მათი შინაარსიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დღეს ამ მასალების ღირებულება ნულის ტოლფასია, რადგან მათზე აღბეჭდილია, მაგალითად, სხვადასხვა თეატრში თუ სხვა ღონისძიებებზე სახელმწიფო დაცვის გეგმა, რომელიც იმ კონკრეტული დღისთვის იყო გაწერილი.
ფოლდერი გედენიძე
გედენიძის ფოლდერში პროკურატურის გვერდზე დევს დოკუმენტი, რომელიც ასახავს ესტონეთის პრეზიდენტის 2011 წლის 4-6 ივლისის პროგრამას. აქ, მაგალითად, წაიკითხავთ:
17:00 ჩამოსვლა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში
17:10 გამგზავრება სასტუმრო შერატონ ბათუმში
17:20 დაბინავება და დასვენება სასტუმროში და ა.შ.
გარდა ამისა, ფოლდერში გედენიძე პროკურატურამ ასევე განათავსა -სავარაუდოდ, გედენიძის კომპიუტერიდან ამოღებული - ესტონეთის პრეზიდენტის ვიზიტის დროს დაცვის გადაადგილება და მოქმედების გეგმა. პირველი დოკუმენტისგან განსხვავებით, ამ დოკუმენტზე ძირითადი ნაწილი გაშავებულია და მარჯვენა ზედა კუთხეში პასტით აწერია ‘საიდუმლო’. არც ირაგლი გედენიძის შემთხვევაში არის სადმე მითითებული, რომ ეს დოკუმენტი მან ვინმეს გადასცა.
ფოლდერი აბდალაძე
აბდალაძის შემთხვევაში საინტერესოა, რომ მასალები მოიცავს აზერბაიჯანის წარმომადგენელთა და საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირთა შეხვედრებს. შეხვედრების გაშიფრულ საუბრის ჩანაწერებში ტექსტის ძირითადი ნაწილი გაშავებულია, აქ ძირითადად აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ელმარ მამედიაროვის პრეზიდენტ სააკაშვილსა და ნიკა გილაურთან შეხვედრების ჩანაწერებია ცალ-ცალკე. ნიკა გილაურთან საუბარი, როგორც დოკუმენტში იკითხება, შეეხება ბაქო-თბილისი-ყარსი და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტებს. პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრის შინაარსის ამოკითხვა რთულია, რადგან დოკუმენტის ძირითადი ნაწილი გამუქებულია… ტექსტში ვკითხულობთ, მაგალითად, მოკითხვებს პრეზიდენტ ალიევისგან და ასეთ ციტატას:
”რუსებს გააჩნიათ სტრატეგიული მიზნები რეგიონში, მაგრამ ამ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ ჰქონდეთ ამის განხორციელების რესურსი.”
არც აბდალაძის შემთხვევაშია მითითებული, რომ ეს დოკუმენტები მან ვინმეს გადასცა. სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, ამ დოკუმენტებს არა აქვთ პასტით მარჯვენა ზედა კუთხეში მინაწერი „საიდუმლო“. მე ეს შეკითხვა დავუსვი ზურაბ ქურციკიძის ადვოკატს, ახალგაზრდა იურისტებიდან, მიხეილ ღოღაძეს, რომელიც ქურციკიძეს ბოლომდე იცავდა:
„რამდენად არის საიდუმლო, მაგალითად, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის ჩანაწერი?“
მიხეილ ღოღაძე: „ეგ საზოგადოებამ შეაფასოს, მაგრამ ფაქტია, რომ სახელმწიფომ შეაფასა ეს ყველაფერი როგორც სახელმწიფო საიდუმლოება. საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, რამდენად სწორად მოიქცა სახელმწიფო, როცა ეს ინფორმაცია გაასაიდუმლოვა.“
P.S
”საქართველოს კანონი სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ”, რომელიც არეგულირებს რა და რა პირობებში და რომელი უწყების მიერ უნდა იყოს საიდუმლოდ აღიარებული, ერთ-ერთ მუხლში ამბობს:
მუხლი რვა, პუნქტი პირველი: ”აკრძალულია სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნოს ნებისმიერი ცნობა, რომლითაც შეიძლება შეილახოს ან შეიზღუდოს ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი…”