სამხედრო აღლუმში, რომელიც რუსთაველის გამზირზე გაიმართა, 4 300-ზე მეტი ჯარისკაცი და ოფიცერი, მძიმე საბრძოლო ტექნიკა და ავიაცია მონაწილეობდა. სამხედრო კოლონების მსვლელობამდე პრეზიდენტმა ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის და ბრწყინვალების ორდენებით დააჯილდოვა აჭარის სპეცრაზმის წევრები და 23 სამოქალაქო პირი.