”კითხვები, რომლებიც წინა პლანზე წამოსწია ფოტოგრაფების დაკავებამ”- დაახლოებით ასეთი შინაარსის სტატიას აქვეყნებს რვა ივლისს ფოტოგრაფების დაკავების თემაზე საერთაშორისო გავლენიანი ორგანიზაცია „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“. წერილში ხაზგასმულია ის საფრთხეები, რომლებიც შეიძლება შეუქმნას ამ ფაქტმა გამოხატვის თავისუფლებას ქვეყანაში. ჩვენ დავუკავშირდით ორგანიზაციას და ვესაუბრეთ ჯოან ბირს, რომელიც ორგანიზაციაში პოსტსაბჭოთა ქვეყნების საკითხებზე მუშაობს. ჯოან ბირს ტელეფონით თბილისიდან დათო ჩაგანავა ესაუბრა.
რადიო თავისუფლება: მე წავიკითხე თქვენი სტატია და იქ მთავარი აქცენტი კეთდება დემოკრატიაზე, ერთი მხრივ, და უსაფრთხოებაზე, მეორე მხრივ.
ჯოან ბირი: როცა ჩვენ შევიტყვეთ ფოტოჟურნალისტების დაკავების ამბავი, პირველად ეს აღვიქვით როგორც განვითარება ჯაშუშთა ძებნის თემისა, რომელიც საქართველოში გაძლიერდა 2008 წლის შემდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია იმისათვის, რომ რაიმე გადაწყვეტით ვთქვათ, მაგრამ, ამისდა მიუხედავად, საკმაოდ შეწუხებულნი ვართ ჯაშუშების ამ რაღაცნაირი პარანოიდული ძებნით ქვეყნის შიგნით, რამაც კრიტიკულ ზღვარს მიაღწია ბოლო თვის განმავლობაში.
ამის თქმის საფუძველს მაძლევს ჩვენი მონიტორინგი, რომლის შედეგადაც დავადგინეთ რამდენიმე ფაქტი დამოუკიდებელ ან ოპოზიციურად განწყობილ ჟურნალისტთა დაშინებისა, განსაკუთრებით იმათი, ვინც აკრიტიკებდა მთავრობას და აკრიტიკებდა მაისის ბოლოს დემონსტრაციის დარბევას - ბევრ ამ ჟურნალისტს დაუყოვნებლივ და ძალიან ადვილად ეძახოდნენ ჯაშუშებს და რუსეთის აგენტებს. მე ძალიან კარგად მესმის უსაფრთხოების კონტექსტი, რომელშიც საქართველო იმყოფება; მესმის, რომ სახელმწიფოს აქვს უფლება და ვალდებულება მოქალაქეთა უსაფრთხოება დაიცვას; ამისდა მიუხედავად, ჩვენ გვინდოდა ხაზგასმით გვეთქვა, რომ ეს არ უნდა გადაიზარდოს ჯაშუშების გამიზნულ ძებნაში და არ უნდა გადაიზარდოს დაშინების კლიმატში, რაც საფრთხეს უქმნის თავისუფალ მედიას. ამ ტენდენციის შედეგია, რომ ხშირად ჟურნალისტი, რომელიც ხელისუფლებას აკრიტიკებს, მოულოდნელად ჯაშუშად ინათლება. ეს საშიშია. ეს იწვევს იმას, რომ, მაგალითად, ინტერნეტში ბლოგერები ხდებიან ფრთხილი ხელისუფლების კრიტიკაში, წონიან ყოველ სიტყვას, აკონტროლებენ რა დაწერონ და რა არ დაწერონ, რათა პრობლემები არ შეექმნათ, და ეს ჩვენ ნამდვილად გვაწუხებს.
რადიო თავისუფლება: და როგორ უნდა დაბალანსდეს, ერთი მხრივ, ეს უსაფრთხოება, რომელიც ახსენეთ, და სიტყვის თავისუფლება, მეორე მხრივ? მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს საკმარისი ფაქტები, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლება უსაფრთხოების თემას შეიძლება იმისათვის იყენებდეს, რომ გამოხატვის თავისუფლებას პრობლემები შეუქმნას?
