ბრიუსელმა კიდევ უფრო გაზარდა "შავი სია", რომელიც ალექსანდრ ლუკაშენკოს და ბელორუსიის რეჟიმის ასობით წარმომადგენლის მიმართ რიგ სანქციებს ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღის წესრიგში არ შეიტანეს მინსკის თხოვნა ფინანსური სტაბილურობისათის საჭირო კრედიტის გამოყოფაზე, მინსკს მხსნელად კვლავ მისი ტრადიციული მოკავშირე მოსკოვი მოევლინა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ბელორუსიის მთავრობას პირველ ეტაპზე 800 მილიონი დოლარი ასესხოს.
ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბელორუსიის „შავ სიაში“ შეიტანეს სამი კომპანია - იარაღის მწარმოებელი „ბელტექექსპორტი“, სატელეკომუნიკაციო მოწყობილობის პროვაიდერი „ბელტელეკომი“ და აზარტული თამაშების კომპანია „სპორტ-პარი“, რომელიც ქვეყნის უმდიდრეს ადამიანსა და ალექსანდრ ლუკაშენკოს ეკონომიკურ მრჩეველს, ვლადიმირ პეფტიევს ეკუთვნის. შესაბამისად, პეფტიევი და კიდევ სამი ადამიანის გვარი დაემატა რეჟიმის იმ 190 წარმომადგენელ მოხელეს, რომლებსაც ეკრძალებათ ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობა და ნებისმიერი საბანკო ოპერაციის განხორციელება. ბელორუსიას პირველად დაუწესდა ასევე ემბარგო შეიარაღების მიწოდებაზე. ემბარგოს ჩამონათვალი ვრცელდება ნებისმიერი სახის მასალებზე, რაც „შესაძლოა გამოყენებული იქნეს ქვეყნის შიგნით რეპრესიების განსახორციელებლად.“
ბრიუსელის მინისტერიალის შემდეგ ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურმა ლიდერმა კეთრინ ეშტონმა მინსკს რეპრესიების შეწყვეტისკენ მოუწოდა:
„ჩვენ გვსურს, რომ დაუყოვნებლად გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი და მოხდეს მათი რეაბილიტაცია. და ჩვენ ასევე მკაცრად ვგმობთ იმას, რომ ბელორუსიაში გრძელდება სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და ოპოზიციის რეპრესიები.“
ბელორუსიის მიმართ არსებული სანქციები განახლდა მას შემდეგ, რაც გასულ თვეში ლუკაშენკოს რეჟიმმა სხვადასხვა სახის სასჯელი შეუფარდა პრეზიდენტობის სამ კანდიდატსა და მათ მომხრე რამდენიმე აქტივისტს. რეჟიმის მხრიდან ოპონენტების სასტიკი დევნა და რეპრესიები მოჰყვა საპროტესტო მსვლელობას 2010 წლის დეკემბრის სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რასაც ბელორუსიის ხელისუფლებამ მასობრივი არეულობისა და ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის მცდელობის კვალიფიკაცია მიანიჭა. როდესაც მთავრობის მიმართ სანქციების შემდგომ გამკაცრებაზე საუბრობდა, კეთრინ ეშტონმა კვლავ გაიმეორა, რომ ევროკავშირი ყოველმხივ ეხმარება და გვერდში უდგას ბელორუს ხალხს:
„ჩვენ ბელორუსი ხალხის ერთგულები ვართ და მასთან ურთიერთობას გავაგრძელებთ - მათ შორის, სავიზო რეჟიმის შემსუბუქების შესახებ მოლაპარაკებებში მოპატიჟების გზით.“
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში სრული კონსენსუსია იმაზე, რომ საჭიროა რაღაც მოევლოს ბელორუსიაში შექმნილ ვითარებას, ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა - მაგალითად, იტალია და ლატვია - დიდი ენთუზიაზმით არ ეკიდება მინსკის რეჟიმის მიმართ ეკონომიკური სანქციების გამკაცრებას. ლატვიის წარმომადგენლები ევროკავშირში ფიქრობენ, რომ შემდგომი სანქციები გაურთულებს მდგომარეობას ლატვიურ ბიზნესს ბელორუსიაში. ფინეთის ევროპის საქმეთა მინისტრი ალექსანდერ სტუბი კი ბრიუსელში დღეს დაბალანსებულ მიდგომაზე საუბრობდა:
