საქართველომ დამოუკიდებლობის დღე საზეიმო აღლუმით აღნიშნა.
საქართველომ 26 მაისს დამოუკიდებლობის ოცი წლისთავი სწორედ იქ და ისე აღნიშნა, როგორც დაგეგმილი იყო: რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა მიხეილ სააკაშვილმა საზეიმო აღლუმი ჩაიბარა. წინასწარ დაგეგმილ სცენარს მოაკლდა მხოლოდ ბოლო ნაწილი, სუხიშვილების ცეკვა - ”ხორუმი”, რომელიც 26 მაისს, გამთენიისას, საპროტესტო აქციის დაშლის დროს ორი ადამიანის (მათ შორის, ერთი სპეცრაზმელისა და ერთი მომიტინგის) დაღუპვის გამო აღარ შედგა.
26 მაისს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი საზეიმო აღლუმი აკაკი წერეთლის ”განთიადის” ამ სტრიქონებით გაიხსნა:
”...დადუმებულა მთაწმინდა,
ისმენს დუდუნსა მტკვრისასა:
მდინარე ნანას უმღერის
რაინდსა, ურჩსა მტრისასა…“
აღლუმს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი დევი ჭანკოტაძე ხელმძღვანელობდა.
საქართველოს მთლიანობისა და პროფესიული მოვალეობის დროს დაღუპულთა ხსოვნის წუთიერი დუმილით აღნიშვნის შემდეგ თავდაცვის ეროვნული აკადემიის კურსდამთავრებულებმა სამხედრო ფიცი დადეს.
მიხეილ სააკაშვილმა თავისი გამოსვლა წინა ღამით რუსთაველზე განვითარებული მოვლენების შეფასებით დაიწყო და თქვა, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ დაწერილი სცენარი აღლუმის ჩაშლისა და საბოტაჟისა არ განხორციელდა. მან თქვა, რომ საქართველოს თავის ისტორიაში სულ ბოლოს 20-წლიანი დამოუკიდებლობა საუკუნეების წინ ჰქონდა:
”და ეს იყო 1465 წელს. 546 წელია ჩვენს ქვეყანას არ ჰქონია თავისუფლების, ერთად აღებული, 20 წელიწადი.”
მიხეილ სააკაშვილმა მისასალმებელ სიტყვაში თქვა, რომ ქვეყანას ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა აქვს დასაძლევი, და თან ის მიღწევები ჩამოთვალა, რომლითაც, მისი თქმით, საქართველომ უნდა იამაყოს:
”ნახევარი ათასწლეულის მანძილზე პირველად გვყავს სამოქალაქო სამსახური, ჯარისკაცები და ოფიცრები, რომლებიც დაიბადნენ თავისუფალი საქართველოს შვილებად და სამხედრო სკოლა გაიარეს დამოუკიდებელ საქართველოში...
ვერასოდეს ორგანიზებული დანაშაული, ქუჩის შავი მენტალიტეტი და კანონიერი ქურდების ბატონობა ვეღარ დაბრუნდება საქართველოში...
ჩვენ შევძელით ტოტალურად კორუმპირებული, არშემდგარი სახელმწიფოს გარდაქმნა ერთ-ერთ ყველაზე სუფთა და არაკორუმპირებულ სახელმწიფოდ...
ჩვენ მყარად ვადგავართ ჩვენს კურსს დასავლეთის, ევროატლანტიკური ფასეულობებისკენ, ჩვენი საგარეო პოლიტიკური არჩევანი ურყევი და თანმიმდევრულია - ჩვენი გეზი მხოლოდ დემოკრატიული და თავისუფალი სამყაროსკენ არის ორიენტირებული”...
საქართველოს ჰიმნის შესრულების შემდეგ სააკაშვილმა საპრეზიდენტო ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ამავე სფეროებში შეტანილი წვლილისათვის, რის შემდეგაც აღლუმის საზეიმო მსვლელობაც დაიწყო.
აღლუმი მედროშეთა კოლოფმა გახსნა, მათ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მსმენელები მოჰყვნენ, შემდეგ სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფები, ქვეითი და საარტილერიო ბრიგადები, საინჟინრო ბრიგადა, გვარდია, სახმელეთო ჯარების საავიაციო ქვედანაყოფებისგან დაკომპლექტებული კოლოფი, სპეციალური დანიშნულების ძალები. ქვეითებს მძიმე ჯავშანტექნიკა მოჰყვა:
აღლუმში პირველად მიიღო მონაწილეობა საქართველოში წარმოებულმა ჯავშანტრანსპორტიორმა, სახელწოდებით ”დიდგორი”; ჰამერის ტიპის შეჯავშნულმა ავტომობილებმა. შემდეგ შვეულმფრენები გამოჩნდნენ და, ბოლოს, მოიერიშე თვითმფრინავი „სუ 25“, რომელმაც დაასრულდა კიდეც საზეიმო აღლუმი. წელს აღლუმზე არ გამოჩენილა მუხლუხა ტექნიკა.