ჯოან ბირი: ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია იმის სათქმელად, რომ ეს არის კარგად მოფიქრებული თავდასხმა და ამ ყველაფრის უკან დგას მთავრობა. არ მგონია, რომ ხელისუფლება იყენებდეს ამ უსაფრთხოების კონტექსტს იმისათვის, რომ პრესას დაარტყას. ეს უფრო ზოგადი კლიმატია, რომელიც ვითარდება. მე ინტერნეტი ვახსენე, ინტერნეტში, მაგალითად, არიან ეგრეთ წოდებული პატრიოტები, რომლებიც მზად არიან პირადად იტვირთონ ფსევდოჯაშუშებისა და რუსეთის ფსევდოაგენტების ძებნა. არ ვიცი რამდენად არის ეს ხელისუფლების კოორდინირებული თავდასხმა - ყოველ შემთხვევაში, ეს ცალსახად არ ჩანს. ზოგადად უნდა ითქვას, რომ ასეთი კლიმატი საკმაოდ გავრცელებულია ქვეყნებში, რომლებიც საფრთხეს გრძნობენ. ასეთ ქვეყნებში იქმნება სიტუაციები, როცა უსაფრთხოება ყველაფერზე წინ დგება და ყველა სხვა პრინციპს ანეიტრალებს. ამიტომ ხელისუფლება ფრთხილად უნდა იყოს და ამ გავლენისგან თავი დაიცვას და არ დააყენოს ეს უსაფრთხოების საკითხები ყველაფერზე მაღლა. ეს არავისთვის არ არის ხელსაყრელი - არც ზოგადად ქვეყნისთვის, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს იმიჯი დემოკრატიის პრომოუტერისა რეგიონში, და არც ხელისუფლებისთვის - მას ხელს არ აძლევს ჰქონდეს იმ ხელისუფლების იმიჯი, რომელიც თავს ესხმის პრესას.
რადიო თავისუფლება: შეგვიძლია განვიხილოთ ეს საკითხი სხვა მაგალითების კონტექსტში, იმ ქვეყნების კონტექსტში, სადაც ეს უსაფრთხოების თემა გამიზნულად თუ არაგამიზნულად საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას? შეგვიძლია რაიმე კორელაცია დავადგინოთ თავისუფლებასა და უსაფრთხოებას შორის ამ დროს?
ჯოან ბირი: მე ვფიქრობ, ეს უნდა იყოს დაკავშირებული სახელმწიფოებრიობის კულტურასთან განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, სადაც არსებობს ათწლეულების გამოცდილება უსაფრთხოების თემით ძალაუფლებრივი მართვისა. ამიტომაც ამ ქვეყნებში ძალიან ადვილია ამ გამოცდილების გავლენით მიუბრუნდე წარსულის მიდგომებს, როცა უსაფრთხოებას აკონტროლებდნენ მცირე ჯგუფები. თანამედროვე სამყაროში უსაფრთხოება არ უნდა იყოს მხოლოდ უსაფრთხოების სპეციალისტების თემა და დემოკრატიული საკითხები და პრესის თავისუფლება ყოველთვის უნდა იყოს განხილული მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებისას. ეს ხანდახან დასავლურ ქვეყნებშიც ხდება, მაგრამ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არსებობს სახელმწიფოებრიობის კულტურა, როცა უსაფრთხოება მოდის თავისუფლებაზე წინ და ეს შესაძლოა გადაიზარდოს პარანოიდულ მიდგომებში, მაგალითად, თავისუფალი პრესის მიმართ.
რადიო თავისუფლება: თქვენ ახსენეთ სახელმწიფოებრიობის კულტურა, რაც საკმაოდ საინტერესო დაკვირვებაა. შეგიძლიათ მეტი თქვათ ამ სახელმწიფოებრიობის კულტურაზე, თავისუფლებისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით?