„ვფიქრობ, სანქციების შემთხვევაში მთავარია თავიდან ავაცილოთ საფრთხე იმ ადამიანებს, რომლებიც ცვლილებების მოთხოვნით გამოდიან. შესაბამისად, ამის განხორციელების ყველაზე კარგი საშუალებაა ზუსტად განისაზღვროს გზები და ასეთი კომპანიები. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს სანქციები ყოველთვის 100 პროცენტით ამართლებს. ზოგ შემთხვევაში ისინი ამართლებენ, ზოგში კი - არა.“
აღსანიშნავია, რომ ლუქსემბურგის შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე, ბელორუსიის ხელისუფლებამ თხოვნით მიმართა საერთაშორისო სავალუტო ფონდს გამოუყოს ფინანსური სტაბილურობისათვის კრედიტი. მას შემდეგ, რაც მთავრობამ წლის დასაწყისიდან საკუთარი სავალუტო რეზერვების 20 პროცენტი დახარჯა და იძულებული გახდა ნაწილობრივ ეროვნული ვალუტის დევალვაცია განეხორციელებინა, ბელორუსიის ეკონომიკამ საშიშ ზღვარს მიაღწია. ბელორუსიაში ორი თვეა გრძელდება სავალუტო და სასაქონლო კრიზისი, კატასტროფულად დაეცა ეროვნული ვალუტის - ბელორუსული რუბლის - კურსი, გაორმაგდა ფასები ყველა სახის პროდუქტზე, საწვავსა და კომუნალურ გადასახადებზე.
არადა, გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ევროკავშირი მინსკს 4,2 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს სთავაზობდა, თუკი ბელორუსია სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს ჩაატარებდა. როგორც ზემოთ ითქვა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს არ შეუტანიათ დღის წესრიგში ბელორუსიის ფინანსური დახმარების საკითხი, ვიდრე მინსკი არ შეწყვეტს პოლიტიკურ რეპრესიებს და არ გაათავისუფლებს პოლიტპატიმრებს. მაგრამ ფინანსურ კრიზისში ჩავარდნილ ბელორუსიას მხსნელად მოევლინა მისი ტრადიციული მოკავშირე, რომელსაც არც ბელორუსიის ციხეებში მყოფი პოლიტპატიმრების საკითხი აინტერესებს და არც იმას იხსენებს, რომ დეკემბრის სადავოდ ქცეულ არჩევნებამდე ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთს დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებდა.
რუსეთმა დღეს განაცხადა, რომ მზად არის გამოუყოს ბელროუსიას ევრაზიული ეკონომიკური თანამეგობრობის ფონდიდან ანტიკრიზისული კრედიტის პირველი ტრანში, 800 მილიონი დოლარის ოდენობით. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ალექსეი კუდრინმა, რომელმაც კრედიტის გამოყოფის პირობად დაასახელა „ყველა პირობის დაკმაყოფილება ბელორუსიის მხრიდან.“ კუდრინის თქმით, რუსეთი, რომელიც ევრაზესის ფორმალური ლიდერია, იტოვებს უფლებას, მხოლოდ მაშინ განიხილოს ბელორუსიისათვის დახმარების მეორე ნაწილის - 440 მილიონი დოლარის სესხის - გამოყოფის საკითხი, თუკი მინსკი არ დაბლოკავს რუსეთის პროდუქციის შესვლას ბელორუსიის ტერიტორიაზე. ეკონომიკური ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ კრედიტის სანაცვლოდ რუსეთმა ბელორუსიისაგან რამდენიმე მსხვილი საწარმოს აქციები მოითხოვოს.

ჩვენ გვსურს, რომ დაუყოვნებლად გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი და მოხდეს მათი რეაბილიტაცია...