მაშინ, როდესაც რუსთაველის გამზირზე 26 მაისის - საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - აღსანიშნავად პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, აღლუმს იბარებდა, აფხაზეთის ომის ვეტერანებმა, მათმა ახლობლებმა და მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა ვაკის პარკში მოიყარა თავი და, მათივე თქმით, საერო დღესასწაულებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი დღე სწორედ იქ აღნიშნეს.
ყველაზე ამაღელვებელი წუთები ვაკის პარკში მაშინ დადგა, როდესაც გია ყარყარაშვილი კიდევ ერთხელ შეხვდა თავის თანამებრძოლებს. წლევანდელ 26 მაისსაც ომის ვეტერანები ისე ხვდებოდნენ ერთმანეთს, თითქოს ომი სულ ახლახან დამთავრდა და გადარჩენილმა მეგობრებმა თითქოს ერთმანეთი იპოვეს... ამ ადამიანებისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ყველაზე დიდი საერო დღესასწაულია და, როგორც გია ყარყარაშვილმაც თქვა, ვაკის პარკში მოსვლისას კარგი განწყობის მიზეზიც:
”დღეს ყველა კარგ ხასიათზე უნდა იყოს და უნდა იყოს გაღიმებული. იმსახურებს ქართველი ხალხი იმას, რომ ერთ დღეს აღნიშნავდეს და უფრთხილდებოდეს. ცოტანი დარჩნენ ომის ვეტერანები და ვინც გადარჩა, ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში ჩვენი სიტყვა უნდა მივაწვდინოთ. ეს არის მარადისობის კანონი.”
ომის ვეტერანები ყველაზე მეტად ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობას უჩივიან. უსარგებლობის შეგრძნება აფხაზეთის ომგამოვლილებს ყველაზე მეტად შეურაცხყოფს. ამ აზრისაა გამნაღმველი თემურ სახოკია, რომელმაც აფხაზეთის ომში ორივე მკლავი დაკარგა:
”ორივე ხელი ნაღმზე აფეთქებისას დავკარგე, მაგრამ მე მანქანასაც ვატარებ, სროლაც შემიძლია და დღესვე წავალ ომში, თუ ღირსეული სარდლის ბრძანება იქნება... ამ ხელისუფლებამ, სამწუხაროდ, ორად გაყო ახალი და ძველი ვეტერანები, ახალი შაოსანი დედა, ძველი შაოსანი დედა.. სახელმწიფოებრივი მიდგომა არ არსებობს ვეტერანების მიმართ.”
მაიორ ემზარ ელბაქიანს და ზემსახურ აჩიკო ერისთავს ხმაურიანი და მეგობრული შეხვედრა დროებით შევაწყვეტინეთ:
”ახლახან გამოვიარე რუსთაველზე, აღლუმზე, და მკითხეს, სად მიდიხარო (ახლახან დამითხოვეს ჯარიდან უმიზეზოდ). ვუთხარი, სად და სადაც მართლა რაინდები იკრიბებიან-მეთქი...”
ვაკის პარკში მივიდა მთელი ოპოზიციური სპექტრი, თითქმის ყველა ლიდერი, მათი უმრავლესობა - შვილებთან ერთად. „ალიანსი საქართველოსთვის’ წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე ამბობს, რომ ხელისუფლების გვერდით დგომა აღლუმზე პოპულისტური ნაბიჯი იქნებოდა. სწორედ ამიტომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა, მისივე სიტყვებით, ”თავმდაბლურად” სწორედ ვეტერანების გვერდით გადაწყვიტეს.
ვაკის პარკში გამოჩნდნენ მერობის კანდიდატები ზვიად ძიძიგური და ნიკა ივანიშვილიც.
„დაიცავი საქართველოს“ ლიდერმაც გვითხრა, 26 მაისის ვაკის პარკში აღნიშვნა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ეს ადგილი ვეტერანებმა შეარჩიესო. ჩვენ არაფერს ვერჩით ქართულ ჯარს, ჩვენ ვერჩით მიხეილ სააკაშვილს და დრო დადგება და მას პასუხს მოვთხოვთო.
ვაკის პარკში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას შეუერთდა ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური ძალაც. მათ 26 მაისს საგანგებო მიმართვაც გაავრცელეს, რომელშიც აფხაზ და ოს ხალხს მიმართეს:
”ჩვენ გვინდა ვუთხრათ აფხაზ და ოს ხალხს, რომ 26 მაისი მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და მათი თავისუფლების გარანტიაცაა ეს დღე და ის დროებითი მოვლენები, რომლებიც ორმხრივმა შეცდომებმა გამოიწვია, ჩვენი პასუხისმგებლობის საგანია და ჩვენ უნდა გამოვნახოთ საერთო ენა.”
როდის აღნიშნავს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ხელსუფლება და ოპოზიცია ერთად, როდის იქნება ეს საერთო დღესაწაული? - ვკითხეთ რესპუბლიკელ თინა ხიდაშელს:
”ეს დღე მაშინვე დადგება, როდესაც ჩვენი ქვეყნის მთავარსარდალი იქნება ღირსეული მთავარსარდალი.”