მედიისათვის გაკეთებულ კომენტარში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, რომ ვერაფერი ხელს ვერ შეუშლის ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულის აღნიშვნას:
”ჩვენ გვერგო ეს პატივი - გვეცხოვრა ამ დამოუკიდებლობის დროს და უნდა გავუფრთხილდეთ, შევინარჩუნოთ და გადავცეთ ჩვენს შვილებს. ვერასოდეს ვერავინ გვაიძულებს ჩვენი ქვეყნის ყველაზე საზეიმო დღე არ ვიზეიმოთ.”
დამოუკიდებლობის დღე საქართველოს ამერიკის ელჩმა ჯონ ბასმაც მიულოცა და თქვა:
”ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ძლიერი მხარდამჭერია მას შემდეგ, რაც მან 20 წლის წინ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას თქვენი ქვეყნის მიმართ, განსაკუთრებით კი მხარს დავუჭერთ ამ ქვეყნის უფლებას თავად აირჩიოს საკუთარი გზა და მომავალი.”
აღლუმის შემდეგ გაგრძელდა საზეიმო მსვლელობა რუსთაველზე, სადაც ხალხი, საქართველოს დროშებით ხელში, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ერთმანეთს ულოცავდა და ამ დღის მნიშვნელობას ასე ხსნიდა:
”ეს არის ყველაზე ბედნიერი დღე საქართველოსათვის, მნიშვნელობა არა აქვს ქართველია თუ არაქართველი... რომ საქართველო არის დამოუკიდებელი...”
”მთელი ღამე არ მძინებია, ძალიან ცუდი რამ მოხდა, მაგრამ დილით მაინც გულმა არ მომითმინა და შვილიშვილები წამოვიყვანე აღლუმზე... საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა, საზეიმო დღე...”
”ეს არის ყველაზე დიდი ეროვნული დღესასწაული და მოვდიოდი იმიტომ, რომ ჩემი ქვეყნის თავისუფლება მეზეიმა...”
წინა ღამის მსხვერპლის გამო საზეიმო აღლუმი აღარ დასრულებულა სუხიშვილების „ხორუმით“, როგორც ეს დაგეგმილი იყო. სამხედრო მსვლელობის შემდეგ ჰაერში საქართველოს დროშისფერი წითელი და თეთრი ბუშტები აუშვეს.

ნახევარი ათასწლეულის მანძილზე პირველად გვყავს სამოქალაქო სამსახური, ჯარისკაცები და ოფიცრები, რომლებიც დაიბადნენ თავისუფალი საქართველოს შვილებად...

ვერასოდეს ვერავინ გვაიძულებს ჩვენი ქვეყნის ყველაზე საზეიმო დღე არ ვიზეიმოთ...
მედიისათვის გაკეთებულ კომენტარში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, რომ ვერაფერი ხელს ვერ შეუშლის ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულის აღნიშვნას:
”ჩვენ გვერგო ეს პატივი - გვეცხოვრა ამ დამოუკიდებლობის დროს და უნდა გავუფრთხილდეთ, შევინარჩუნოთ და გადავცეთ ჩვენს შვილებს. ვერასოდეს ვერავინ გვაიძულებს ჩვენი ქვეყნის ყველაზე საზეიმო დღე არ ვიზეიმოთ.”
დამოუკიდებლობის დღე საქართველოს ამერიკის ელჩმა ჯონ ბასმაც მიულოცა და თქვა:
”ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ძლიერი მხარდამჭერია მას შემდეგ, რაც მან 20 წლის წინ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას თქვენი ქვეყნის მიმართ, განსაკუთრებით კი მხარს დავუჭერთ ამ ქვეყნის უფლებას თავად აირჩიოს საკუთარი გზა და მომავალი.”
აღლუმის შემდეგ გაგრძელდა საზეიმო მსვლელობა რუსთაველზე, სადაც ხალხი, საქართველოს დროშებით ხელში, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ერთმანეთს ულოცავდა და ამ დღის მნიშვნელობას ასე ხსნიდა:
მთელი ღამე არ მძინებია, ძალიან ცუდი რამ მოხდა, მაგრამ დილით მაინც გულმა არ მომითმინა და შვილიშვილები წამოვიყვანე აღლუმზე...