ჯოან ბირი: როგორც ვთქვი, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში წარსულიდან შემორჩენილია უსაფრთხოებაზე ორიენტირებული სახელმწიფოებრიობის კულტურა. ამის უკიდურესი გამოვლინებაა მთლიანად დიქტატორული ქვეყნები, რომლებმაც საბჭოთა სისტემის დუბლირება მოახდინეს - უზბეკეთი ან თურქმენეთი, მაგალითად. შედარებით მსუბუქ ფორმებში, მაგრამ ეს მიდგომები მაინც არსებობს სხვა, შედარებით დემოკრატიულ ქვეყნებშიც, ქვეყნებში, რომლებიც ოფიციალურად აცხადებენ, რომ დემოკრატიის გზაზე დგანან. პოსტსაბჭოთა ქვეყნებს ხშირად უბრალოდ უჭირთ განთავისუფლება ამ წარსულის რეფლექსებისგან, ამ ძველი მართვის სქემებისგან. ეს არის ძველი მეთოდი პოლიტიკური ელიტების ფუნქციონირებისა და ამ ქვეყნებს უჭირთ ამ აზროვნებიდან გამოსვლა. რა თქმა უნდა, პოლიტიკური ნება აქ მნიშვნელოვანია, მაგრამ ამას ალბათ უფრო ფუნდამენტურად თაობის ცვლა სჭირდება, თაობებისა, რომლებიც შეძლებენ უსაფრთხოების ინსტიტუციების რეალურ რეფორმირებას. ჩვენ, მაგალითად, ამას ვხედავთ თურქეთში, სადაც ბოლო რამდენიმე წელიწადში არმიის მნიშვნელობა შემცირდა და, შესაბამისად, გაიზარდა თავისუფლების ხარისხი. რა თქმა უნდა, ახლა არსებობს სხვა საფრთხეები, მაგრამ ეს მაინც მოხდა. ეს ხდება ნაწილობრივ პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც, მაგრამ როგორც კი პოლიტიკური კლიმატი ქვეყნებში იძაბება, როგორც კი მეზობლებთან ურთიერთობა იძაბება, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით წარსულ აზროვნებაში არა მარტო ხელისუფლებები, არამედ მთელი საზოგადოებები ვარდებიან, საზოგადოებები, რომლებიც ამ უსაფრთხოების საკითხს საკუთარ თავისუფლებაზე მაღლა აყენებენ, რომლებიც ემორჩილებიან ამ უსაფრთხოების საკითხს…
რადიო თავისუფლება: შეგვიძლია რაღაცნაირად განვსაზღვროთ რა არის უსაფრთხოება 21-ე საუკუნეში?
ჯოან ბირი: რაც შემიძლია, ჩემი მანდატიდან გამომდინარე, ამ საკითხთან დაკავშირებით ვახსენო, არის ინფორმაციული ომი. დღესდღეობით ომები ქვეყნებს შორის ინფორმაციით ხდება და ეს ახალი გამოწვევაა, რომლის წინაშეც ჟურნალისტები დგანან. ქვეყნები, რომლებიც კონფლიქტში არიან მეზობლებთან ან აქვთ კონფლიქტები შიგნით, არიან ჩართული ინფორმაციულ ომებში. და ესაა ზუსტად ის, რაც ხდება საქართველოსა და რუსეთს შორის. უკვე მესამე წელია ჩვენ ამ ინფორმაციულ ომს ვაკვირდებით და ეს საკმაოდ მძიმე გამოწვევაა 21-ე საუკუნის ჟურნალისტიკისთვის.
რადიო თავისუფლება: როგორ გგონიათ, ეს საფრთხეა გამოხატვის თავისუფლებისთვის ზოგადად?
ჯოან ბირი: მეტად, ვიდრე ოდესმე, ჟურნალისტები ფრთხილად უნდა იყვნენ სახელმწიფოების პროპაგანდის მიმართ - არა მარტო სახელმწიფოების, სხვა მოთამაშეების პროპაგანდის მიმართაც. დღეს ინფორმაციის წყაროები იმდენად გამრავლდა, რომ სულ უფრო რთული ხდება ინფორმაციის გადამოწმება და პირველწყაროს დადგენა.
რადიო თავისუფლება: მაგრამ ჩვენ სულ უფრო მეტი გვაქვს ეს ნედლი ინფორმაცია, რომლის წვდომაც სულ უფრო ადვილდება - მაგალითად, ვიკილიქსი… რაც თეორიულად აადვილებს საზოგადოებისთვის გადაამოწმოს თუნდაც როგორ მუშაობენ თავად ჟურნასლიტები, ან უადვილებს, თავის მხრივ, ჟურმალისტებს ნახონ ნედლი მასალა და დასკვნები თავად გააკეთონ…პროპაგანდა ხომ ინფორმაციის ფრაგმენტებით თამაშია და თუ შენ მთლიანი სურათის ნახვა შეგიძლია, რამდენად სერიოზული ხდება ეს ინფორმაციით თამაშები ქვეყნებს შორის? ინფორმაციული ომი ხომ რაღაცნაირად გულისხმობს, რომ ინფორმაციის ნაწილს ფარავ და მანიპულირებ დარჩენილი ფრაგმენტებით, უცვლი მათ კონტექსტს და ასე შემდეგ… და თუ ეს დაფარული ნაწილები ზედაპირზე ამოდის, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთელი ეს ინფორმაციული ომები რაღაცნაირად სასაცილო ხდება…
ჯოან ბირი: ეს სიმართლეა, მაგრამ, მეორე მხრივ, ხელისუფლებები სულ უფრო მეტად არიან ჩართული პროაქტიურ ინფორმაციულ ომებში, ისინი შეგნებულად ავრცლებენ დამაბნეველ და შეცდომაში შემყვან ინფორმაციას, რომელიც ასევე ინფორმაციაა… რა თქმა უნდა, სულ უფრო ნაკლები საიდუმლოა დღეს ნამდვილად საიდუმლო, სულ უფრო მეტი რამ ამოდის ზედაპირზე, თუმცა, მეორე მხრივ, სახელმწიფოები სულ უფრო მეტად ახდენენ ადაპტირებას ამ მდგომარეობასთან და იწყებენ ინფორმაციით მანიპულირებას. ისინი სულ უფრო მეტად ხვდებიან ინტერნეტის ძალას და წარსულივით ინფორმაციას კი არ მალავენ, არამედ მისით მანიპულირებენ, ადრესატს კვალს ურევენ და, ბუნებრივია, ბევრ მოქალაქეს არა აქვს დრო ან იმის უნარი, რომ გადაამოწმოს ნედლი წყაროები და მათთვის ეს მანიპულირებული ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, რომ ის მცდარია, მაინც ხდება ინფორმაცია. ეს განსაკუთრებით კარგად იგრძნობა საქართველოში, სადაც ინფორმაციული ველი ძალიან პოლარიზებულია, მედიაგამოცემები რაღაცნაირად არიან დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიებთან, სულ უფრო რთული ხდება მივიღოთ დაბალანსებული და ნეიტრალური ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ამ დროს საქმეში რუსეთიც ერთვება საკუთარი ინფრომაციით და მედიაგამოცემებით. მოკლედ, საკმაოდ რთულია ჩვენთვისაც კი მივიღოთ ზუსტი ინფორმაცია ქვეყნიდან.
რადიო თავისუფლება: როგორ შეიძლება ეს შეიცვალოს - საზოგადოება უფრო მეტად უნდა ჩაერთოს თუ ინტერნეტის წვდომის ზრდა შეცვლის ამ მდგომარეობას?
ჯოან ბირი: ვფიქრობ, ეს უკვე ხდება. ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ მოქალაქე ჟურნალისტები სულ უფრო ძლიერდებიან ამ ქვეყნებში. თუნდაც ძალიან ჩაკეტილ ქვეყნებში, როგორიც არის თურქმენეთი, ინფორმაცია ჟონავს. უკიდურესი ჩაკეტილობის მიუხედავად, თურქმენეთი ვერ ახერხებს სახელმწიფო საიდუმლოებების შენახვას. მაგალითად მოვიყვანოთ აფეთქების ამბავი დედაქალაქთან, აშხაბადთან ახლოს, რამაც ასამდე ადამიანი იმსხვერპლა. ხელისუფლებამ თავდაპირველად სცადა ამ ინფრომაციის დამალვა, მაგრამ მოქალაქეებმა შემთხვევა საკუთარი მობილურებით გადაიღეს და ატვირთეს ინტერნეტში და ინფორმაცია გავრცელდა… ასე რომ, დიახ, ჩვენ უკვე ვართ ამ ახალ ერაში… ახალი გამოწვევა დღეს არის ის, რომ სახელმწიფოები იწყებენ ამ მდგომარეობასთან ადაპტირებას. წინა მაგალითს თუ დავუბრუნდები, თურქმენეთის ხელისუფლებამ ყველაფერ ამას უპასუხა ოპოზიციური ვებგვერდების სრული განადგურებით - მაგალითად, გამოცემა „ხრონიკა“, რომელმაც პირველმა გაავრცელა ეს ინფრომაცია, დღეს სრულიად უფუნქციოა. ამას გარდა, უსაფრთხოების სამსახურებმა გამოაქვეყნეს სახელები იმ ადამიანებისა, ვინც ტვირთავდა ან კომენტირებდა ამ ვებგვერდზე, ანუ მათ შეძლეს იდენტობების დადგენა, რაც ძალიან საშიშია ამ ადამიანების უსაფრთხოებისთვის. ასე რომ, სახელმწიფოები ადაპტირებას იწყებენ ამ მდგომარეობასთან და ეს უკვე შემდეგი ეტაპია. სწორედ ეს არის დღევანდელი დღის გამოწვევა.